თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2019, 18:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1274,
კომენტარები: 3
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მწვრთნელმა ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ მარკუს რეშფორდმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და "საუთჰემპტონთან" მატჩში თამაშს შეძლებს.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი გაიტანა, ტრავმა "ლივერპულთან" შეხვედრაში მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ გუნდს უკვე ჰქონდა გამოყენებული სამივე ცვლილება, იძულებული იყო, თამაშში ბოლომდე დარჩენილიყო.

მიუხედავად ამისა, რეშფორდმა მოახერხა და "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო მატჩში, რის საფუძველზეც სოლსკიაერის მიაჩნია, რომ მარკუსმა ფორმა სრულად აღიდგინა.

"რეშფორდი ბოლომდე მზადაა. ალბათ, სასტარტოში დაიწყებს. არა მგონია, სხვა ბევრი ცვლილება განვახორციელო. დღეს ბოლო სავარჯიშო სესია იყო, მაგრამ არავითარი რისკის გაწევას არ ვაპირებთ, ამიტომ, ალბათ, მხოლოდ ენტონი თუ დაბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, ჯერ ადრე იყოს მისი დაბრუნება, ამიტომ სავარაუდოა, რომ შემადგენლობა ოთხშაბათთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩება.

შესაძლოა, მათი სამი მესამედი აკამედიის ბავშვები იყვნენ - შეიძლება უფრო მეტიც - ამ ვითარების დადებითი მხარეც სწორედ ეს არის."


"წითლებმა" საკლუბო რეკორდი დაამყარეს და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს გასვლაზე, ნორვეგიელს კი იმედი აქვს, რომ ამ წარმატებას საშინაო არენაზეც დააბრუნებს.

"ყველაფერი სახლში მოგებებზეა დამოკიდებული. "ლივერპულთან" ფრე ვითამაშეთ და შემდეგ იყო "ბარნლი", რომელთანაც ასევე ფრე დავასრულეთ, ამიტომ უბრალოდ უფრო მეტი ქულა უნდა ავიღოთ სახლში. ახლა ეს არის საყურადღებო".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2019 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რეშის დაბრუნებაც უკვე დიდი პლიუსია love
0
№2
ავტორი: stepno
2 მარტი 2019 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
lukaku reshi sanchezi saintereso ikneba
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2019 17:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია რო რაშფორდი მაინცაა მწყობრში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top