თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 22:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 9
"იუნაიტედმა" ვალენსიას შემცვლელს მიაგნო
"წითელ ეშმაკებს" ტურინული გრანდის ფეხბურთელი სურთ.
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკვადორელი მარჯვენა მცველი, ანტონიო ვალენსია დატოვებს. ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დიდი ხანია ადგილი დაკარგა.

ინგლისელთა ბანაკში, ვალენსიას შემცვლელი სახელდება, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში მანჩესტერელთა ერთ ერთიი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

ოლე გუნარ სოლსკიაერს ტურინის "იუვენტუსში" მოთამაშე პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელო სურს. იუწყება Tuttosport-ი.

24 წლის პორტუგალიელის კონტრაქტი ტურინელებთან 2023 წლამდეა გათვლილი. კანსელოს მონაგარი მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 16 თამაშიდან 1 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას შეადგენს.
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
1 მარტი 2019 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1575
მემგონი ჯობია დალომ ნელ-ნელა იანგი ჩაანაცვლოს, ვინგერად ეგ არ უყიდიათ და თუ ამყარებენ მასზე იმედებს ჯობია თავის დამკვიდრების შანსი მისცენ, გამოცდილებასთან ერთად მოდის ყველაფერი და ამისათვის მეტი სათამაშო დროა საჭირო, რაც სულშერის ხელში არამგონია პორტუგალიელს მოაკლდეს თუ შანსებს გამოიყენებს. ფიზიკურად ძლიერია, საკმაოდ სწრაფია, მაღალია, ჩაწოდებებიც დახვეწა შეძლებისდაგვარად და იმედია განაგრძობს ზრდას
1
№2
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Bevri araferi
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
2 მარტი 2019 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ამის ყიდვას დიდი სიხარული მოჰყვესო ვერ იტყვი მარა ცუდი არაა ჯობია სტარიკ ვალენსია ლიგაზე გამოცდილები გვჭირდება აშკარად რაგაც გვალკია მაგ ტურნირზე თუ გვინდა ბრძოლით გავიდეთ ლიგის ფონზე მაშინ ვიყიდოთ მცველებში ტეტე ლიონიდან ნახევარდაცვაში თუ დავიმატეთ რაკიტიჩი მაგარი იქნება და შეტევაში მანჯუს წამოვიყვანდი სტარიკია მარა ჯერ კიდე გაამწარებს ბევრს ერთი 3 წელი ფონზე გავალთ ლიგაზე
0
№4
ავტორი: LASHQARA
2 მარტი 2019 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
არა ეს ის არაა რაც ჩვენ გუნდს შეეფერება, თუ გვინდა რომ ლიგაზე თავი კარგათ წარმოვაჩინოთ, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებს უნდა მიაწვნენ ჩვენი სკაუტები და ვუდვორდები... love am
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
2 მარტი 2019 13:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
აი ჭორი მგონია.ვერ ვხვდები თუ ჭორი არაა მაშინ ასეთი სისულელეები როგორ უნდა აკეთოს გუნდმა.რისთვის იყიდეს დალო ან ამ აკადემიიდან ყველა თავდამსხმელი უნდა ამოვიყვანოთ მარტო არიან იქ ხალხო
0
№6
ავტორი: The Special One
2 მარტი 2019 15:07
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დალომ რაც ითამაშა ძაან კაი ბიჭია,ერთფეროვანი აზროვნება არ აქვს ვალენსიასავით,სწრაფიცაა დრიბლინგიც აქ და ჩაწოდებებიც კარგი აქვს.უნდა მიეცეს შანსი და ეჭვი არ მეპარება რომ დაამტკიცებს რომ ძირითადს იმსახურებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
დალოს უნდა მიეცეს შანსი ჩემი აზრით
0
№8
ავტორი: stepno
3 მარტი 2019 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დალო მაგარი გვყავს love
0
№9
ავტორი: Shota Blues
5 მარტი 2019 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: Dato kutaisi
აი ჭორი მგონია.ვერ ვხვდები თუ ჭორი არაა მაშინ ასეთი სისულელეები როგორ უნდა აკეთოს გუნდმა.რისთვის იყიდეს დალო ან ამ აკადემიიდან ყველა თავდამსხმელი უნდა ამოვიყვანოთ მარტო არიან იქ ხალხო

ჰო მართლა დიდი სისულელეა, იმედია ჭორია! დალო ძალიან მაგარია... მე ყოველთვის მომხრე ვიყავი რო ახალი სახეები აკადემიაში ეძიონ, მეტი ადგილობრივი და მეტი ყურადღება ჩვენივე ინკუბატორზე შეჩერდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top