"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები მართლაც მოუთმენლად უნდა ელოდონ 26 მაისს, რადგან ამ დღეს 1999 წლის დაცვის ხაზის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
დაცვის ხაზს მიღმა კი დიდებული პიტერ შმეიხელი კუთვნილ ადგილს დაიკავებს და კიდევ ერთხელ ჩადგება "იუნაიტედის" კარში. მის წინ კი დიდებული სტემი, გარი ნევილი და ირვინი ითამაშებენ. გუნდის კაპიტანი ისევე როგორც 1999 წელს, 26 მაისსაც პიტერ შმეიხელი იქნება.
"მართლა მოუთმენლად ველი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას. მთელმა დაცვამ თანხმობა განაცხადა ამ მატჩზე და ეს ბრწყინვალეა. ძალიან გამიმართლა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ვბრუნდები."
"როდესაც რაღაც ასეთ არაორდინალურს აღწევ, აუცილებელია, რომ მუდმივად აღნიშნო და თანაც აღნიშნო ყველასთან ერთად. სწორედ ამ აღნიშვნებით, სწორედ ასეთი მატჩებით შთააგონებ მომავალ თაობას. რაც 1999 წელს გავაკეთეთ, არც შემდეგ და არც მანამდე არ მომხდარა."
"ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები ჩემს სტადიონზე, შევხვდები ჩემს გულშემატკივრებს, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ და, რა თქმა უნდა, ყველას ვნახავ. ეს დიდებული შეგრძნებაა,"-განაცხადა პიტერ შმეიხელმა.
გულშემატკივრებისთვის ეს დღე მართლაც განსაკუთრებული იქნება, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი ლეგენდა ბრუნდება და მათ შორის ბრუნდება დიდებული სერ ალექს ფერგიუსონიც. ყველა სხვა დანარჩენი ფეხბურთელის სახელი თანდათან გახდება ცნობილი.