თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 22:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1529,
კომენტარები: 10
პარიზელების რიგებში მატებაა
ტუხელის გუნდის ლაზარეთიდან გუნდის შემტევი ბრუნდება.
პარიზელების რიგებში მატებაა
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური გათამაშება, ტუხელის გუნდის ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ ტრავმის გამო გამოტოვა.

RMC Sport - დღეს ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც, შემტევის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ის თავის გუნდს, "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაში დაეხმარება.

კავანიმ ბურთით ვარჯიშები უკვე დაიწყო. თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის შეძლებს თუ არა 32 - წლის თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" სრული თამაშის ჩატარებას.

აღნიშნულ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა. სტუმრებმა ინგლისურ გრანდს დამაჯერებლად 0 - 2 სძლიეს და ინგლისელებს კომფორტული სხვაობით 6 - მარტს უმასპინძლეებენ.
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
24 თებერვალი 2019 22:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
იმდენი ტრამვაა,რომ აქ მარტიალსაც არ ვათამაშებდი და სანჩესი ლუკაკუს დავაყენებდი სასტავში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2019 23:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩვენთან საპირისპიროდ - კლება.
0
№3
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სამაგიეროდ ჩვენთან sad
0
№4
ავტორი: onlyred
24 თებერვალი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
შეუშვას რა გომესი პსჟსთან ან ჩონგი..
0
№5
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2019 23:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამაზე მნიშვნელოვანი თამაში გვექნება არსენალთან გასვლაზე.მე ვფიქრობ ამათზე თავის შეკვლას ჯობს არსენალთან მოემზადონ და იქ დადონ ყველაფერი.
1
№6
ავტორი: Manstark_United
24 თებერვალი 2019 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
პსჟ,რომლის შემტევ ხაზში არის ნეიმარი კავანი მბამპე.ამ დროს მანჩესტერის დაცვის ხაზში არცერთი რგოლი 100% საიმედო არ არის და შესაბამისად ვერ გვექნება ! ჯერჯერობით ! პსჟ-ს დამარცხების ამბიცია.
კარგი ბატონო,არ ყავდა ნეიმარი და კავანი.მაგრამ პსჟ-ს აქვს ის რესურსი,რომ ნეიმარის ნაცვლად დააყენოს დი მარია და დრაქსლერი.გუნდს ყავს ბევრად უკეთესი დაცვა ვიდრე მანჩესტერს. ნახევარდაცვაში ყავს ვერატი,რომელიც ალბათ ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

ამიტომ მოდი არ შევაკლათ თავი იმას,რასაც ვერ მოვერევით.არ უნდა გავნადგურდეთ პარიზში,მაინც ღირსების საკითხია რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ.მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს პრემიერ ლიგას,რადგან ოთხეულში შესვლა გვჭირდება სასიცოცხლოდ !
თუ ზაფხულში 3-4 კარგი ტრანსფერი გვინდა,აუცილებლად უნდა ვთამაშობდეთ ჩემპიონთა ლიგაზე.
მერე როცა ცენტრალურ მცველს,მარჯვენა მცველს და მარჯვენა ვინგერს მოიყვანენ. მერე ვილაპარკოთ როგორ დავამარცხოთ პსჟ და ბარსელონა.
0
№7
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2019 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
nu gaviwydebat ro manchesteri vart ras qvia sheveshvat?? unda vibrdzolot bolomde
2
№8
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2019 04:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ისე ერთ რამეზე ვფიქრობ, ძალიან ხომ არ მოდუნდებიან პარიზელები, ზედმეტად თავდაჯერებულ ხალხს კი იცით რა ემართებათ lol თან აშკარად სულ სხვანაირი მანჩესტერი იქნება, უფრო ამოუცნობი, პოგბას და მარსიალის გარეშე, ვნახოთ რა გამოვა, მგონი შესთავაზებს მანჩესტერი სურპრიზებს მოწინააღმდეგეს love am
0
№9
ავტორი: onlyred
25 თებერვალი 2019 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ერერას ტრავმა აქ.
პოგბა არ იქნება
ლინგიც არ იქნება
ალბათ არც მატა
მარსიალიც საეჭვოა.
ამდენი კაცის დანაკლისი და ნახევარი გუნდის გამოცლა გუნდურად ცოტას აგვრევს.
დაცვა როა კარგი ეგ მიხარია. შედარებით კარგია ადრინდელისგან და 1-2 თამაშში შეთამაშდებიან კიდე უკეთესად.
კონტრებზე ვითანაშებთ დიდი ალბათობით და იმედია ბავშვებს დააყენებს. ცენტრში ფრედიც მომეწონებოდა. ჩონგი ან გომესი კიდე ფლანგზე
0
№10
ავტორი: JuanMata
25 თებერვალი 2019 15:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა ვიცი, ამათთან ჯობია მგონი აკადემიის ფეხბურთელებით გავიდეთ, გამოცდილებას მაინც მიიღებენ.
პრინციპში ისედაც არ გვყავს გუნდი.

დაცვა ჯანმრთელია და ალბათ

იანგი -- სმოლინგი -- ლინდელოფი -- შოუ

იდგება.
ნახევარდაცვაში ძირითადის არავინ გვყავს.

პერეირა -- სკოტი -- ფრედი

სავარაუდოდ.

თავდასხმა

სანჩესი -- ლუკაკუ -- ??

ან გომესი დადგება, ან ჩონგი.

კიდევ ერთი ვარიანტია 3-5-2 ვცადოთ.
დაცვას ჯონსი დაემატება, საყრდენები სკოტი და ფრედი, 10-ზე პერეირა, წინ ლუკაკუ სანჩესი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top