თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 18:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1286,
კომენტარები: 2
"ედვინი, პიტერი და დავიდი. ვინ არის საუკეთესო?"
ოლე გუნარის პასუხი პრესას და სიახლე დავიდის კონტრაქტზე.
ოლე გუნარ სოლსკიაერს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეები მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა რიგებში ირიცხებიან.

"დავიდი მოსვლის დღიდან ყველაფერს ფანტასტიკურად აკეთებდა. მაშინ, როცა სერ ალექსმა დე ხეა აღმოაჩინა, გუნდი დიდ კრიზისს განიცდიდა და ესპანელმა "იუნაიტედი" იხსნა."

"იმ მომენტისთვის ბევრი მეკარე არსებობდა, რომელიც დავიდზე მაღლა იდგა, მაგრამ სერ ალექსს სულ სჯეროდა მისი და მიუხედავად კრიტიკის ქარ-ცეცხლისა დავიდს ენდობოდა და დროს აძლევდა."

"ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა უკვე არც კი ვიცი მერამდენედ და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დე ხეა ჩვენს ღირსებას იცავს."

"მის გარდა სერხიო და ლი გვყავს, რაც იდეალურ მეკარეთა კლუბს ქმნის. ვფიქრობ, რომ ამ ასპექტში ვერცერთი მწრთვნელი ვერ შეძლებს ჩემ დამარცხებას."

"იუნაიტედის" გულშემატკივრები მუდმივად საუბრობენ დავიდის, პიტერისა და ედვინის შესახებ. მათ ირგვლივ ჟურნალისტებმა კითხვები ოლე გუნარსაც დაუსვეს:

"რთულია მათი შედარება, მაგრამ არ მახსოვს ედვინი ან პიტერი ოდესმე წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამხდარიყვნენ."

"დავიდმა გუნდს ძალიან ბევრი ქულა მოუტანა ბოლო წლების განმავლობაში და, ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. სწორედ ასე იყვნენ პიტერიცა და ედვინიც თავის დროზე."

"ჩემთვის დავიდი კარგ ფეხბურთელთან ერთად შესანიშნავი ადამიანიცაა. ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ძალიან თავმდაბალი, მაგრამ ამავდროულად თავდაჯერებულია. მას ყველაფერი აქვს."

"ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ მისი მომავლის ამბები და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კლუბი და დავიდი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ვიმედოვნებ, რომ რამეზე შეთანხმდებიან. ეს ყველაფერი ჩემზე არაა დამოკუდებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აუცილებლად უნდა დარჩეს რაა love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამი ეპოქალური მეკარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top