თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2019, 12:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1575,
კომენტარები: 10
"გერბი ყველაფერს ამბობს"
დიოგო დალოს პერეირას გოლის მსგავსი ბურთის გატანა სურს.
დიოგო დალოს "იუნაიტედის" მაისურით ლამაზი გოლის გატანა სურს. პორტუგალიელმა მცველმა ბოლო ვარჯიშები ანდრეას პერეირასთან ერთად გაატარა. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ მომენტების ლამაზ დასასრულზე. შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა "საუთჰემპტონთან" საოცარი გოლი გაიტანა, დალოს კი მისნაირად სურს მისი პირველი ბურთის მოთავსება მეტოქის კარში.

"ანდრეასი ძალიან ბევრს ვარჯიშობდა ამ დარტყმაზე. სამი-ოთხი ვრჩებით ხოლმე ვარჯიშის მერე და ამ დარტყმებზე ვვარჯიშობთ, მათ შორის მეც."

"ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მეც გავიტანო ასეთი გოლი! "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ანდრეასმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მან გუნდის დახმარება შეძლო და თანაც ასეთი დიდებული მომენტით."

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გოლები გავიტანოთ. არ აქვს მნიშვნელობა ლამაზი გოლი იქნება თუ არა, მაგრამ დღეს მართლაც ულამაზესი მომენტები გვქონდა, ულამაზესი შესრულებით და ეს ყველაფერი კარგია, რადგან ატმოსფერო კიდევ უფრო ამაღლებული ხდება."

"ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო."

"ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". არ აქვს მნიშვნელობა აგებ თუ იგებ, რწმენას და ბრძოლას არასდროს კარგავ. მაშინაც, როცა გოლი გაგვიტანეს, ვიცოდით, რომ მთელი "ოლდ ტრაფორდი" ჩვენ უკან იდგა და ყველაფერს გააკეთებდნენ ჩვენთან ერთად, რათა ეს თამაში მოგვეგო."

"ვფიქრობ, რომ ყველაფერს გულზე მოთავსებული ნიშანი ამბობს. ეს ჩვენი მისწრაფებები, სურვილი, დაუღალავი შრომა - ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი". ჩვენთვის ეს ერთი მორიგი მატჩი იყო, რომლისთვისაც ყველაფერი დაუფიქრებლად გავწირეთ."

"ცოტათი რთული იყო მეორე გოლის გაშვება, თანაც კარგი მომენტი იყო, დავიდს უბრალოდ არანაირი შანსი აღარ რჩებოდა. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მხოლოდ 10 წუთი გვრჩებოდა და, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ჩვენ არცერთ მომენტში არ დაგვიკარგავს გამარჯვების იმედი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა რომელუ და კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი."

"ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა და ძალიან სასიამოვნოა ასეთ მატჩში "ქამბექის" გაკეთება. ეს უბრალოდ დაუჯერებელი იყო."

"ჩვენ საერთოდ არ ვგრძნობთ თავს წნეხის ქვეშ ოთხშაბათის მატჩის წინ. მართალია, 2-0 წავაგეთ, მაგრამ თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს ფეხბურთია და ამ სპორტში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს."

"თუ ჩვენ გოლის გატანა მოვახერხეთ, პარიზელები ანერვიულდებიან და სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი."

"მე, უბრალოდ, საოცარ სიამოვნებას ვიღებ ამ თამაშისგან. არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა ფრთაზე ვარ თუ მარცხენაზე, ჩემი მთავარი მიზანი და მოთხოვნილება სტადიონზე ყოფნაა."

"ახლა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითადად ეშლი თამაშობს, მწრთვნელმა კი იცის, რომ მე სხვა პოზიციებზეც შემიძლია თამაში და იქ დავდგები, სადაც მას და გუნდს დავჭიდები."



წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
4 მარტი 2019 12:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაგაროოოო :)) მანჩესტერმა რომ გაიტანოს პირველი ბურთი მართლა დიდი აურზაური ატყდება ფულიანების რიგებში.
0
№2
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2019 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ამ ინტერვიუზეც ეტყობა ოლეს ხელი:))) ძაან მაგარი ბიჭია ეს love
0
№3
ავტორი: shotkin
4 მარტი 2019 14:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაი კაცი ხარ
0
№4
ავტორი: LASHQARA
4 მარტი 2019 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". არ აქვს მნიშვნელობა აგებ თუ იგებ, რწმენას და ბრძოლას არასდროს კარგავ. მაშინაც, როცა გოლი გაგვიტანეს, ვიცოდით, რომ მთელი "ოლდ ტრაფორდი" ჩვენ უკან იდგა და ყველაფერს გააკეთებდნენ ჩვენთან ერთად, რათა ეს თამაში მოგვეგო."
ეს ოლე გუნარმა დაატყო გუნდს, ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებით და ეს უბრალოდ არ ხდება ამ კაცს ძალიან ბევრი დრო აქ მანჩესტერში გატარებული და იცის რა ღირებულებებზე დგას მანჩესტერ იუნაიტედი, მოკლედ ბაბუს კარგი მოწაფე გამოდგა ეს კაცი. love დალოტს კი წარმატებებს ვუსურვებ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. am
0
№5
ავტორი: WeAreUnited
4 მარტი 2019 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: LASHQARA
"ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". არ აქვს მნიშვნელობა აგებ თუ იგებ, რწმენას და ბრძოლას არასდროს კარგავ. მაშინაც, როცა გოლი გაგვიტანეს, ვიცოდით, რომ მთელი "ოლდ ტრაფორდი" ჩვენ უკან იდგა და ყველაფერს გააკეთებდნენ ჩვენთან ერთად, რათა ეს თამაში მოგვეგო."
ეს ოლე გუნარმა დაატყო გუნდს, ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებით და ეს უბრალოდ არ ხდება ამ კაცს ძალიან ბევრი დრო აქ მანჩესტერში გატარებული და იცის რა ღირებულებებზე დგას მანჩესტერ იუნაიტედი, მოკლედ ბაბუს კარგი მოწაფე გამოდგა ეს კაცი. love დალოტს კი წარმატებებს ვუსურვებ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. am


