თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2019, 09:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1383,
კომენტარები: 5
"ჩვენ ყველა მდგომარეობაში უნდა შევძლოთ გამარჯვება"
რომელუ ლუკაკუს განცხადებით, ბელგიელი მზად არის, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.
რომელუ ლუკაკუს განცხადებით, ის მზადაა, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, სადაც ოლე გუნარსა და გუნდს დასჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, "წითლებს" შეტევის ხაზში პრობლემები აქვთ, შესაბამისად, დიდი ალბათობით, "კრისტალ პალასთან" ლუკაკუ უნდა ვიხილოთ.

"მარცხნივ, მარკჯვნივ, ან წინ ცენტრში, არ აქვს მნიშვნელობა. ამ კლუბისთვის თამაში დიდი პატივია და უბრალოდ ყველანაირად ვცდილობ, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. თუ მარჯვენა მხარეს მომიწევს თამაში მაშინ შანსების შექმნას შევეცდები, თუ წინ, მაშინ გოლების გატანას."

"საბოლოოდ, ჩემი მთავარი მიზანი თანაგუნდელების დახმარებაა და მათთან ერთად რაც შეიძლება ბევრი მატჩის მოგება."

"რადგანაც მწრთვნელს ჩემი გამოყენება სურს, მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ კლუბის დასახმარებლად. ჩვენ ბევრი ტრავმები გვაქვს, მაგრამ პოზიტიურად უნდა მივუდგეთ ყველაფერს და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ."

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და მოგება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მომენტში უნდა შეგვეძლოს."

"ყოველთვის გინდა ისეთ დიდ მატჩებში გამარჯვება, როგორიც "ლივერპულთან" მატჩია. ჩვენთვის იმ თამაშში მთავარ მიზნად ფსიქოლოგიურად ძლიერად დარჩენა რჩებოდა, ძალიან ბევრი ტრავმა მივიღეთ და რთული იყო მატჩის გაგრძელება. მშვიდად უნდა განგვეგრძო და გოლების გატანა გვეცადა."

"ყველაფერს უნდა შეეგუო. ფეხბურთელები, რომლებიც სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდნენ ყველანაირად ცდილობდნენ გუნდის დახმარებას. ვფიქრობ, რომ მათ შესანიშნავად გაართვეს დავალებას თავი და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა."

"ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. აუცილებელი იყო, რომ პოზიტივი შეგვენარჩუნებინა და გოლი არ გაგვეშვა. ასეც მოვიქეცით, რთულ პირობებში ერთი ქულის წამოღება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს გამარჯვება, მაგრამ ახლა მთელი კონცენტრაცია "კრისტალ პალასისკენ" უნდა მივმართოთ."

"დარწმუნებული ვარ, რომ ჰოჯსონი ძალიან კარგ გუნდს დაგვახვედრებს და კარგ ტექნიკასაც მიმართავს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ მოვემზადებით და გამოსაჯანსაღებლად დროსაც გამოვყოფთ, რადგან გუშინ ძალიან რთული და დატვირთული მატჩი იყო. ტაქტიკურად ჩვენ ისევ მზად ვიქნებით."

"რაც შეეხება ჩვენს დაცვის ხაზს, ისინი "ლივერპულთან" იდეალურები იყვნენ. სწორედ ეს უნდა ოლეს ჩვენგან. უნდა რომ შემტევ ხასიათთან ერთად დაცვაშიც კარგად ვითამაშოთ და ვფიქრობ, რომ ეს "ლივერპულთან" იდეალურად შევძელით."

"კრის სმოლინგი სულ რამდენიმე მატჩია, რაც დაბრუნდა და უბრალოდ ბრწყინვალე გახლდათ. რაც შეეხება ლუკ შოუს, ის ჩემთვის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. ეშლი იანგიც საკმაოდ სტაბილურია, რომ აღარაფერი ვთქვათ დავიდ დე ხეაზე, ის საუკეთესოა მთელს მსოფლიოში."

"ჩვენ ნახევარდაცვასთან ერთად ვეცდებით, რომ დაცვის ხაზს საქმე შევუმსუბუქოთ. ეს "ლივერპულთანაც" შესანიშნავად მოვახერხეთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2019 12:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
,,თუ მარჯვენა მხარეს მომიწევს თამაში მაშინ შანსების შექმნას შევეცდები" რა ცუდად და უსუსურად ჟღერს აი ვინ ვინ და ლუკაკუ რო შანსს ქმნის თან ფლანგიდან ზნელად წარმომიდგენია, ნუ კი არ ვუკარგად ლინგარდი მსვენივრად გაიყვანა კაი პასით 1-1 ზე მარა არარის ეს კაცი კომბინაციაში ჩასაბმელი კაცი რა (ისევ და ისევ თავისი ფეხში უნიჭობის გამო) 10 დან ალბათ 8 ჯერ არ გამოუვა რო ცადოს და ეგ ძაან ტეხავს იმიტორო სხვა მრივ ზლიერი თავდამსხმელია, მოკლედ ვერ იპოვეს და ვერ იპოვა ამანაც თავისი თავი ბოლომდე ამ გუნდში.
0
№2
ავტორი: LASHQARA
26 თებერვალი 2019 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ცენტრ ფორვარდია რა, ეს უნდა დააყენო ცხრიანზე და ამარაგო პასებით, ყველაზე დიდი მინუსი ამის, არის ის, რომ ძალიან ნელია, მაგრამ სწორად გამოყენების შემთხვევაში შედეგიანია, მაგალითი ბელგიის ნაკრებია. love am
0
№3
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2019 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Msoflioze Ro forma qonda is qondes chven beds zagli ar gayefda:())
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2019 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლუკაკუს მთლად სწორად ვერ იყენებს ჩემი აზრით ოლე, კარგია ეს მსუბუქი სწრაფი შეტევა მაგრამ ლუკაკუსაც შეუძლია ბევრი რამის მიცემა გუნდისთვის და ეს მსოფლიოზე კიდე ერთხელ დაამტკიცა.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
26 თებერვალი 2019 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რაღაც ეს დაცვა მგონი მოიხოდა, დიდი იმედი მაქვს შემდეგ თამაშშიც გოლს არ გაატანინებენ და 1-2_ს ჩვენ შევაგდებთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top