თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 18:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1585,
კომენტარები: 2
"აღფრთოვანებული ვარ მისით"
ოლე გუნარი ლუკ შოუსა და მოწინააღმდეგე მხარის შესახებ.
"იუნაიტედის" დაცვა საოცარ ფორმაშია. სწორედ დაცვის ხაზისა და დავიდ დე ხეას წყალობით, "წითლებმა" პრემიერ ლიგის ბოლო ოთხი მატჩიდან სამში კარი მშრალად შეინახეს.

მცველებს შორის განსაკუთრებით ბრწყინავდა ლუკ შოუ, რომელიც ახლა თავისი ყოფილი გუნდის, "საუთჰემპტონის", დასახვედრად ემზადება. ინგლისელმა "კრისტალ პალასთან" კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, რითაც თავად ოლე გუნარიც აღფრთოვანებული დარჩა.

"დაცვაში თამაში გარდა ის შეტავაშიც შესანიშნავია. თუ შეატყობთ, როცა წინ წასვლას გადაწყვეტს და მეტოქის საჯარიმოსკენ მიიწევს, მისი შეჩერება არავის შეუძლია, რადგან ძალიან სწრაფია."

"სისწრაფესთან ერთად მას მოქნილობა და მოხერხებულობა აქვს. მომწონს მისი თავდაჯერებულობაც, რომელიც ბევრმა თამაშმა და ბევრმა კარგმა მატჩმა შემატა. აღფრთოვანებული ვარ მისი მატჩებით."

"რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, რალფის მოსვლის შემდეგ ძალიან კარგად თამაშობენ, მაგრამ მანამდე ცოტათი რთული თვეების გავლა მოუწიათ."

"ფულემთან" დიდებული გამარჯვება მოიპოვეს და როცა ასეთ თამაშს იგებ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად თავდაჯერებულიც ხდები და ჩვენ სწორედ ასეთ "საუთჰემპტონთან" მოგვიწევს შეხვედრა."

"ჩვენ სახლში გამარჯვება ძალიან გვჭირდება და სწორედ ასე უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვებების სერიას. მე ვერ გადავწყვეტ და ვერ ვიფიქრებ იმაზე, თუ რას იზამს "საუთჰემპტონი", მაგრამ მე შემიძლია ჩვენს თავზე კონცენტრირება და სწორედ ამას ვიზამ, ჩვენ გავუმჯობესდებით და აღდგენილი ძალებით ვუმასპინძლებთ სტუმრებს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძველი ლუკ შოუ ხდება დღითიდღე love
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი სეზონი აქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top