თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 19:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1469,
კომენტარები: 7
ერთი ჯილდო, სამი ნომინანტი
კლუბმა ნომინაციაზე სამი ფეხბურთელი წარადგინა.
ერთი ჯილდო, სამი ნომინანტი
რთული პერიოდის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედმა" შიდა ჩემპიონატსა და ევროპაში ითამაშა, თვის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევის დრო დადგა.

თებერვლის თვის ნომინაციაზე წარდგენილები არიან: ვიქტორ ლინდელოფი, პოლ პოგბა და ანდერ ერერა.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე

უფრო მეტი დეტალისთვის, თუ რატომ უნდა მისცეთ ხმა ამა თუ იმ კანდიდატს, გაეცანით ფეხბურთელთა მონაცემებს.

ვიქტორ ლინდელოფი

იანვარში ამავე ნომინაციაზე წარდგენის შემდეგ შვედი კიდევ ერთხელ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ 5 მატჩში იგი სამჯერ დაეხმარა გუნდს კარის "მშრალად" შენახვაში. ვიქტორმა თავი გაართვა კონტრშეტევაში მუდმივმოქმედ "ლესტერ სიტის" და უფლება არ მისცა ენერგიულ ჯეიმი ვარდის, გოლი გაეტანა "იუნაიტედში" კარში, რის ხარჯზეც გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ოთხეულისთვის ბრძოლაში.

უფრო რთული ტესტი გუნდს წინ ელოდა და მცველმა თავისი უნარები ამჯერად ინგლისის თასის მეექვსე რაუნდში გამოავლინა, როცა "იუნაიტედს" "ჩელსისთან" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - კლუბის პირველი მოგება "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

შესანიშნავი თამაშის ჩვენება ლინდელოფს არც "ლივერპულთან" დაუყოვნებია, როცა ჩვენმა მე-2 ნომერმა რამდენიმეჯერ ჩაჭრა მეტოქის რთული შეტევა და მეტოქის სწრაფი შეტევები ჩაახშო საჰაერო ორთაბრძოლების მოგების შედეგად. მისმა თამაშმა დიდი წვლილი შეიტანა ნოემბრის შემდეგ პირველი "მშრალი" საშინაო მატჩის ჩატარებაში.

ერთი ჯილდო, სამი ნომინანტი


პოლ პოგბა


დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებისა და იანვარში ნომინაციაზე წარდგენის შემდეგ პოგბამ ნახევარდაცვაში დიდებული თამაშის ჩვენება განაგრძო და გაიტანა სამი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა თებერვალში ჩატარებულ 6 მატჩში.

პოლმა "ქინგ პაუერ სტედიუმზე" მარკუს რეშფორდისთვის გაკეთებული შესანიშნავი საგოლე გადაცემით დაიწყო, რამაც ისეთივე ეფექტური შედეგი მოიტანა, როგორც "ტოტენჰემთან" შეხვედრაში.

ამ საგოლე გადაცემას ერთი კვირის შემდეგ პოგბამ "კრეივენ კოტეჯზე" გატანილი გოლი მოაყოლა. პოგბამ ანგარიში კუთხიდან ბრწყინვალე დარტყმულით გახსნა და მატჩს ინტრიგა დამაჯერებლად გამოყენებული პენალტით დაუკარგა ხუთი წლის განმავლობაში თემზაზე ჩვენი პირველი ვიზიტის განმავლობაში.

ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის შეხვედრაში, "ჩელსის" წინააღმდეგ, პოგბა ჩვენი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. მან ჯერ ერერას გაუკეთა საგოლე გადაცემა, შემდეგ კი რეშფორდის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული გოლად აქცია და "წითლებს" მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა.

ნახევარმცველმა თვე "კრისტალ პალასთან" გაკეთებული საგოლე გადაცემით დაასრულა, როცა "იუნაიტედმა" ლონდონში მორიგი მატჩი მოიგო.

ერთი ჯილდო, სამი ნომინანტი


ანდერ ერერა

თებერვალი არაჩვეულებრივი თვე გამოდგა ესპანელისთვის, როცა უფრო მეტი შემტევი როლი მიენიჭია ნახევარდაცვაში და შედეგებმა არ დააყოვნა.

ამის საუკეთესო მაგალითი "ჩელსისთან" შეხვედრა იყო, სადაც ანდერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - არა მარტო თავური გოლის გამო, არამედ მის მიერ დაბლოკილი დარტყმების გამოც.

თებერვლის თვის წარმატება ერერასთვის მოულოდენლად შეწყდა, როცა "ლივერპულთან" შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდზე" მიღებული ტრავმის გამო მოედანი იძულებით დატოვა.

შედეგად, ანდერი შემადგენლობაში არ იყო, როცა მისმა გუნდმა "კრისტალ პალასს" 3-1 სძლია.

ერთი ჯილდო, სამი ნომინანტი
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
1 მარტი 2019 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ლინდელოფს ჩემი ხმა, ძაან პროგრესირებს და ამაზე 2 თვე ზედიზედ ნომინანტობაც მეტყველებს
2
№2
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Modi iyos lindela Dzalian moumata dzalian❤️
0
№3
ავტორი: giorgi_mg
1 მარტი 2019 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
50/50 პოლი და ლინდელა, მაგრამ ამ ჯერად მცველს მივცემ ხმას
0
№4
ავტორი: kobinio
2 მარტი 2019 00:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლინდელ manunited
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამივე კარგი იყო თებერვალში
0
№6
ავტორი: mishiko1
2 მარტი 2019 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
სამივე კარგი იყო, მაგრამ პოგბას გამოვარჩევდი როცა თამაში მისდის შეუჩერებელია გოლებიც გააქვს და საგოლე პასებსაც არიგებს.
0
№7
ავტორი: stepno
3 მარტი 2019 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლინელოფმაა ისე მოუმატაა მართლაა ვერ დავიჯერებდი რო არ უყურებდე ჩემი თვალით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top