თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2019, 15:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2699,
კომენტარები: 15
ჩარლის პროგნოზი
პსჟ - მანჩესტერ იუნაიტედი.
ჩარლის პროგნოზი
"მანჩესტერ იუნაიტედი" პარიზში სამშაბათ დილას გაემგზავრა. "წითლებს" საფრანგეთში რთული დავალება აქვთ შესასრულებელი. გარდა იმისა, რომ პოლ პოგბა დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ვერ შეძლებს, ლაზარეთში ბევრი ძირითადის ფეხბურთელი მოხვდა. ამ მხრივ არც პსჟ-ს აქვს სახარბიელო მდგომარეობა, რადგან პარიზელებს მატჩის ჩატარება ნეიმარის გარეშე მოუწევთ. იხილეთ ჩარლის პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის წინ:

"მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი არ ჰყავდათ, დიდებული ედინსონ კავანი დაბრუნდა და ის კილიან მბაპესთან ერთად შეძლებს თამაშ. სწორედ მან შეძლო გოლის გატანა გასულ მატჩში "იუნაიტედის" კარში."

"საერთოდ ვერ ვხედავ და არც მგონია, რომ ამ მატჩიდან "იუნაიტედმა" რამე მიიღოს. პსჟ-ს შეუძლია მშვიდად დაიწყოს მატჩი, აუღელვებლად გააგოროს ბურთი, გააკონტროლოს პოზიციები, ნელ-ნელა და აუჩქარებლად იმოძრაოს და მაინც გაიმარჯვოს. თუ თქვენ "იუნაიტედის" თამაშს ამ შაბათ-კვირას უყურეთ, მიხვდებოდით, რომ დაცვაში ჯერ კიდევ დიდი პრობლემებია და საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეძლებენ "წითლები" პსჟ-ს შეტევის შეჩერებას. ერთადერთი ლოგიკური შედეგი პარიზელების მორიგი გამარჯვება მგონია."

"ერთადერთი რეალობა არის ის, რომ პსჟ გაცილებით უკეთესი გუნდია ვიდრე "იუნაიტედი". ვიცი, რომ ბევრი ტრავმა აქვთ, მაგრამ იგივე მდგომარეობაა პარიზელებთანაც. ერთადერთი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ მდგომარეობით შეიძლება მიიღოს ეს ინგლისის თასის ტიტული და პრემიერ ლიგის ოთხეულია."

ჩარლის პროგნოზი: პსჟ 2-0 იუნაიტედი.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 მარტი 2019 15:56
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
გოლსაც არ გვატანინებს ))
0
№2
ავტორი: Axl
5 მარტი 2019 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
არასდროს მჯერა ამის პროგნოზების, ათასში ერთს თუ “გაარტყავს” და მართლა ნათელმხილველი გონია საზოგადოებას.
1
№3
ავტორი: kobinio
5 მარტი 2019 17:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მენსონს გააჯმეინეს და ეხლა ამის დროა?! ამას როგორ უნდ ადაუჯერო ამის მიერძოებული დრდა ვატირე. ერთნაირო პრობლემები როგორ აქვთ ორივეს როცა იმათ მარტო ნეიმარი აკლიათ და ჩვენ კი ძირითადი შრმადგენლობის მხოლოდ 5 კაცი გვყავს სასტავში.ცენზურა კაცი.ნაგლი. იშო ნე ვეჩერ სუჩარა .მიდი რა ოლე ეხლა ამას გაულაღლა4ე პირში და ეგაა
0
№4
ავტორი: man21utd
5 მარტი 2019 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
უნდა აჩვენონ ფეხბურთელებმა რომ ასე მანჩესტერზე საუბარი არ შეიძლება. მთავარია იბრძოლონ და მთელი გულით ითამაშონ მე ამ მომენტისათვის დღევანდელ შემადგენლობას შემდეგ ეტაპზე გასვლას და მოგებას ვერ მოვთხოვ მაგრამ ფრე რო ვითამაშოთ ვიბრძოლოთ და ცოტათი დავძაბოთ თამაში ძალიან კარგი იქნება! გულის სიღრმეში მჯერა რო რეშფორდი, ლუკაკუ და პერეირა ძალიან მაგარ თამაშს ჩაატარებენ და აჩვენებენ ასეთ დაცენზურავებულ ესპერტებს რო იუნაიტედის ესე აბუჩად მოხსენიება არ შეიძლება.
1
№5
ავტორი: The Special One
5 მარტი 2019 18:49
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მეც ეგ ანგარიში მგონია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: mishiko1
5 მარტი 2019 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
იმის ილუზია არა მაქვს რომ პსჟ-ს გამოვაგდებთ მაგრამ ღირსეული ბრძოლის იმედი მაქვს, ამ ეტაპზე პსჟ ჩვენზე ძლიერია, ჩვენი მიზანი ინგლისის თასის მოგება და ოთხეულში მოხვედრა არის ამას თუ შევძლებთ სეზონი წარმატებულად ჩაითვლება, რაც შეეხება დაცვას ძალიან სუსტად გამოიყურება ტრანსფერები გვჭირდება დაცვის ხაზი მთლიანად შესაცვლელია.
0
№7
ავტორი: shotkin
5 მარტი 2019 19:37
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: mishiko1
იმის ილუზია არა მაქვს რომ პსჟ-ს გამოვაგდებთ მაგრამ ღირსეული ბრძოლის იმედი მაქვს, ამ ეტაპზე პსჟ ჩვენზე ძლიერია, ჩვენი მიზანი ინგლისის თასის მოგება და ოთხეულში მოხვედრა არის ამას თუ შევძლებთ სეზონი წარმატებულად ჩაითვლება, რაც შეეხება დაცვას ძალიან სუსტად გამოიყურება ტრანსფერები გვჭირდება დაცვის ხაზი მთლიანად შესაცვლელია.


