თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2019, 17:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1554,
კომენტარები: 8
მოლაპარაკება მალე წარმატებით დასრულდება
ესპანელი ახალი კონტრაქტის ხელმოწერასთან ძალიან ახლოსაა.
მოლაპარაკება მალე წარმატებით დასრულდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, შესაძლოა კლუბში კიდევ რამოდენიმე წლით დარჩეს. მხარეები, ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასთან ძალიან ახლოს არიან. იუწყება The Sun.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, შესათანხმებელია მხოლოდ მცირე დეტალები. ახალი ხელშეკრულების თანახმად მატა ყოვლკვირეულად ხელფასის სახით 200 ათას ევროს მიღებს, რაც წელიწადში 10,5 მილიონ ევროს უდრის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანელთან კონტრაქტის გაგრძელების მთავარი ინიციატორი, კლუბის ამჟამინდელი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი გახლავთ.

მიმდინარე სეზონში მატას ანგარიშზე 27 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ირიცხება. ამჟამინდელი ხელშეკრულება ესპანელს სეზონის დასრულებისთანავე ეწურება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: krekera
27 თებერვალი 2019 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მატა ის მატა აღარ არიის ))
0
№2
ავტორი: Svanchester
27 თებერვალი 2019 17:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამ სტატიაში განსაკუთრებულად ერთი წინადადება მომეწონა – "აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანელთან კონტრაქტის გაგრძელების მთავარი ინიციატორი, კლუბის ამჟამინდელი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი გახლავთ". - დიდი ალბათობით ტოვებენ სოლსკიაერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის რჩევას არ გაითვალისწინდებდნენ მატას თაობაზე.
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2019 18:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ კიდევ საჭირო ფეხბურთელია მატა, ამიტო მივესალმები მის დარჩენას.
0
№4
ავტორი: giorgi_mg
27 თებერვალი 2019 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მევასება ეს ფეხბურთელი და მიხარია რომ რჩება, მაგის გარდა ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ დე ხეას, ანდერს და ამას ერთმანეთთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შიდა სამზარეულოსთვის.
0
№5
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2019 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad gamixardeba ❤️
0
№6
ავტორი: glory28
27 თებერვალი 2019 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მე თუ მკითხავ გავუშვებდი სეზონის ბოლოს ეს არ მადარდებს დე ხეა არ აწერს ხელს ახალ კონტრაქტს და რატომ ვერ ვხვდები რა უნდა
0
№7
ავტორი: gaga1987
27 თებერვალი 2019 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Iseti xelfasebi akvt chventan zamenaze jdomac ki akmayofilebt. Tore mata agaraa in formashi ro datovo. Rogorc adamiani super. Magrad bazrobs da witelia, magramxarisxit vegaraa is rac unda iyos. Magram xelfasi tavisas shveba.
0
№8
ავტორი: dybbuk
27 თებერვალი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მატას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მაგრად გამიხარდება თუ დარჩება, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ჩანს რა უნიჭო ხელმძღვანელობა ყავს გუნდს, კაცი 30 წელს გადაცდა, საუკეთესო წლები გავლილი აქვს და ესენი 200 ათას სთავაზობენ ხელფასს, ანუ საშინელი სახელფასო პოლიტიკაა გუნდში. თუნდაც სანჩესი ავიღოთ, გასაგებია რომ როგორც ტოპ ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ ამხელა ხელფასი მთელ ეპლში არავის აქვს, მინიმუმ 5 ფეხბურთელს დავასახელებ ვისაც სანჩესზე მეტი უნდა ქონდეს ხელფასი და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტიპი იმის 50%საც ვერ თამაშობს რასაც არსენალში უბერავდა. ეგ კაცი გასაყიდია და თუ დროულად არ მოხდა ეს, გუნდში სერიოზული პრობლემები იქნება, ყველას გაუჩნდება ხელფასის მომატებაზე პრეტენზია(უკვე ბევრიც გამოხატავს ამას) და სრულებით მართალნი იქნებიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top