ოლემ საფრანგეთში რვა აკადემიელი წაიყვანა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პარიზში მიმავალი 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 2-0 ანგარიშით წააგეს.
კლუბი პარიზში სამშაბათს დილას გაფრინდა. თამაში ოთხშაბათს შედგება, 23:59 საათზე.
ოლე გუნარს რამდენიმე ფეხბურთელის მანჩესტერში დატოვება მოუწია ტრავმების გამო. მათ შორისაა ენტონი მარსიალი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა, ანდერ ერერა და ალექსის სანჩესი. გარდა ამისა, პოლ პოგბამ წინა მატჩში წითელი ბარათი მიიღო და ვერც ის შეძლებს მატჩის ჩატარებას.
"იუნაიტედის" მწრთვნელს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა შეუძლია, თუმცა მატჩი ძალიან რთულია და შემადგენლობის არჩევამდე კარგი დაკვირვებაა საჭირო.
20-კაციან შემადგენლობაში მოხვდა რვა აკადემიელი: ჩონგი, გარნერი, გომესი, გრინვუდი, მაკტომინეი, პერეირა, რეშფორდი და ბრენდონი.
გრინვუდს რამდენიმე კვირით დასვენება მოუწია, რადგან ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ამჟამად სრულიად ჯანმრთელია. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა "ვალენსიასთან" მატჩშიც იყო შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე შესვლის შანსი არ მისცემია.
პარიზში ჩასვლისთანავე სოლსკიაერი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც შემადგენლობაზე კიდევ უფრო დაწვრილებით ისაუბრებს.
სრული შემადგენლობა:
დე ხეა, რომერო, გრანტი;
ბაიი, დალო, ლინდელოფი, როხო, შოუ, სმოლინგი, უილიამსი, იანგი;
ფრედი, გარნერი, გომესი, მაკტომინეი, პერეირა;
ჩონგი, გრინვუდი, ლუკაკუ, რეშფორდი.
წყარო:
ManUtd.com