თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2019, 12:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 6
რა შეგძნებაა გოლის გატანა "სტრეტფორდ ენდზე"?
ანდრეას პერეირა მატჩის შემდგომ.
რა შეგძნებაა გოლის გატანა
გუშინდელი მატჩი ანდრეას პერეირასთვის ბედნიერი აღმოჩნდა. ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

გარდა გოლისა, 23 წლის ფეხბურთელმა ლუკაკუს გოლშიც მიიღო მონაწილეობა და ოლე გუნარისგან შექებაც დაიმსახურა.

"ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პირველი გოლი პრემიერ ლიგაში, თანაც რთულ მატჩში, ასე რომ ბედნიერი ვარ."

"ბევრი მშვენიერი გოლი გავიდა, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული დღე იყო იყო მეკარეებისთვის."

"როდესაც ბურთი მივიღე, დავინახე, რომ ლუკ შოუ მარცხნივ ჩამოდიოდა და ვაპირებდი, რომ პასი გამეკეთებინა, მაგრამ ისე ლამაზად იყო ჩემს ფეხთან, რომ უბრალოდ გადავწყვიტე დამერტყა და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე. გუშინ ლისთან ერთად ვივარჯიშე და ამ ვარჯიშმა ძალიან დიდი თავდაჯერება შემმატა. ზუსტად ისეთი გოლი გავიტანე, როგორც გუშინ ვარჯიშზე. დღეს ვგრძნობდი, რომ შემეძლო და გავაკეთე კიდეც."

"საოცარი შეგრძნებაა ასეთი გოლის გატანა "სტრეტფორდ ენდზე". ძალიან ბევრი ემოცია სდევს თან და ძალიან ბედნიერი ვარ! ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა."

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. საოცარი შემართება და სულისკვეთება გამოვიჩინეთ და ვიმედოვნებ, რომ იგივეს ოთხშაბათსაც გამოვავლენთ."

"ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა, რადგან ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთს კარგად ვცინობთ. პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი და მარკუს რეშფორდი, შემდგომ უკვე სკოტ მაკტომინეიც და ჩონგიც. ყველა ერთად გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში. ასე რომ ეს ძალიან დიდი ოჯახია. ზუსტად ვიცი, რომ არცერთი ჩვენგანისთვის არ სრულდება თამაში მანამ სანამ მსაჯი სასტვენს არ ჩაბერავს. ჩვენ ბოლო წუთამდე ვთამაშობთ და ერთმანეთით ვთამაშობთ, სწორედ ეს გვხდის ძალიან ძლიერს."

"მე აქ ერთადერთი მიზანი მაქვს - დავეხმარო ჩემს გუნდს და იმედია, რომ ამას შევძლებ. მწრთვნელს ჩემი სჯერა და ამის მადლიერი ვარ. უბრალოდ, მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო."

"ოთხეულს დავუბრუნდით და იმედია, რომ ამ სვლას შევინარჩუნებთ და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შევძლებთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
3 მარტი 2019 13:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მესამეზე მალე გვეხილოს ჩვენი გუნდი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2019 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მეორე ტაიმში მართლა კარგად ითამაშა, გოლის გარდა საგოლე პასიც გააკეთა და რამდენიმე ეპიზოდში დაეხმარა რაშფორდს და ლუკაკუს, ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. უფრო შემტევი ტიპის ფეხბურთელია და სიღრმიდან ამიტომაც უჭირს ხოლმე, შეიძლება ძირითადის ვერაა მარა შეუძლია უფრო კარგად თამაში.
0
№3
ავტორი: stepno
3 მარტი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია ეს გოლი გამოაცოცხლებს
0
№4
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2019 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
მიდი ანდრეას შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში❤️
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
3 მარტი 2019 22:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: SANDROGRIGA
მეორე ტაიმში მართლა კარგად ითამაშა, გოლის გარდა საგოლე პასიც გააკეთა და რამდენიმე ეპიზოდში დაეხმარა რაშფორდს და ლუკაკუს, ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. უფრო შემტევი ტიპის ფეხბურთელია და სიღრმიდან ამიტომაც უჭირს ხოლმე, შეიძლება ძირითადის ვერაა მარა შეუძლია უფრო კარგად თამაში.

არადა მარჯვენა ვინგერი თავიდან.მერე გრანადაშიც ამ პოზიციაზწ თამაშობდა.ვალენსიაში არ მახსოვს.ახლა საყრდენზე გადმოსვეს და ტიპი არაა ამ პოზიციის.შემტევია სულით და გულით.მე ძალიან ვაფასებ ისეთ ფეხბურთელებს რომლებიც პოზოციის გამო არ წუწუნებენ და ტირიან.ეს არის ჯანსაღი მიდგომა.სადაც ხარ საჭირო იქ უნდა ითამაშო
1
№6
ავტორი: JuanMata
4 მარტი 2019 14:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi

არადა მარჯვენა ვინგერი თავიდან.მერე გრანადაშიც ამ პოზიციაზწ თამაშობდა.ვალენსიაში არ მახსოვს.ახლა საყრდენზე გადმოსვეს და ტიპი არაა ამ პოზიციის.შემტევია სულით და გულით.მე ძალიან ვაფასებ ისეთ ფეხბურთელებს რომლებიც პოზოციის გამო არ წუწუნებენ და ტირიან.ეს არის ჯანსაღი მიდგომა.სადაც ხარ საჭირო იქ უნდა ითამაშო


ვალენსიაშიც მარჯვენა ვინგერი იყო, იშვიათად 10-იანსაც თამაშობდა.
ცოტა ცუდად წაუვიდა კარიერა და იჯარებიც, ჩემი აზრით არასწორ გუნდებში უშვებდნენ, მერე ვან გაალმა დაიტოვა, მაგრამ 1 წუთი სათამაშო დრო არ მიუცია. ძალიან კარგ პასებს აკეთებს და დარტყმა მგონი საუკეთესო აქვს ჩვენს გუნდში. პრობლემა ისაა, რომ შეტევაში ადგილი არაა, საყრდენ ზონაში გვიჭირს ყველაზე მეტად და იქ ტენის ყველა მწვრთნელი.

მაგრამ ამ თამაშის მერე ოლემ თქვა, მისთვის საუკეთესო პოზიცია 8-იანი და 10-იანიაო. ალბათ ლიგარდის პოზიციაზე შეიძლება ცდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top