თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2019, 15:35
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 8
უარი მანჩესტერულ კლუბებს.
ბუფონის უარი სერ ალექს ფერგიუსონს - იტალიელი ძველ მოგონებებს იხსენებს.
უარი მანჩესტერულ კლუბებს.
ჯიანლუიჯი ბუფონმა სერ ალექს ფერგიუსონთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ შოტლანდიელი დიდხანს ცდილობდა მის გადაბირებას "ოლდ ტრაფორდზე".

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, იტალიელმა ლეგენდამ რიო ფერდინანდს ინტერვიუ მისცა. როგორც ბუფონი აცხადებს, "იუნაიტედის" მის შეძენას 1995 წლიდან 2001 წლამდე ცდილობდა. სერ ალექს ფერგიუსონი მას პიტერ შმეიხელის შემცვლელად მოიაზრებდა. შეგახსენებთ, რომ მან "ოლდ ტრაფორდი" 1999 წელს დატოვა.

შმეიხელის შესაცვლელად "იუნაიტედს" დიდი ხანი დასჭირდა. სათანადო მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 2005 წელს გამოჩნდა, ედვინ ვან დერ სარის მოსვლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "მფრინავი ჰოლანდიელი" "წითლებმა" "ფულემიდან" გადმოიბირეს.

"მაშინ, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი და "პარმაში" ვთამაშობდი, ფერგიუსონი ჩემით დაინტერესდა. ორი თუ სამი წლის განმავლობაში რამდენიმე სკაუტი გამოგზავნა ჩემ საყურებლად. იმ მომენტისთვის, "პარმა" ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის და საერთოდ არ მსურდა დატოვება."

2001 წელს ბუფონი "იუვენტუსს" შეუერთდა და "ბებერი ქალბატონების" მაისურით 500 მატჩი ჩაატარა. მისი კარიერის საბოლოო ტრანსფერი კი "იუვენტუსიდან" პსჟ-ში გადასვლა აღმოჩნდა.

თუმცა, როგორც იტალიელმა განაცხადა, კიდევ ჰქონდა შანსი ინგლისში თამაშის, რაზეც უარი განაცხადა.

"მოგვიანებით მე "მანჩესტერ სიტი" დამიკავშირდა, სწორედ მაშინ, როცა გუნდის შენება დაიწყეს. მათ სურდათ, რომ მათი პირველი შენაძენი ვყოფილიყავი, მაგრამ "იუვენტუსში" დავრჩი."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 მარტი 2019 16:31
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
მომავალი ლეგენდის გაშვება საკუთარი ქვეყნიდან და ჩემპიონტიდან არავის სურს. ცხადი იყო, რომ ბუფონს იტალიიდან არავინ გაუშვებდა.
0
№2
ავტორი: kobinio
5 მარტი 2019 16:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმიტომაა ჩემპიონთა ლიგის გარეშე რომ დარჩა ბაბუ lol კი აღმართავდი შენც
0
№3
ავტორი: Axl
5 მარტი 2019 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ჯიჯიი! მაგრად მიყვარს ეს კაცი. 40 წლისაა და არეოლა ამოგდო ძირითადიდან. იუვეშიც ხომ 1-მეკარე იყო ამ ასაკში. უბერებელია, ჩვენ არ ვითვლით ციფრებს ჯიჯი <3
1
№4
ავტორი: Malboro463
5 მარტი 2019 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
არეოლა უკეტეს ფორმაშია და პირველობას ის უფრო იმსახურებს. ნაკრებშიც არ უნდა დაბრუნებულიყო დაუთმოს უნდა ახალგაზრდებს თავისი ადგილი. ზოგი წასვლას ვერ ხდება
0
№5
ავტორი: Smoke - N
5 მარტი 2019 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
გადმოსულიყავი ჯიჯი და კარიერას ისე არ დასრულებდი რო ლიგის თასი არ აგეწია ახლა იფხანე ერთი ადგილი და ინანე მითუმეტეს 2001დან რა კაი სასტავი გვყავდა და ეს ფარჩაკი ბარტეზი იდგა კარში როგორ არ მევასებოდა ეს კიპერი
0
№6
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2019 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Dasafasebeli admiania
0
№7
ავტორი: LASHQARA
6 მარტი 2019 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
ჯერ აცადეთ პსჟ-ს ჩვენ თუ გაგვცდა რაც 90% ეგრე იქნება, აუცილებლად ექნება შანსი თასის აწევის. am
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2019 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არ დატოვებდა იტალიას ბევრი მიზეზის გამო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top