თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 20:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1549,
კომენტარები: 7
"რაღაც დიდებულისა და კარგის შენება დავიწყეთ"
ანდერ ერერა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ანდერ ერერა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა ესპანელს სჯერა, რომ ამ ჯილდოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი იმსახურებდა.

ნახევარმცველმა, რომელმაც "ლივერპულთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, ხმათა 40% მოაგროვა და პოლ პოგბასა (35%) და ვიქტორ ლინდელოფს (25%) აჯობა.

ანდერმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და თანაგუნდელებს ქება-დიდება არ დააკლო.

"ვიღაცამ უნდა მოიგოს ეს ჯილდო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი შესანიშნავად თამაშობს."

"ძალიან სოლიდურები ვართ, ყველა მატჩი ძალიან დახვეწილია და ბოლო წუთებამდე სასურველი შედეგისთვის ვიბრძვით, ასე რომ მართლა ბედნიერები ვართ ჩვენი დღევანდელი ფორმით."

"მე ჯილდო მოვიგე და ამით ამაყი და ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს გუნდური თამაშია და მანამ სანამ ერთად ვიბრძოლებთ მე ბედნიერი ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ მოიგებს ამ ჯილდოს."

"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი გულშემატკივრები და შენი ხალხი გაღიარებენ. სწორედ ამისთვის ვმუშაობ, არა მხოლოდ ტიტულის მოგებისთვის, არამედ ჩვენი გულშემატკივრების გახარებისთვის."

"მე ძალიან, ძალიან ბევრს ვიმუშავებ და ჩემს თავს ვაიძულებ, რომ ყველაფერი გავაკეთო კლუბის დასახმარებლად. ამ მომენტისთვის ტრავმირებული ვარ, მაგრამ ვეცდები, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ამასთანავე გაცილებით უკეთ ვარ ვიდრე გასულ კვირას. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები, განვაგრძობთ მუშაობას და კლუბს დავეხმარები."

"ვფიქრობ, რომ თებერვალმა ბევრი რამ დაგვანახა. ერთ-ერთი კი ის არის, თუ როგორ გავუმჯობესდით დაცვის მხრივ - აღარ ვუშვებთ იმდენ გოლს, როგორც აქამდე."

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ დავიდ დე ხეა და სერზიო რომერო ძალიან ბედნიერები არიან. ახლა კარგ მომენტში ვართ. შემდეგი გაჩერება "საუთჰემპტონია" და შემდგომ პსჟ გველის. მოდით თამაშ-თამაშ მივყვეთ და ვნახოთ რა გველის წინ, მოდით, ვეცადოთ, რომ ოთხეულში დავბრუნდეთ."

"ყველა ფეხბურთელი გრძნობს, რომ მნიშვნელოვანია და ასეც არის. გადახედეთ "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩს. ჩვენ ამ მომენტისთვის ხუთი თუ ექვსი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა. ვფიქრობ, რომ რაღაც ძალიან კარგისა და დიდის შენებას მივყავით ხელი და ყველა ძალიან მნიშვნელოვნად გრძნობს თავს."

"მოუთმენლად ველით შემდეგ მატჩებს."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
1 მარტი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სწორი ხაზგასმა ანდერასგან ნამდვილად გუნდი შენებას არ წყვეტს და ფეხდაფეხ მიჰყვებიან ყველაფერს თამაშებში დაძაბულობაც აღარ ჩანს მართლაც ამარტივებენ ყველაფერს და იგებენ ადვილათ რო დაფიქრდე მარტივი არაა და ამარტივებენ ყველაფერს რაც ნამდვილ იუნაიტედს შეეფერება ნამდვილათ 3წლიანის ღირსია კონტრაკტი რო დაუდონ ოლეს და აცადონ 3 წელი თუ დარჩებიან უკმაყოფილო აგერც ნახავენ წინნ გმუუუუუ შემდეგი საუტგემპტონია ჩვენს კედლებში და ველი მორიგ გამარჯვებას და მერე პარიზთან რაც დაგვჩენია ოლეს იმედათ ვრჩები მე პირადათ ღმერთი ჩვენსკენ წინნნ ემიუუუუ
0
№2
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Rogor miyvars chveni baski dzma ❤️
0
№3
ავტორი: tupaca
1 მარტი 2019 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
კაცი სული და გული, როი კინის აჩრდილი :)) მაგარი კაცია
0
№4
ავტორი: The Special One
2 მარტი 2019 15:08
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დონე კაცი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიმსახურა ანდერმა ჯილდო
0
№6
ავტორი: psixi13
3 მარტი 2019 05:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
მაგარი კაცი ყოველ ტამაშში ბოლომდე იხარჯება და მებრძოლია.ესე გულით რომ ითამაშოს ყველამ გადაურბენთ ყველა გუნდს.
0
№7
ავტორი: stepno
3 მარტი 2019 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მოუმატა თამაშს ანდერმა არ ველოდი მაინც ესეთი მნისვნელოვანი ფიგურა თუ გახდებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top