თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2019, 23:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 8
"ინტერი" მზად არის
'მილანელებს" ბელგიელი ფეხბურთელი სურთ.
ბოლოდროინდელი პრესის ფურცლების ხშირი და აქტიური სტუმარი, "წითელი ეშმაკების" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გახლავთ. ზოგიერთი სპირტული გამოცემა მას ტურინის "იუვენტუსში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს, ხოლო ზოგნი, ასევე იტალიური "ინტერისკენ" გზავნის.

Mirror-ი მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ნერაძურის" ინტერესები რომელუს მიმართ მართლაც, რომ დიდია. იტალიელები მზად არიან მის სანაცვლოდ "წითელ ეშმაკებს" მაურო იკარდი შესთავაზონ.

თავის მხრივ იკარდის, ლუჩიანო სპალეტის გუნდთან ურთიერთობა დაეძაბა. ფეხბურთელმა არათუ გუნდის კაპიტნის სამკლაური, არამედ ძირითად შემადგენლობაში ადგილიც კი დაკარგა.

ლუკაკუმ, "იუნაიტედის" ბოლო ორ შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო, გარდა ამისა, ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება, ამ ყველაფრის ფონზე, სურს თუ არა ოლე გუნარ სოლსკიაერს მისი იკარდიში გაცვლა, ამ კითხვაზე პასუხს გულშემატკივარი ზაფხულში გაიგებს.


გსურთ თუ არა ლუკაკუს იკარდიში გაცვლა?

დიახ
არა

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2019 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
რომელუ იყოს და იკარდიც მოვიყვანოთ მაგრად მევასება ეგ ცენზურაი:))
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 მარტი 2019 00:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე პირადად არ მინდა ლუკაკუს წასვლა
1
№3
ავტორი: stepno
4 მარტი 2019 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იკარდი მაგრად მევასება მაგრამ ესეც მენანება wink
1
№4
ავტორი: LASHQARA
4 მარტი 2019 02:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ლუკაკუს არ გავცვლიდი იკარდიში, მშვენიერ შედეგს დებს გუნდი ლუკაკუსთან ერთად, თან ბელგიის ნაკრების ძირითადის კაცია, რაც მაგარ გამოცდილებას მატებს და იკარდი რას იზავს არავინ იცის winked am
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
4 მარტი 2019 06:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეგ კითქვა იგივეა ბაუნტი გირჩევნია თუ სნიკერსიო :D :D მე პირადათ მაგარი მევასება რომელუ ლუკაკუ ჩვენი მხეციააა ეგ ნახეთ პარიზთან თუ არ გამოიჩინოს თავი იკარდიც მაგარია მარა არჩევნის წინაშე რო დავდგე ლუკაკუ
0
№6
ავტორი: shotkin
4 მარტი 2019 09:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ლუკაკუ მირჩევნია უბრალოდ თუ გამოასწორა ის რაშიც სუსტია უძლიერესი თავდამსხმელი იქნება, და ოლეს იმედიმაქ რო დახვეწავს და ამიტომ მენანება ჯერ გასაყიდად ცოტა, არც გაყიდიან დარწმუნებული ვარ წელს
0
№7
ავტორი: Yuruyveti
4 მარტი 2019 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
იკარდიმ ცოლს ვერ დაულაგა და მანჩესტერს რა უნდა დაულაგოს? მოშორდეს მანდედან
0
№8
ავტორი: Methadon
4 მარტი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ლუკაკუს გაშვება არ შეიძლება. თავიდანვე რომ შემტევი ფერხბურთი გვეთამაშა ახლა 20 გოლი ექნებოდა გატანილი. ნუ ახლა არსენალთან ერთი დუბლი მოაყოლოს კიდე და მერე ბომბარდირობაზეც გაიწევს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top