თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2019, 17:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1617,
კომენტარები: 5
"პასუხი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკადრება"
რომელუ ლუკაკუ მატჩის შემდეგ.
რომელუ ლუკაკუს განცხადებით, "კრისტალ პალასთან" მოპოვებული სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო "წითლებისთვის". გუშინდელი გამარჯვების შემდეგ "იუნატედი" კვლავ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ოთხეულთან სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.

ლუკაკუმ მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა და ძალიან კარგად იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მეტოქის კარის დალაშქვრა:

"ასეთი მატჩები უნდა მოიგო. ძალიან აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩებს. ამ შემადგენლობით ბევრ მატჩს მოვიგებთ და ძალიან კარგადაც ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ, რომ როცა ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდებიან დაგვეხმარებიან და "იუნაიტედი" თავის ადგილს დაუბრუნდება და ცხრილში რაც შეიძლება მაღლა გადავინაცვლებთ."

"რაც შეეხება ჩემს პირველ გოლს, შევამჩნიე, რომ მარჯვენა მხარეს ცოტაოდენი სივრცე მქონდა და მე უბრალოდ ეს სივრცე გამოვიყენე. ვფიქრობ, კარგი გოლი გამოვიდა."

"მე ძალიან ბევრი მივარჯიშია ჩემს მარჯვენა და მარცხენა ფეხზე ბავშვობიდანვე ასე რომ მათი გამოყენების პრობლემა არ მაქვს. როდესაც ბურთი ჩემთან არის, არ ვფიქრობ იმაზე, რომელი ფეხი გამოვიყენო, უბრალოდ სიტუაციისთვის მოსახერხებლად ვიქცევი. ძალიან მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და ისიც მაბედნიერებს, რომ ორი გოლის გატანაც შევძელი."

"მე მოთმინებით ველოდი შანსს, როცა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე შევძლებდი თამაშს და ეს შანსი დღეს მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაბამისად გამოვიყენე და გუნდს დავეხმარე."

"არ აქვს მნიშნელობა, სად ვითამაშებ, წინ, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ყოველთვის ვეცდები, რომ გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. თუ გუნდი დახმარებას მოახერხებს და ამაში ჩემს წვლილს შევიტან ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება."

"ვფიქრობ, რომ ბოლო დროს ძალიან კარგად ვთამაშობთ და ბევრ რამესაც მივაღწიეთ. გადახედეთ გუნდებს, რომლებსაც ვეთამაშეთ. არავის ეგონა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით, მაგრამ ზუსტად ისეთი პასუხი გავეცით, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ზოგადად სჩვევია - გავიმარჯვეთ და თანაც ისე, რომ ყოველთვის ვდომინირებთ."


წყარო:ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
28 თებერვალი 2019 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კიდევ ბევრი გაქვს მოსამატებელი მუტანტოოოო
1
№2
ავტორი: ikeoni
28 თებერვალი 2019 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი რომელუ მიდი არ ხარ შენ დასაკარგი კაცი am
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 თებერვალი 2019 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიძლება ლუკაკუს გამოყენება და იმედია კიდე ვიხილავთ ჩვეულ პოზიციაზე
1
№4
ავტორი: stepno
28 თებერვალი 2019 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ ამან თუ მოუმატაა და გოლების გატანა დაიწყოო ძალიან დაგვეხმარება და წაგვწევს წინ მთლიანობაში რაა :)) ჩემი აზრით მარსიალი მარცხნივ ეს ცენტრში და რეში მარჯვნივ კაი ვარიანტი იქნება. რეში ყველაგნ კარგად თამაშობს შეტევაში ასე რომ პრობლემა არ იქნებაა მარსიალი მარცხნიდან ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის მოწინააღმდგეს და ლუკაკუ რო იმენა ცენტრია რათ უნდა ლაპარაკი
3
№5
ავტორი: giorgisamnidze99
28 თებერვალი 2019 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
არადა მარსიალი რო დაგვიგბურნდეს მაგარი იქნება პარიზთან მარსიალი მარცხნიდან ლუკაკუ ცენტრი და მარჯვნიდან რეში შეილება ფიქრი რაღაცაზე მაინც
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top