თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2019, 10:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1835,
კომენტარები: 10
"მინდა, რომ აქ ჩემი პირადი ისტორია შევქმნა"
დიოგო დალოს "იუნაიტედში" დარჩენა მრავალი წლით სურს.
პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ჟოზე მოურინიომ "პორტოდან" შეიძინა. "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ მან 11 მატჩი ჩაატარა. მან "Sky Sports"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ აქ უკვე ძალიან ბევრი რამ ისწავლა და კიდევ დიდი ხნით სურს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა.

"ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. ვფიქრობ, რომ სეზონის პირველი ნახევარი რთული იყო, რადგან ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა და სრული დატვირთვით თამაში და მუშაობა მხოლოდ დეკემბერში დავიწყე."

"ჩემთვის ეს წელი გამოცდილების მიღებისა და სიახლეების წელი გახლდათ და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე ძალიან ბევრს ვისწავლი. ვისწავლე და შევეგუე როგორია ამ სიტუაციაში ყოფნა, ტრავმის მიღება, სტადიონს მიღმა ყოფნა და შემდგომ დაბრუნება. ჩემთვის ამის სწავლა ძალიან დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვართმევ ყველაფერს თავს."

"მე სრულ სიამოვნებას ვიღებ. როცა ამ კლუბში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა, ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს ჩემს პოზიციაზე და მათგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. ვფიქრობ, რომ შემიძლია ჩემს თავს შევუქმნა შესაძლებლობები და ამ გუნდში ბევრი წელი ვითამაშო."

"ვფიქრობ, ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი განსხვავება გასახდელში დატრიალებული ატმოსფეროა. რა თქმა უნდა, ტაქტიკური მიდგომებიც შეიცვალა და ძალიან კარგად ვთამაშობთ, წინ წავიწიეთ და შემტევ სტილზე გადავედით. ასე რომ, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიცვალა და იმედია, რომ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება და ჩენ განვითარებას განვაგრძობთ. ჯერ სრულყოფილები არ ვართ, სამუშაო ძალიან ბევრია."

"ვფიქრობ, რომ ჩვენი თამაში მხოლოდ მწრთვნელის შეცვლის შედეგი არ არის. შენთვის ფიქრობ: "ჰო, მწრთვნელი შეიცვალა და მგონი მეც უნდა შევცვალო რაღაც ჩემს თავში." ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ შევიცვალეთ და ამაზე შედეგებიც მეტყველებს."

"უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ჩემს შედარებას ჩემთვის პასუხისმგებლობა მოაქვს. მე საკუთარ თავს არ მივიღებ მანამ, სანამ უმაღლეს დონეზე არ ვითამაშებ."

"მოურინიოს სიტყვები მახსოვს, რომელიც სულ იმას მიმეორებდა, რომ ჩემი საკუთარი ისტორია უნდა ამეშენებინა აქ და ყოველთვის მეცადა, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. ვიმედოვნებ, რომ აქ ძალიან, ძალიან ბევრი წელი დავრჩები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო საუკეთესო."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: WeAreUnited
26 თებერვალი 2019 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
კარგი პერსპექტიული ახალგაზრდაა და იმედია უბრალოდ პერსპექტიულად არ დარჩება და დონეს აწევს :)
2
№2
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2019 12:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჯერ ჯერობით რამე განსაკუთრებული ვერ ვნახე ამ ბიჭში, ზოგადად აქ რო ხარ განსაკუთრებული უნდა იყო და ეგ უნდა გამოავლინო სხვა გზა არაა ეგეთი კლუბია და ეს სტანდარტებია
0
№3
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2019 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Mgonia Ro magal doneze itamashebs Es bichi❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2019 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც ითამაშა ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია
0
№5
ავტორი: batumski123
26 თებერვალი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
იანგის ნაცვლად ეს უნდა თამაშობდეს ძირითადში
0
№6
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2019 15:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: batumski123
იანგის ნაცვლად ეს უნდა თამაშობდეს ძირითადში

მიუხედავად იმისა რო ძალიან მინდა იანგი გაყიდონ, ამეტაპზე მაგაზე კაი ვარიანტი სამწუხაროდ არარის. გამოცდილების ხარჯზე შვება ეხლა ეგ ყველაფერს რასაც აკეთებს და გვჭირდება გამოცდიილება ეხლა ნამდვილად, მართალია საკმარისი კლასის გამოცდილება არაა მარა ახალგაზრდა დალო ყველა თამაშში არ უნდა ათამაშო ბევრ სეცდომას დაუშვებს.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
26 თებერვალი 2019 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმის გათვალისწინებით რა ასაკი აქვს და საიდან შევიძინეთ, ვიტყოდი რომ მოლოდინს გადააჭარბა ამისმა თამაშშმა, მომწონს ამის ჩაწოდებები და არც ტექნიკურად არის დაბალ დონეზე, რაც უფრო მოემატება თავდაჯერებულება მით უკეთ ათამაშდება. იმედი მაქვს მომავალ სეზონში მინიმუმ 25 თამაშს ჩაატარებს სასტარტოში.
0
№8
ავტორი: batumski123
26 თებერვალი 2019 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
ვინ ჩემი შიბლას არის იანგი კაი ტოო იანგის გამოცდილება არ გაიშვას გული მერევა იანგის თამაშსზე
0
№9
ავტორი: Sir Alex Ferguson 27
26 თებერვალი 2019 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
დაცვაში უჭირს ცოტა თორე შეტევაში კარგია მოუმატებს აუცილებლად
0
№10
ავტორი: Shota Blues
28 თებერვალი 2019 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
დიაგო მაგარი კაცია, მაგრათ მევასება! შოუ და დალოტი - ფლანგებიდან დიდი ძალა გვყავს, კარგათ ერთვებიან შეტევაში სწრაფად სირბილი და ფიქრიც შეუძლიათ, მინიმუმ ერთი კაცის მოტყუებაც თავისუფლად. საერთოდ ხარისხი შეიმჩნევა მათ მოქმედებებში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top