ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დუეტის, პოლ პოგბასა და მარკუს რეშფორდის თამაშის გასაუმჯობესებლად მან ფეხბურთელებს ვარჯიშზე პირობები შეუცვალა.
რეშფორდი "იუნაიტედში" რიგებში კარგად ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებამდეც თამაშობდა, მაგრამ სოლსკიაერმა 21 წლის ფეხბურთელი გარდასახა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 10 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა, რის შედეგადაც პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა იანვარში.
პოგბამ კი მოურინიოს ბოლო 6 მატჩიდან 2 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და მიმდინარე სეზონის პირველ 4 თვეში არასათანადოდ გამოიყურებოდა, რასაც პორტუგალიელთან უთანხმოება დაემატა, მაგრამ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მან კარიერის საუკეთესო ფეხბურთის თამაში დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონმა 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა და თებერვალშიც თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც წარადგინეს.
როცა სოლსკიაერს ჰკითხეს, თუ რა საიდუმლო იმალებოდა რეშფორდისა და პოგბას კარგი თამაშის მიღმა, მან უპასუხა: "ჩემი საქმეა ვარჯიშებზე ისეთი გარემოს შექმნა, რაც სურთ, რაც სიამოვნებთ და რაც საკუთარი ნიჭის წარმოჩენაში დაემხარება. რადგანაც ისინი "იუნაიტედის" ფეხბურთელები არიან, ესე იგი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან. ამიტომაც შეიძინა ისინი "იუნაიტედმა".
მე უბრალოდ ვესაუბრე მათ, დავრწმუნდი, რომ თამაშისგან სიამოვნებას იღებდნენ, რადგან როცა "იუნაიტედიდან" წახვალ, უკან რომ მოიხედავ, უნდა თქვა, "შესანიშნავი დრო გავატარე".