მთლიანად რატოა შესაცვლელი, შოუ ძაან კლასნია და ბევრად მოუმატა ასევე ლინდელოფმაც, მარჯვენა მცველია საჭირო და 1 კარი ცენტრალური მცველი 2 კაცი გვინდა დაცვაში მხოლოდ
0
№8
ავტორი: bziki
5 მარტი 2019 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პირველმა თუ შევაგდეთ ცოტას დავძაბავთ მარა ეგ დაძაბვაც მოჩვენებითი იქნება 0-2 რო წავიყვანოთ მაინც უკან ვიქნებით:D:D სამი გოლია გასატანი პარიზში ეგ რამდენათ რეალურია?
ჩარლი კი არა ქუჩაში 1000000 კაცი რო გამოკითხო მანჩესტერის თავგადკრული ფანების გარდა სასაცილოდ არ ეყოფა არავის მანჩესტერის შემდეგ ეტაპზე გასვლის ამბიციები.
რამდენადაც შეუძლიათ ამ ექსპერტებსაც ინარჩუნებენ კორექტულობას პირდაპირ მაინც არ იძახიან რასაც ფიქრობენ:D რა უნდა იფიქრო კაცმა იანგს გააოფლიანებენ თუ არ გააგდეს ეგეც კაი ამბავი იქნება,იქ კავანის ეჭიდავე კიდე:) ვერატი VS მაკტომინეი
და ბოლოს ტრაფორდზე რო თამაში წაიყვანა ტუხელმა პარიზსში რას ველოდო?

ესაა სიმართლე და ვისაც გინდა ეწყინოს და ვისაც გინდა გული ეტკინოს. მე უკვე შეგუებული ვარ მერე უფრო გიტყდება უაზრო იმედს რო ეჭიდები

ისე პირველ წრეში ყველაზე გამართული თამაში პესეჟემ აჩვენა არ მეგონა თუ ამხელა დონეზე იყვნენ ტრაფორდზე მართლა იმედიანად ვიყავი მივიღოთ ეს რეალობა რაცაააააა
0
№9
ავტორი: Axl
5 მარტი 2019 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: shotkin
ციტატა: mishiko1
იმის ილუზია არა მაქვს რომ პსჟ-ს გამოვაგდებთ მაგრამ ღირსეული ბრძოლის იმედი მაქვს, ამ ეტაპზე პსჟ ჩვენზე ძლიერია, ჩვენი მიზანი ინგლისის თასის მოგება და ოთხეულში მოხვედრა არის ამას თუ შევძლებთ სეზონი წარმატებულად ჩაითვლება, რაც შეეხება დაცვას ძალიან სუსტად გამოიყურება ტრანსფერები გვჭირდება დაცვის ხაზი მთლიანად შესაცვლელია.


მთლიანად რატოა შესაცვლელი, შოუ ძაან კლასნია და ბევრად მოუმატა ასევე ლინდელოფმაც, მარჯვენა მცველია საჭირო და 1 კარი ცენტრალური მცველი 2 კაცი გვინდა დაცვაში მხოლოდ

ნუ მთლიანად მართლა არ არის შესაცვლელი, მაგრამ ერთი კარგი, გამოცდილი, ჰაი-კლასის მცველი რომ გვჭირდება მომავალი სეზონისთვის, ყველა ვთანხმდებით მემგონი. იანგის შემცვლელიც გვჭირდება. მე ვფიქრობ ამ ზაფხულს მოაგვარებენ ყველაფერს ტრანსფერების მხრივ. ოლე რასაც იტყვის და ვისაც მოითხოვს, უყიდიან ალბათ. თან ბაბუც ჩაერევა და იტყვის ერთი-ორ სიტყვას, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება.
0
№10
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Idi naxui ra:)))
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top