თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2019, 16:42
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1333,
კომენტარები: 8
ვალენსია: "ახლა მხოლოდ დაბრუნებაზე ვფიქრობ"
ეკვადორელმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.
ვალენსია:
"მანჩესტერ იუნაიტედის" 33 წლის კაპიტანი, ანტონიო ვალენსიას განცხადებით, იგი ახლა მხოლოდ დაბრუნებაზეა ფოკუსირებული.

მანჩესტერელთა კაპიტანმა სოციალური ქსელის საშუალებით მცირე განცხადება გააკეთა: ლაგო-აგრიო ეკვადორის მოკრძალებული ქალაქია. როცა ბავშვი ვიყავი, არასდროს წარმომედგინა, რომ ევროპაში ვიმოგზაურებდი. მადლობა ღმერთს, 10 წელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გავატარე. ახლა მხოლოდ დაბრუნებაზე ვფიქრობ, შემიძლია ამ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშო".

ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ვალენსიამ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "საუთჰემპტონთან" შეხვედრის წინ ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, იგი დარწმუნებული არ არის, რომ "იუნაიტედის" კაპიტანი გუნდში დარჩება. დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ანტონიო ვალენსია მანჩესტერულ კლუბს დატოვებს.

"ამ მომენტისთვის, არ ვარ დარწმუნებული, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ანტონიო ვალენსია მომავალ წელზე შეთანხმდებიან. მას ჯერ კიდევ აწუხებს ტრავმა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის. "მანჩესტერ იუნაიტედში" ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. გასახდელში ის იმ იშვიათი ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც პრემიერ ლიგა მოიგეს." - განაცხადა სოლსკიაერმა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
2 მარტი 2019 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამ კაცს ბევრი აქ გუნდისთვის გაკეთებული და ვალენსიას ბევრი კარგი ჩარბენა მახსოვს ფლანგიდან, რომ მეგონა დაბერდა თქო 2 წლის უკან, მშვენივრად ეჭირა მარჯვენა ფლანგი,იმას არ ვიძახი რომ მაღალი ტექნიკით გამოირჩევა მაგრამ საკმაოდ მშრომელი და სტაბილური ფეხბურთელია, თან ფიზიკურად ძლიერი. love am
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც არ უნდა იყოს ანტონიოს ბევრი აქვს გუნდისთვის გაკეთებული, მადლობა ამისთვის.
0
№3
ავტორი: shotkin
2 მარტი 2019 17:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგარი კაცია ვალე არაა რთული პოზიცია შეიცვალო და იქაც მაგრი იყო ისევე როგორც მანამდე, ადრე მახსოვს ბევრი დაცინოდა ამ კაცს მარა თავისი სრომით და მონდომებით გააჩუმა ყველა
0
№4
ავტორი: LASHQARA
2 მარტი 2019 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
Christian Eriksen ეს კაცი გვინდა რა love
0
№5
ავტორი: ROI
2 მარტი 2019 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Dges romel arxze vart icis vinmeeem?
0
№6
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2019 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია მალე დაბრუნდები ვალე love
0
№7
ავტორი: tedore
2 მარტი 2019 18:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მადლობა ვალე ყველაფრისთვის, მანჩესტერის თამაში სილქ უნივერსალზეა როგორც ვიცი
0
№8
ავტორი: giorgi_mg
2 მარტი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ყველაფერს აქვს დასასრული, ამის დროც მიილია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top