თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2019, 17:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1866,
კომენტარები: 8
"ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ის ტრავმებს გაუძლებს"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" გუშინდელი თამაშით კმაყოფილია. მისი განცხადებით, "წითლები" კარგად აკონტროლებდნენ თამაშს და, შესაბამისად, გამარჯვების მოპოვებაც შეძლეს. იხილეთ ოლე გუნარის მატჩის შემდგომი ინტერვიუ:

ყველაფერს კარგად ვაკონტროლებდით.

"ვფიქრობ, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ გასვლაზე. თამაშს კარგად ვაკონტროლებდით. კონტროლი არცერთ მომენტში არ დაგვიკარგავს. ყველა ძალიან ფოკუსირებული იყო, როგორც თამაშამდე, ისე თამაშის დროს. მატჩი კარგად დავიწყეთ. თავიდან კუთხურიდან გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ერთი ბურთის გატანის შემდეგ შეცდომა არ დაგვიშვია და ყველაფერს კარგად ვაკონტროლებდით."

"დაცვის ხაზი ძალიან მომეწონა, საჯარიმოს კარგად ვიცავდით. "კრისტალ პალასმა" მხოლოდ ერთხელ დაარტყა და მოათავსეს კიდევაც ბურთი ჩვენს კარში. ამიტომაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დაცვის ხაზი ძალიან კარგად ვითარდება."

ლუკაკუ ბევრს მუშაობს.

"რომელუმ ძალიან კარგად დაასრულა მომენტები. პირველი გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. მეორე გოლზე ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და ყველაფერი დიდებულად შეასრულა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. მარჯვენა და მარცხენა ფეხითაც ძალიან კარგად ითამაშა. დაცვაშიც საკმაოდ რთული დავალებები შეასრულა და საერთო ჯამში გუნდს ძალიან დაეხმარა. დღეს მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ."

გაფართოება.

"გვინდა, რომ ლუკ შოუ წინ წავიდეს, ეს მისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება. მინდა, რომ საკუთარ თავს ენდოს და უფრო ხშირად წავიდეს წინ, მაგრამ , კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და მან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენტონი მარსიალი ტრავმირებული იყო და სანჩესსაც ძირითადად ცენტრში უწევდა თამაში რომელუსთან ერთად. ვფიქრობ, დალომ ძალიან კარგად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე. "პორტოში" მას ვინგერადაც უთამაშია, მას წინ წაწევა ნამდვილად შეუძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მან დაცვაშიც ძალიან კარგად ითამაშა და მოწინააღმდეგე მხარის ფეხბურთელების შეჩერებაც მოახერხა."

გარნერის დებიუტი.

"ჩვენ ყველა ველოდით ამ შანსს. რა თქმა უნდა, როცა ნემანია და ანდერი ტრავმირებულნი არიან ჯიმი მეტ შანსებს მიიღებს. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და დარმწუნებული ვარ, რომ უმაღლესი კლასის ცენტრალურ ნახევარმცველად იქცევა. მას კვლავ იხილავთ მოედანზე და თანაც ძალიან მალე. შეიძლება შაბათსაც ითამაშოს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ."

"ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და აქ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე ფეხბურთელები გაიზრდებიან და მოვლენ. ყველა გუნდს აწუხებს ტრავმები და ეს ჩვეულებრივი მომენტია, ამას აუცილებლად გავუძლებთ."

იანგის გოლი.

"ვფიქრობ, რომ ძალიან გაუხარდა მეტოქის კარის დალაშქვრა. ის მცველის პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ბაიი თავის საქმეს შეასრულებდა და იანგი რეშს უნდა დახმარებოდა შეტევაში. ჩემი აზრით, ჩანაფიქრი კარგად განახორციელეს."

ზაჰასა და თაუნსენდის შეჩერება.

