თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 18:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1343,
კომენტარები: 5
ოლე: "ვერავინ დაამარცხებს ჩვენს მეკარეებს"
მწვრთნელის მორიგი შექება კარის დარაჯებს.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეთა დეპარტამენტი მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესოა.

სოლსკიაერს, რომელმაც თავის მხრივ არაერთ მსოფლიო დონის მეკარესთან ერთად ითამაშა, სჯერა, რომ "წითლებმა" მეკარეთა შესანიშნავი ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

სანამ ყველაზე მეტი ოვაცია დავიდ დე ხეას ხვდება, ოლე მაღალფარდოვან დამოკიდებულებას ვერ მალავს სერხიო რომეროსა და ლი გრანტის მიმართ.

სოლსკიაერი აცნობიერებს, რომ დრო დასჭირდება ყველა პოზიციაზე მსოფლიო დონის ნიჭის დამკვიდრებას და მიაჩნია, რომ დე ხეას შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. 2011 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების დღიდან ესპანელს პრემიერ ლიგის ფიზიკურ ასპექტებთან შეგუებისთვის დრო დასჭირდა, მაგრამ მას შემდეგ იგი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა.

"დავიდი მოსვლის დღიდან შესანიშნავია. კლუბმა ნამდვილად აჩვენა, თუ რამდენად სურდა მისი შეძენა, როცა ერიკმა (სტილი, მეკარეთა მწვრთნელი იმ დროს) და მოხუცმა (სერ ალექსმა) ის აღმოაჩინეს.

ალბათ, იმ დროს მასზე უკეთესი მეკარეებიც არსებობდნენ, მაგრამ რწმენა, რომელიც მწვრთნელმა მისდამი გამოავლინა მიუხედავად ნაადრევი კრიტიკისა, უბრალოდ დივიდენდებს იძლევა დე ხეას თამაშის შემყურე.

ბოლო ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, არც კი ვიცი, რამდენჯერ, ამიტომაც მისი მადლიერები ვართ.

გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სერხიო და ლი, ასე რომ, შესანიშნავ მეკარეთა დეპარტამენტი გვაქვს. არა მგონია, არსებობდეს მსოფლიოში ერთი მწვრთნელი მაინც, ვინც ამ ასპექტში მჯობია".


არგენტინელის მიერ ჩატარებული "მშრალი" მატჩი "ჩელსის" ინგლისის თასის შეხვედრაში, 27-ე შეხვედრა იყო, რომელშიც სერხიო გოლი არ გაუშვა და გამომდინარე იქიდან, რომ მას სულ 43 მატჩი აქვს ჩატარებული "წითლების" რიგებში, 63%-ანი "მშრალი" მატჩების რაოდენობით იგი საუკეთესო შედეგის მქონეა "იუნაიტედის" ყველა მეკარეთა შორის, ვისაც მინიმუმ 5-ჯერ მოურგია კლუბის მაისური.

რაც შეეხება გრანტს, მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ ლიგის თასზე, ლი დე ხეასა და რომეროს სტანდარტების შენარჩუნებაში ეხმარებდა მეკარეთა ამჟამინდელი მწვრთნელის, ემილიო ალვარეზის დახმარებით.

დროებითმა მწვრთნელმა არაერთი რამ იცის დიდებული მეკარეების შესახებ და ვინაიდან მას პეტერ შმეიხელსა და ედვინ ვან დერ სართან ერთად უთამაშია, სთხოვეს, შეედარებინა "იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე კლუბის ახლო წარსულში მოთამაშე სახელოვან კიპერებთან.

"რთულია მათი შედარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მგონია, ედვინი ან პეტერი ოდესმე გამხდარიყვნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები.

დავიდს არაერთი ქულა გადაურჩენია ჩვენთვის ბოლო წლების განმავლობაში და მე ვიტყოდი, ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, მაგრამ იმის თქმაც შეიძლება, რომ თავის დროზე ასევე იყვნენ პეტერიც და ედვინიც.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ დავიდით და მისი პიროვნულობით. ძალიან თავმდაბალი, მაგრამ თავდაჯერებული ბიჭია."


იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა დე ხეა ბოლო კვირებში, რომ სოლსკიაერს იმედი აქვს, ესპანელს მალე გაუფორმებენ ახალ კონტრაქტს.

"რა თქმა უნდა, კლუბი და დავიდი დიალოგს მართავენ და იმედი მაქვს, მალე შეთანხმდებიან. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შეგვიძლია".


ოლე: "ვერავინ დაამარცხებს ჩვენს მეკარეებს"
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
არადა როგორი ცუდი პერიოდები გვქონა მეკარის მხრივ
0
№2
ავტორი: gela911
1 მარტი 2019 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
არ გეთანხმები მეგობარო მეკარე ჩვენ არასდროს გვიჭირდა თუ წარსულს გადავავლებთ თვალს ..
0
№3
ავტორი: tupaca
1 მარტი 2019 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: gela911
არ გეთანხმები მეგობარო მეკარე ჩვენ არასდროს გვიჭირდა თუ წარსულს გადავავლებთ თვალს ..

შმეიხელის მერე ედვინამდე 2000-2005 წლამდე მინიმუმ 2 ჩემპიონთა ლიგა რო ვერ მოვიგეთ ეგ ზუსტად მეკარეების ბრალია თორე ისეთი სასტავი გვყავდა ყველაფერს ბრდღვნიდნენ... ბარტეზის გამოსლევება რად ღირს მარტო რეალთან...
0
№4
ავტორი: glory28
1 მარტი 2019 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: ikeoni
არადა როგორი ცუდი პერიოდები გვქონა მეკარის მხრივ

ბარტეზი მახსოვს კატასტროფა იყო
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
2 უძლიერესი გოლკიპერი გვყავს, გრანტიც არაა ცუდი მეკარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top