თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2019, 10:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1577,
კომენტარები: 9
"შემდეგ კლუბში შიდა კონფლიქტი არ უნდა მქონდეს"
ჟოზე მოურინიო ცდილობს, რომ კონფლიქტებს თავი აარიდოს.
ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ბოლო მატჩი 3-1 ანგარიშით წააგო. როგორც მოურინიომ განაცხადა, ის ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით შემოთავაზებები არ მოეწონა, რადგან ის ეძებს კლუბს, სადაც შიდა კონფლიქტს ადგილი არ ექნება.

"მე არ მინდა შიდა კონფლიქტი, მე მინდა ერთიანობა. მინდა, რომ იმ კლუბში ვიმუშავო, რომელსაც ძალიან კარგად ესმის სტრუქტურის ადგილი და მნიშვნელობა. ჩემი კარიერის განმავლობაში თითქმის ყველანაირ გარემოებებში მიმუშავია და გეტყვით, რომ ყველაზე დიდ წარმატებას იქ კი არ აღწევთ, სადაც კარგი სტრუქტურაა, არამედ სადაც სტრუქტურაში ერთიანობა იკვეთება."

"ჩემი შემდეგი გაჩერება იქნება კლუბი, რომელიც უკვე არ არის მზად ტიტულის მოსაგებად, მაგრამ აქვს ამბიცია, რომ გახდეს ტიტულისთვის ღირსეულად მებრძოლი კლუბი."

"თუ შემოთავაზებაში მექნება კლუბი, რომელსაც არანაირი ამბიცია არ გააჩნია, არ წავიდოდი. მე ახლახანს ერთ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან მე მაღალი კლასის ფეხბურთი მსურს და ამბიციები აქ ძალიან მნიშვნელოვანია."

"ეს ჩემი მეორე მოთხოვნაა, პირველი მოთხოვნა კი სტრუქტურის ერთიანობაა. მსურს, რომ ვიმუშავო ხალხთან, რომლებიც მიყვარს, ხალხთან, რომლებთან მუშაობითაც ბედნიერი ვიქნები, რომლებთან ერთადაც იდეებს გავიზიარებ."

"სწორედ ეს მქონდა "ინტერში". არსებობს ასეთი კლუბები. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებული კლუბისთვის."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2019 12:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
წადი ისევ იტალიაში ბევრია ეგეთი გუნდები მილანი, ინტერი, რომა, ნაპოლი, ყრიან
0
№2
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2019 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imena ar uyvarda Manchesteri am bozishvils
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2019 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თვითონვე ქმნის უმეტეს შემთხვევაში კონფლიქტს wink
0
№4
ავტორი: giorgi_mg
26 თებერვალი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მაინც გადმოგვწვდა, ცენზურისგან თავს შევიკავებ, თორე მაგარი საგინებელია
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
26 თებერვალი 2019 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
იდი ნა მორე :))
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
26 თებერვალი 2019 19:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რთული პერსონაა ზოგადად და ადვილი რო არ იქნება ამასთან მუშაობა რად უნდა ლაპარაკი.მეორე ის რომ ჩვენ გუნდს არც ფილოსოფიით არც მისი შეხედუკებებითა და ტაქტიკით არ ედარებოდა.მაგრამ ბოლოს რაც შეეხება მე სულ მაქვს იმის შიში რომ სასტავი რომელოც ერთ ტრენერს აუჯანყდება ის სხვასაც იზამს ამას.იმედი მაქვს არ იქნება ასე მაგრამ ჩელსის მაგალითი მარტო მოუს არ ეხებოდა,მოუს მერე კონტეც მოინელეს თითქმის იგივე ხალხმა
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
26 თებერვალი 2019 19:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Manutd11
გაუმარჯოს. ევროთასების ისტორიას გადახედა უეფამ. იყო 106 შემთხვევა როდესაც გუნდმა სახლში 0-2 წააგო. და 106 შემთხვევიდან 106ჯერვე გავარდა. ანუ არასოდეს არცერთ გუნს 0-2 დან არ მოუტრიალებია ორრაუნდიანი დაპირისპირება. ინწერესნა

საინტერესოა მაგრამ რა შანსი გვაქვს რო
0
№8
ავტორი: Sir Alex Ferguson 27
26 თებერვალი 2019 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ინტერში მივა სავარაუდოდ ან მშობლიურ პორტუგალიაში
0
№9
ავტორი: tedore
26 თებერვალი 2019 21:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ეს ტიპი მოაშორეთ რა ძმურად! სადაც უნდა იქ წავიდეს არ გავარტყი გარდიგარდმო?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top