თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 18:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1329,
კომენტარები: 3
"იუნაიტედი" ძალიან ახლოსაა
კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯმა და მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო კიპერმა დავიდ დე ხეამ, კლუბის კარების დაცვა შესაძლოა კიდევ მრავალი წლით განაგრძოს. მხარეები ახალი მოლაპარაკებების მაგიდას უკვე მიუსხდნენ.

"წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი გამოცემა - Daily Mail.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის ხელის მოწერის შემთხვევაში, დე ხეა გახდება კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და ის ხელფასის სახით, კოლოსალურ 440 - ათას ევროს მიიღებს ყოველკვირეულად. ყოველწლიურად აღნიშნული თანხა 23 მილიონის ოდენობისაა.

მხარეები მოლაპარაკებების დასრულებასთან ძალიან ახლოს არიან. როგორც ჩანს მეკარე, შეთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმას არ აპირებს.

აქამდე გაჟონა ინფორმაციამაც, რომ თითქოს დე ხეამ კვირაში 400 - ათას ევროზე თქვა უარი, როგორც ჩანს კლუბის ბოსებს მისი შენარჩუნება დიდი ხნით სურთ.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მოაწერე ხელი და დაგვასვენე რაა am
0
№2
ავტორი: dybbuk
1 მარტი 2019 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
აი რა გამოიწვია სანჩესის უაზრო კონტრაქტმა, ცოტა ხანში პოგბაც მოითხოვს ნახევარ ლიმონს კვირაში, მერე რეშფორდი და მიყვება ესე, ვუდვორდს რო მო..ნ ჭკუა
დეხეა უდაოდ იმსახურებს გაუმჯობესებულ კონტრაქტს და ერთადერთი ვისაც ეკუთვნის ეს ზუსტად დავიდია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა გაუხანგრძლივონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top