თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 19:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1352,
კომენტარები: 6
"ამ დროისთვის ისინი შეთანხმებას ვერ აღწევენ"
სოლსკიაერი ვალენსიას მომავალზე საუბრობს.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ანტონიო ვალენსიას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, "იუნაიტედი" და ეკვადორელი შეთანხმების მიღწევისგან შორს არიან.

ვალენსია "იუნაიტედის" კაპიტანია, თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ რვა მატჩის ჩატარება მოახერხა. სათადარიგოთა სკამზე მისი განთავსება მოურინიომ გადაწყვიტა, ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ კი ეკვადორელს ტრავმები სტანჯავს.

მის მიმდინარე კონტრაქტს სეზონის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა "იუნაიტედს" შეუძლია კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს. ეს შესაძლებლობა ხელმძღვანელობას მიმდინარე კვირის პარასკევის ჩათვლით აქვთ.

ვალენსიას მომავალზე ჟურნალისტებმა ოლეს კითხვები დაუსვეს, რაზეც ნორვეგიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ამ მომენტისთვის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ანტონიო ვალენსია მომავალ წელზე შეთანხმდებიან."

"მას ჯერ კიდევ აწუხებს ტრავმა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის. "მანჩესტერ იუნაიტედში" ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. გასახდელში ის იმ იშვიათი ფეხბურთელების რიგს განეკუთვნება, რომლებმაც პრემიერ ლიგა მოიგეს."

"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული მოხვდება თუ არა მოედანზე შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ის კაპიტანია და გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ასე რომ ვიმედოვნებ, მის შეყვანას მოედანზე შევძლებ და ექნება შანსი, რომ კლუბს დაანახოს, თუ რა შეუძლია."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
სამწუხაროდ ვალეს წასვლა როგორც ჩანს გადაწყვეტილი ამბავიაა ესაა დრო და ასაკი რას ვიზმათ
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
1 მარტი 2019 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ვალე ერთ დროს მაგარი მხეციი იყო ამის თამაში მარტო ბავარიასთან თავისი შევარდნებით როდიაა იმდენი მაგარი თამაშები აქ ჩატარებული აქ ბაბუს ხელში ლომი იყოოოოო ... თუ დატოვებენ 1წლით იგიც არააა პრობლემა და თუ გაუშვენ წარმატებები ვალეეეეეეეე წითელო
0
№3
ავტორი: gaga1987
1 მარტი 2019 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Madloba valensias magram es imdoneze vegarava rac adre iyo. Jobia wavides. Chemi piradi azria.
0
№4
ავტორი: glory28
1 მარტი 2019 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ადამიანი რომელიც მანჩესტერში გადმოსვლის შემდეგ აგენტი არ ყავს მენანება ამის გაშვება რაც არ უნდ აიყოს
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა დიდი ალბათობით
0
№6
ავტორი: stepno
3 მარტი 2019 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მადლობა კაპიტანო love მთელი გულით და სულით თამაშობდა ყველა თამაშს ვალეე უბრალოდ ასაკი და დრო თავისას შვრება smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top