თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2019, 21:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1443,
კომენტარები: 6
"პარიზში სასურველი შედეგის მიღება შეგვიძლია"
ლუკ შოუ პარიზელებთან მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ლუკ შოუმ განაცხადა, რომ გუნდში ძალიან კარგი განწყობა ტრიალებს. მისი აზრით, კლუბს თავდაჯერება შეემატა და ოთხშაბათს საღამოს პოზიტიურად შეხვდებიან.

"ძალიან გვეხმარება გამარჯვებები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიცით, ორი ბურთით უკან ვართ, მაგრამ მაინც პოზიტიურად ვართ განწყობილი და ოთხშაბათ საღამოს თავდაჯერებით ვხვდებით. რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამის უნარები შეგვწევს."

"დარწმუნებული ვარ, რომ იქ ჩასვლა და იმ შედეგის მიღება შეგვიძლია, რაც შემდეგ ტურში გასასვლელად გვჭირდება."

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბურთი არ გავუშვათ, განსაკუთრებით თამაშის დასაწყისში. ვგრძნობ, რომ თუ გოლის გატანას ადრევე შევძლებთ, ყველაფერი შეიცვლება. ისინიც იგრძნობენ, რომ თამაშის შეცვლა ყოველ წამს შეიძლება და სასწორიც მხოლოდ მათ მხარეს არ არის."

"90 წუთი გვაქვს სათამაშო და არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს ამ 90 წუთში. ვნახოთ, იქნებ შევძლოთ პირველივე წუთებზე გოლის გატანა და ყველაფრის შეცვლა."

"ჩვენ, უბრალოდ, გვჭირდება, რომ ძალიან კარგები ვიყოთ დაცვაში და როცა მომენტი მოგვეცემა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის. სწორედ ეს გავაკეთეთ "იუვენტუსთან" ძალიან რთულ მატჩში და ცოტას თუ შეუძლია იმის გაკეთება, რაც ჩვენ შევძელით."

"უბრალოდ, პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი კარგად გავიაზროთ, რაც შეგვიძლია და ეს განწყობა პარიზში წავიღოთ."

"ჩვენ შეტევაში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. ისინი საოცარ შანსებს ქმნიან და საოცარი გოლების გატანაც შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისად ძლიერები არიან, რომ შეძლონ იმის გაკეთება, რაც შეუძლიათ."

"ძალიან რთული ამოცანა გველის, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თავდაჯერებულები ვიქნებით და რამდენად მივცემთ ჩვენს თავს ამ მატჩისგან სიამოვნების მიღების უფლებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას გვეტყვის მწრთვნელი და როგორ განგვაწყობს მატჩის წინ."

"ის მოსვლის შემდეგ ძალიან დამეხმარა და ვფიქრობ, რომ მე ერთადერთი არ ვარ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს პოსტი ოლე გუნარმა დაიკავა. ვფიქრობ, რომ მან მთავარი გვასწავლა - ამ თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება. რაც უფრო დიდ სიამოვნებას იღებ, მით უფრო კარგად გამოგდის ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისედაც სახეზეა."

"ნამდვილად პოზიტიური რაღაცები ხდება და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ მოედანზე. ძალიან კარგი განწყობა ტრიალებს გასახდელში."

"ძალიან ბევრი პოზიტივი ტრიალებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ კარგად განვაგრძოთ სვლა და მაქსიმალური სიამოვნების მიღება ფეხბურთისგან."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 მარტი 2019 21:52
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
პოზიტივი კარგია, თუმცა რეალობა ძალიან რთული. მაინც "ჟილკიანად" უნდა ვიყოთ და გამარჯვების იმედი დავიტოვოთ !!!
0
№2
ავტორი: 100%Red
4 მარტი 2019 21:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ეეხ მე რაღა დავმალოდა ნამეტანი სასწაული უნდა მოხდეს რო ........ recourse
0
№3
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2019 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mainc ar vkargav imeds❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2019 01:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო აბა შანსი არაგვაქო ხო არ იტყოდა
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
5 მარტი 2019 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პირველ 20 წუთში თუ გაუტანეთ პარიზს მაშინ თავიდან დაიწყება ყველაფერი <3 ლუკაკუ იყოს ფორმაში მთავარია <3
0
№6
ავტორი: stepno
6 მარტი 2019 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა შეგვიძლიაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top