თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2019, 14:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1923,
კომენტარები: 8
"ძალიან მტკიოდა, მაგრამ სალაჰი უნდა შემეჩერებინა!"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
დღეს ამ ბლოგს სახლიდან ვწერ. იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოვახერხე თამაშის დასრულება, მაგრამ თან ძალიან ამაყი ვარ იმ სიმამაცისა და ძალის გამო, რომელიც ჩემმა თანაგუნდელებმა გამოიჩინეს. მათ ყველაფერი დატოვეს მოედანზე, ისინი უბრალოდ დაუჯერებელნი იყვნენ.

ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო.

თუ არსებობს თამაში, რომლის გამოტოვებაც "იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ სურს, ეს "ლივერპულთან" ჩატარებული მატჩია, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, ამ სპორტში დაზიანებები ხშირია, ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

საბედნიეროდ, ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს კარიერაში, როდესაც ტრავმის გამო ასეთი მატჩის გამოტოვება მომიწია. პირველი შემთხვევაა, როცა კუნთის ტრავმის გამო მოედნის დატოვება მომიწია თამაშის განმავლობაში.

სინამდვილეში მოხარული უნდა ვიყო, რომ ასე არასდროს დამმართნია, მაგრამ ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან დერბის თამაში დღევანდელმა დღემ შემაწყვეტინა. უიღბლობაა და თანაც ამ დროს ტრავმა მიიღოს ანდერმაც და ჯესიმაც, ორივემ იგივე მიზეზით.

ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი პირველ ნახევარშივე მოხდა. საოცნებო დასაწყისი არ გვქონია, მაგრამ გუნდი ბოლომდე იბრძოდა, მიუხედავად ამდენი ტრავმისა, მიუხედავად დაღლილობისა და მოწინააღმდეგე მხარეზე უკეთესი შანსებიც გვქონდა.

რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ვგრძნობდი, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მტკიოდა და ვიმედოვნებ, რომ სალაჰის გაჩერების მცდელობისას უარესად არ დავიზიანე. ძალიან მტკიოდა, მაგრამ სალაჰი უნდა გამეჩერებინა და ასეც მოვიქეცი!

ვიმედოვნებ, რომ სერიოზული არაფერია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და გუნდს დავეხმარო.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და ყველა გამამხნევებელი შეტყობინებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყველას საოცარი კვირა გექნებათ.

გეხვევით,
ხუანი.
მატას ბლოგი
8 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დიდი პატივისცემაა ჩემგააან love
1
№2
ავტორი: gaga1987
25 თებერვალი 2019 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
love
0
№3
ავტორი: shotkin
25 თებერვალი 2019 15:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმედია კრისტალ პალასთან ფრედს ვიხილავთ ბოლო ბოლო ამდენი ტანვის ფონზე მაინც
0
№4
ავტორი: JuanMata
25 თებერვალი 2019 15:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მართლა მაგარი მომენტი იყო, ჯერ აჩვენეს ახლო კადრიდან რომ კუნთი ტკიოდა და აშკარად ეტყობოდა რომ თამაშს ვერ გააგრძელებდა, მერე კუთხურის დროს დაიკარგა ბურთი და საჯარიმომდე ბოლომდე სდია სალაჰს. ამის მერე კი გაიტანეს მოედნიდან.

ისე ერერა და მატიჩი კი ამბობდნენ ინტერვიუში ცოტა დასვენება გვჭირდებაო, უკვე ზღვარზე იყვნენ ალბათ.
კიბატონო რთულია დაასვენო ძირითადის ფეხბურთელები, როცა ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იძულებით როტაციას მაინც ჯობია შიგადაშიგ ერთი-ორი კაცი ცვალო ხოლმე. მატიჩს არ დაუსვენია საუკუნეა, ჯერ კიდევ წინა სეზონის შემდეგ ვერ დაისვენა ტიპმა, გადაბმულად თამაშობს ტურნირებს. მარტო ტრავმა ჰო არაა, თამაშზეც ეტყობა. ასეთ დროს გარდაუვალია ტრავმები და საბოლოო ჯამში მაინც გიწევს შეცვლა, მაგრამ უკვე არა შენი ნებით და დაუგეგმავად.

ერთი ეს პოგბაა ვირივით საერთოდ არ ეტყობა დაღლა, არადა მაგასაც მძიმე სეზონი ჰქონდა.
0
№5
ავტორი: WeAreUnited
25 თებერვალი 2019 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: JuanMata

პოგბა მეც მაკვირვებს მაგრამ იმენა დაიგეშა მოუს მერე მაგას რაღა დაღლის ყოველი მომენტით ტკბება და ეგაა მთავარი მემგონი რაც გვაკლდა
0
№6
ავტორი: RUSH
25 თებერვალი 2019 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
კაცი პოზიტივი, კაცი ადამიანი, კაცი რომელიც ბოლომდე იხარჯება თავისი გუნდისთვის, კაცი რომელსაც უყვარს თავის გუნდელები, ქომაგები და ზოგადად ეს კლუბი. ეს ხუან მატაა.

მეამაყები ხუან.... love
0
№7
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2019 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11507
Dzalian magari adamiani xar ❤️
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2019 22:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11131
მაგარი კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top