"ინდივიდუალურად ორივე კარგი ფეხბურთელია და ცდილობენ, რომ მუდმივად საჯარიმოში შეიჭრან და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩნენ. ამ ორს თავისი შესაძლებლობების წყალობით ძალიან ბევრი პენალტი აქვთ აღებული. ვფიქრობ, ჩვენს დაცვას ძალიან რთული სამუშაო ჰქონდა შესასრულებელი და ამას შესანიშნავად გაართვეს თავი, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხეს. შეგვეძლო, რომ ესეც აგვერიდებინა თავიდან, მაგრამ მგონია, რომ საერთო ჯამში დაცვამ ძალიან კარგად მოახერხა მათი შეჩერება."

ზედიზედ რვა გამარჯვება გასვლით მატჩებში.

"გასვლით მატჩებს შესანიშნავად ვატარებთ. გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, ფანტასტიკურები იყვნენ, მაგრამ გუნდის კარგი ფორმაც უნდა აღინიშნოს. მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ სამუშაო ბევრია. დაცვაში ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ და შემდგომ შეტევაში სწრაფად უნდა შევძლოთ წასვლა, კონტრშეტევები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ შეგვიძლია თამაშის კონტროლი და საერთო ჯამში მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ფორმით."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: nikolski
28 თებერვალი 2019 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
გამარჯობათ მეგობრებო გილოცავთ ამ გამარჯვებას.. კაი შემდეგში საუტჰემპტონს ჩაუქროლებთ მინიმუმ 2 ან 3 ბურთიანი სხვაობით მაგრამ არ დამცინოთ ერთი რამ მაინტერესებს აი პსჟ სთან მეორე სასტავით რომ ვითამაშოთ და ძალები და ტრამვირებულები რომ დავზოგოთ რა აზრის ხართ? მაინც მეეჭვება ლიგაზე გასვლა და ოთხეულს რომ მივაწვეთ არ ჯობია ?
1
№2
ავტორი: Svanchester
28 თებერვალი 2019 17:27
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ახალი ფერგიუსონი უნდა გახდეს ეს კაცი "იუნატედისთვის".
1
№3
ავტორი: kobinio
28 თებერვალი 2019 17:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: nikolski
გამარჯობათ მეგობრებო გილოცავთ ამ გამარჯვებას.. კაი შემდეგში საუტჰემპტონს ჩაუქროლებთ მინიმუმ 2 ან 3 ბურთიანი სხვაობით მაგრამ არ დამცინოთ ერთი რამ მაინტერესებს აი პსჟ სთან მეორე სასტავით რომ ვითამაშოთ და ძალები და ტრამვირებულები რომ დავზოგოთ რა აზრის ხართ? მაინც მეეჭვება ლიგაზე გასვლა და ოთხეულს რომ მივაწვეთ არ ჯობია ?

დასაცინი არაფერია ძამი მაგაში.ფერგი ყოველთვის ამბობდა რომ მისთვის და გუნდის ფანებისთვის პრწორიტეტი პრემიერ ლიგაა და არა ჩემპიონთა ლიგა.ეხლა თუ ვინმე დაგცინებს დაიკიდე... მარა
2
№4
ავტორი: gaga1987
28 თებერვალი 2019 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
წარმატებები ოლე.ძალიან კარგად გაართვი თავი ყველაფერს.კრიტიკოსებიც იმედია გაჩუმდებიან.მერსონი სადააა ის ფსლიკიანიიიი :)))))))))))
0
№5
ავტორი: ikeoni
28 თებერვალი 2019 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ოლე იმედია დიდი ხნით დარჩები შენ საყვარელ გუნდში love
0
№6
ავტორი: stepno
28 თებერვალი 2019 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ციტატა: nikolski
გამარჯობათ მეგობრებო გილოცავთ ამ გამარჯვებას.. კაი შემდეგში საუტჰემპტონს ჩაუქროლებთ მინიმუმ 2 ან 3 ბურთიანი სხვაობით მაგრამ არ დამცინოთ ერთი რამ მაინტერესებს აი პსჟ სთან მეორე სასტავით რომ ვითამაშოთ და ძალები და ტრამვირებულები რომ დავზოგოთ რა აზრის ხართ? მაინც მეეჭვება ლიგაზე გასვლა და ოთხეულს რომ მივაწვეთ არ ჯობია ?

