პრემიერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრის პრევიუ.
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს ხვალ, თბილსის დროით 23:59 წუთზე აიღებს.
გუნდების მდგომარეობა"მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. "ლივერპულთან" შეხვედრაში ისედაც ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებით დამწყებ "იუნაიტედს" პირველივე ტაიმში ანდერ ერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდი დაზიანებების გამო გამოკლდა. გარდა ამისა, მოედანი იძულებით არ დაუტოვებია, მაგრამ მთელი შეხვედრა ტრავმირებულმა ჩაატარა მარკუს რეშფორდმა. ოლე გუნარმა ასევე დაადასტურა, რომ ფილ ჯონსი შეხვედრას ავადმყოფობის გამო გამოაკლდება. "წითელ ეშმაკებს" არ ყოლებათ ასევე ანტონიო ვალენსიაც, რომელიც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. მარსიალი, რომელმაც პსჟ-სთან მიიღო დაზიანება, ასევე არ იქნება ოლე გუნარის განკარგულებაში. ნორვეგიელის განცხადებით მატჩში შესაძლოა, "იუნაიტედის" აკადემიის სამი ფეხბურთელი: გომესი, ჩონგი და გარნერი ვიხილოთ.
"კრისტალ პალასი" "იუნაიტედს" რამდენიმე ფეხბურთელის დანაკლისით დაუხვდება. "არწივების" სამი მცველი: მარტინ კელი, მამადუ სახო და აარონ ვან-ბისაკა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გუნდის ლაზარეთში ასევე უიკჰემი, სპერონი და სუარე იმყოფებიან.
გუნდების ფორმასოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში არ დამარცხებულა. 8 მოგება და 2 ფრე - ასეთია ნორვეგიელი სპეციალისტის მონაგარი. 27 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და მეოთხეადგილოსან "არსენალს" ერთი ქულით ჩამორჩებიან. სოლსკიაერმა "იუნაიტედში" ყველა გასვლითი შეხვედრა მოიგო და კლუბის რეკორდი გაიმეორა, რომელიც გასვლით მატჩებში ზედიზედ 7 მოგებას ითვლის.
"კრისტალ პალასი" 30 ქულით მე-13 ადგილს იკავებს და მე-12 ადგილზე მყოფ "ლესტერს" 2 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში "არწივებმა" სწორედ "ლესტერის" დამარცხება შეძლეს. ბოლო 5 შეხვედრაში როი ჰოჯსონის გუნდს 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს.
ურთიერთშეხვედრებისაერთო ჯამში "კრისტალ პალასი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს 54 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. "წითელი ეშმაკებმა" 36 მატჩის მოგება შეძლეს, 11 ფრედ დაასრულეს და მეტოქესთან 7-ჯერ დამარცხდნენ.
პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში გუნდები ერთმანეთს 19-ჯერ დაუპირისპირდნენ. "იუნაიტედის" ანგარიძე 15 მოგება და 4 ფრეა. პრემიერ ლიგის 9 გასვლით მატჩში, "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასის" დამარცხება 6 შეხვედრაში შეძლო.
ფაქტები⚽ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში, "კრისტალ პალასს" "იუნაიტედი" არასდროს დაუმარცხებია.
⚽ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი" ოთხჯერ დაამარცხა და თითოეულში მინიმუმ 2 გოლს გატანა მოახერხა.
⚽ გუნდების ბოლო დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, რომელშიც უგოლო ფრე დაფიქსირდა.
⚽ "იუნაიტედი" "კრისტალ პალასთან" ბოლოს 2011/12 წლის სეზონში, ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში დამარცხდა.
⚽ "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასთან" ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
ექსპერტის პროგნოზი: კრისტალ პალასი 2-1 იუნაიტედიპოლ მერსონ:
"იუნაიტედს" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. "პალასმა" კი საოცარი შედეგი აჩვენა "ლესტერთან". ვფიქრობ, რომ ამ მატჩში გამარჯვებას "პალასი" მოიპოვებს და ყველასთვის მოულოდნელად "იუნაიტედსა" და ოთხეულს შორის სხვაობა ოთხი ქულა გახდება. ძალიან მინდა, რომ ჩემი ხმა "იუნაიტედს" მივცე, მაგრამ მათ ძალიან ბევრი ტრავმა აქვთ და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ. "იუნაიტედისთვის" ცუდი დრო დადგა."მთავარი მსაჯიშეხვედრას მარტინ ატკინსონი განსჯის. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 21 შეხვედრაში იმსაჯა, სადაც ფეხბურთელებს 68 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. ატკინსონის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში დანიშნული 5 თერთმეტმეტრიანია. 47 წლის არბიტრი ამ სეზონში "იუნაიტედის" მეორე შეხვედრას განსჯის, პირველ მატჩში მან "ენფილდზე" იმსაჯა, სადაც მანჩესტერელები "ლივერპულმა" 3-1 დაამარცხა.