გამაჟრიალა ამ სიტყვებზე პროსტა ცენზურაურინიო რომ იყო ესეთი ინტერვიუები არ არსებობდა იმიტომ რომ მიჯმული ხასიათით დადიოდა სუყველა და ეხლა დაფრინავენ ბიჭები პოგბამ ყვითელი რაში აიღო იმიტომ რომ არ შეარჩინა არაფერი სოტონს და ეგრეც უნდა იყოს უნდა იცოდნენ სად მოენძრევიან სათამაშოდ და აქ სისხლი დაიღვრება უნდა ეშინდოდეთ ოლდ ტრაფორდის და დარწმუნებული ვარ შემდეგ სეზონში პლს დადებს ოლეგა :)
1
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 მარტი 2019 16:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
მაგაროოოო :)) მანჩესტერმა რომ გაიტანოს პირველი ბურთი მართლა დიდი აურზაური ატყდება ფულიანების რიგებში.

ცივი გონებით რო დავფიქრდი ბაზარი არაა უპირატესობა აქვთ მაგრამ თუ გინდა 1:0 წაგეგო მაინც მოსაგებად უნდა გასულიყავი.მთავარი ამ თამაშის მოგება და ეს მოგება იყოს 2 ბურთიანი.პსჯ-სთან 4:0 ს შემოტრიალებაც რომ შეიძლება ეგეც ვნახეთ ასე რომ რომ არა პოგბას სისულელე იმენა ფავორიტები ჩვენ უფრო ვიქნებოდით პარიზში ვიდრე ბაყაყიჭამიები.ვერატი არ ყავდეთ და ჩემი ფეხების გუნდია ვაფშე პსჟ.აი ეგ კაცი მანახა ერთი წითელი მაისურით აუ რას დაგვხატავდა რა.ჩელსს ყავს კანტე,რეალს მოდრიჩი, ბარსას რაკიტიჩი.ყველა ტანმორჩილი და ჭკვიანი.ესეთი ჩვენთან ტანით ერერაა მაგრამ ტვინით რა ვთქვა.ცენტრში ტვინი გვაკლია.მიუხედავად პოგბასა და მატიჩის მაღალი კლასისა, აი საფეხბურთო ინტელექტი ხედვა მოედნის, ტემპის გრძნობა ამ ტემპის მართვა, ბურთის დაჭერა, აი ესენი რომ შეუძლია ასეთი არავინ გვყავს და ეს ძაან ცუდია
0
№7
ავტორი: giorgi_mg
4 მარტი 2019 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პოლი, შოუ, ლინდელოფი, რეშფორდი, მარსიალი, ლინგარი, დალო და ლუკაკუ აი ამათ დამატებული 2 კარგი ახალგაზრდა და რამოდენიმე წელიწადში უნდა დადონ დიდი შედეგები, იმედია ასეც ფიქრობენ, სანჩო, ერთი ნახევარმცველი და ეგ არის. ნუ თუ ფრედიც მოიხოდა გაასწორებს.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2019 00:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი ფეხბურთელია დალო, შესანიშნავად დაიწყო.
0
№9
ავტორი: kobinio
5 მარტი 2019 18:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
მაგაროოოო :)) მანჩესტერმა რომ გაიტანოს პირველი ბურთი მართლა დიდი აურზაური ატყდება ფულიანების რიგებში.

ცივი გონებით რო დავფიქრდი ბაზარი არაა უპირატესობა აქვთ მაგრამ თუ გინდა 1:0 წაგეგო მაინც მოსაგებად უნდა გასულიყავი.მთავარი ამ თამაშის მოგება და ეს მოგება იყოს 2 ბურთიანი.პსჯ-სთან 4:0 ს შემოტრიალებაც რომ შეიძლება ეგეც ვნახეთ ასე რომ რომ არა პოგბას სისულელე იმენა ფავორიტები ჩვენ უფრო ვიქნებოდით პარიზში ვიდრე ბაყაყიჭამიები.ვერატი არ ყავდეთ და ჩემი ფეხების გუნდია ვაფშე პსჟ.აი ეგ კაცი მანახა ერთი წითელი მაისურით აუ რას დაგვხატავდა რა.ჩელსს ყავს კანტე,რეალს მოდრიჩი, ბარსას რაკიტიჩი.ყველა ტანმორჩილი და ჭკვიანი.ესეთი ჩვენთან ტანით ერერაა მაგრამ ტვინით რა ვთქვა.ცენტრში ტვინი გვაკლია.მიუხედავად პოგბასა და მატიჩის მაღალი კლასისა, აი საფეხბურთო ინტელექტი ხედვა მოედნის, ტემპის გრძნობა ამ ტემპის მართვა, ბურთის დაჭერა, აი ესენი რომ შეუძლია ასეთი არავინ გვყავს და ეს ძაან ცუდია

ჩალიჩობენ და შილება დაითრიონ ვინემე წესიერი
0
№10
ავტორი: stepno
6 მარტი 2019 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
midii midii miaweqii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top