დასაცინი არაფერია ძამი მაგაში.ფერგი ყოველთვის ამბობდა რომ მისთვის და გუნდის ფანებისთვის პრწორიტეტი პრემიერ ლიგაა და არა ჩემპიონთა ლიგა.ეხლა თუ ვინმე დაგცინებს დაიკიდე... მარა

რათქმაუნდა დასაცინიი რაარი მაგაში და საერთოდ დაცინვა რა პონტიაა :)) უბრალოდ მე არ დაგეთანხმებით რადგან დარწმუნებული ვარ რომ ესე მარტივად ოლე თავს არ გამოამგდებინებს პსჟ-ს და ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ პრემიერლიგა უფრო პრიორეტიტულია მანჩესტერისთვის, ჩემპ ლიგა მაინც პირველ ტურნირად რჩებაა ყველა გუნდისთვის ჩემი აზრით და ზოგადად მაყურებლისთვის.
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
28 თებერვალი 2019 21:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
როგორც ყოველტვის სწორი ანალიზი ოლეს მხრიდან
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
28 თებერვალი 2019 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: stepno
ციტატა: kobinio
ციტატა: nikolski
გამარჯობათ მეგობრებო გილოცავთ ამ გამარჯვებას.. კაი შემდეგში საუტჰემპტონს ჩაუქროლებთ მინიმუმ 2 ან 3 ბურთიანი სხვაობით მაგრამ არ დამცინოთ ერთი რამ მაინტერესებს აი პსჟ სთან მეორე სასტავით რომ ვითამაშოთ და ძალები და ტრამვირებულები რომ დავზოგოთ რა აზრის ხართ? მაინც მეეჭვება ლიგაზე გასვლა და ოთხეულს რომ მივაწვეთ არ ჯობია ?

დასაცინი არაფერია ძამი მაგაში.ფერგი ყოველთვის ამბობდა რომ მისთვის და გუნდის ფანებისთვის პრწორიტეტი პრემიერ ლიგაა და არა ჩემპიონთა ლიგა.ეხლა თუ ვინმე დაგცინებს დაიკიდე... მარა

რათქმაუნდა დასაცინიი რაარი მაგაში და საერთოდ დაცინვა რა პონტიაა :)) უბრალოდ მე არ დაგეთანხმებით რადგან დარწმუნებული ვარ რომ ესე მარტივად ოლე თავს არ გამოამგდებინებს პსჟ-ს და ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ პრემიერლიგა უფრო პრიორეტიტულია მანჩესტერისთვის, ჩემპ ლიგა მაინც პირველ ტურნირად რჩებაა ყველა გუნდისთვის ჩემი აზრით და ზოგადად მაყურებლისთვის.

რათქმაუნდა დიდი დათვირთვა აქვს ჩემპიონთა ლიგას პრემიერ ლიგა კი კარგია და საკმაოდ ბევრიც გვაქვს უკვე მოგებული 20ჯერ ლიგა კი ძალიან ცოტა გვაქვს 3ჯერ ცოტაა ამიტო არ ვფიქრობ რო ყურებ ჩამოყრილები გავიდეთ მოედანზე და გავიყვანოთ აკადემიელები პროსტა ამას არც გულშემატკივრები დახვდებიან კარგად და არც გუნდის უფროსობა ამიტო მე ველოდები ისეთ სასტავს რომელსაც შეულია ბრძოლა არვიცი მარა იანგი როგოც 3 გოლზე შეიცვალა ფლანგი წინ წაიწია შეტევის ზოლში მესიმპატიურა თუ პირველ ტაიმში გამოვაცხეთ გოლი და გავიტანეთ და არ გაუშვით შანსი გვექნება მერე უფრო ამიტო ყურების ჩამოყრის დრო ნამდვილათ არ გვაქვს პარიზთან 0-2 შემობრუნება მანჩესტერისთვის არაფერს არ ნიშნავს დასრულებული არაფერი არაა პირველ 10 წუთში 1სწრაფი გოლი და თავიდან დაიწყება ყველაფერი წინნ გმუუუუუუუუ
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top