თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 20:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1854,
კომენტარები: 9
ფერგიუსონის სურვილები ცნობილია
ლეგენდარულ "წითელ ეშმაკს" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ეს სპეციალისტი სურს.
ფერგიუსონის სურვილები ცნობილია
მიუხედავად იმ წარმატებული მატჩებისა, რასაც "მანჩსტერ იუნაიტედის" ახალდანიშნული ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სოლსკიაერი ატარებს, მისი მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პრესის ზოგიერთი წყარო ოლე გუნარს გუნდში დარჩენას უწინასწარმეტყველებს, ხოლო ზოგის გადმოცემით, კლუბის ბოსები ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცზე მაურისიო პოჩეტინოზე ფიქრობენ.

ცნობილია ინგლისური გრანდის ლეგენდის სერ ალექს ფერგიუსონის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. Daily Mirror - ის მიერ გავრცელებული ცნობით, სერ ალექსს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერი სურს რა თქმა უნდა გაუმჯობესებული გრძელვადიანი კონტრაქტით.

აღნიშნული წყაროს მტკიცებით, ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ ფერგიუსონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქედან გამომდინარე ის დიდი სიამოვნებით იხილავდა ნორვეგიელს გუნდის თავკაცის პოსტზე მომავალ სეზონებშიც.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2019 20:30
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რა თქმა უნდა ბაბუ, შენც მარტივად შეძლებ ხოლმე რჩევების მიცემას სოლსკიაერისთვის. ოლეს დანიშვნით ჩათვალეთ რო ბაბუც ჩვენთან იქნება რაღაც დოზით.
1
№2
ავტორი: M.Rashford
24 თებერვალი 2019 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
პოჩეტინო მაგარი მწვრთნელია, მაგრამ ჭანჭიკი თუ გადაუტრიალდა მერე იცის ბარნლისთან რომ ქნა გუშინ ეგეთები... ასე რომ არამგონია გამოადგეს გუნდს. აიაქსის მწვრთნელი მომწონს მე პირადად ძან, მაგ და სოლსკიაერი მაგ ორს ვისურვებდი მომავალ სეზონში. სოლსკიაერის რაც არ მომწონს ზოგჯერ სანახაობრივ თამაშზე ხელს იღებს ხოლმე და შედეგი უნდა...
0
№3
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2019 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აქ იმაზე უკვე აღარაა საუბარი, ის ჯობია არა ეს ჯობია, ამ კაცმა რაც შეძლო უბრალოდ დაფასებას იმსახურებს და ეკუთვნის რომ განახორციელოს ზაფხულში ტრანსფერები, ერთი სეზონი მაინც თავის შერჩეული ფეხბურთელებით ითამაშოს, ალბათობა იმის, რომ შემდეგი სეზონი ბოლო წლებში ყველაზე მაგარი გამოდგება, ძალიან დიდია, იმ შედეგებიდან გამომდინარე რასაც მან მიაღწია, ამ მოკლე დროში, ტიპმა ეგრევე გადაიბარა გუნდი, ყოვლად უმოტივაციო ფეხბურთელებით და გუნდი ფეხზე დგას, ყველასთვის ანგარიშ გასაწევი ძალაა რაც დრო გადის, 3 მაგარი ტრანსფერი და შემდეგ სეზონში როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ და მერე გინდა პსჟ შეგვხვდეს, გინდა რეალი, გინდა ბაიერნი და გინდა ბარსელონა, ყველასთან გვექნება ჩვენ ჩვენი პლიუსები, როგორც ფერგის დროს, მე არასდროს მივტირი ძველ დროს და მინდა ამ კაცმაც შექმნას რაღაც მანჩესტერისთვის, იმსახურებს შანსს და ვფიქრობ რომ გაამართლებს... love am
0
№4
ავტორი: ROI
24 თებერვალი 2019 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Ole unda darches aucileblad sastavi unda gadzlierdes da mivigebt imas rsc gvsuurs yvelas
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2019 21:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ გადმოსახედიდან ოლეს დატოვებენ და დანარჩენს სეზონის ბოლო გვიჩვენებს. თუმცა ოლემ იმხელა სამუშაო გასწია ცოტა უსამართლობა იქნება გაშვება.
0
№6
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აუცილებლად უნდა დარჩეს ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ რატო უნდა გაუშვან love
0
№7
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2019 21:43
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
სულშერი არის ადამიანი რომელიც ჭირდება მანჩესტერს,რადგან ესმის ამ გუნდის,ესმის მისი ფილოსოფია და ესმის თუ როგორ უნდა შთაუნერგოს ფეხბურთელებს ამ გუნდის სიყვარული.იმის და მიუხედავად რომ არის შეცდომები ვფიქრობ საოცრად კარგად უძღვება თავის საქმეს და როგორც ადრე ვთქვი ის აუცილებლად გაუმჯობესდება როგორც მწვრთნელი.ახლა არის სულ სხვა ადამიანების მიერ აწყობილ გუნდში.ვინებს აღარ მიეცათ შანსი და ძაან საცოდაობა იქნება რომ ამ კაცს არ გაუფორმონ კონტრაქტი.ზოგი ფეხბურთელი ვერ იღებს შანს,მაგრამ ეს ბუნებრივიცაა და რატომ?იმიტომ რომ ოლე ფრთხილობს,ყოველი ასეთი თამაში მისი დარჩენის-არ დარჩენის საკითხს წყვეტს,აქედან გამომდინარე ყველას ვერც ენდობა ასე ხელაღებით,ამიტომაც არის თავისებურად ცოტათი პრაგმატულიც,მაგრამ დარწმუნებული ვარ კონტრაქტს რომ დაუდებენ უფრო თავისუფლად იმუშავებს და კიდევ უფრო ბევრს მისცემს შანსს.ასევე საეჭიროა მისი ფილოსოფიის მქონე ფეხბურთელებიც იყიდონ რომ უკეთესად განახორციელოს საკუთარი აზრები.
0
№8
ავტორი: PaLoMo
24 თებერვალი 2019 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: LASHQARA
აქ იმაზე უკვე აღარაა საუბარი, ის ჯობია არა ეს ჯობია, ამ კაცმა რაც შეძლო უბრალოდ დაფასებას იმსახურებს და ეკუთვნის რომ განახორციელოს ზაფხულში ტრანსფერები, ერთი სეზონი მაინც თავის შერჩეული ფეხბურთელებით ითამაშოს, ალბათობა იმის, რომ შემდეგი სეზონი ბოლო წლებში ყველაზე მაგარი გამოდგება, ძალიან დიდია, იმ შედეგებიდან გამომდინარე რასაც მან მიაღწია, ამ მოკლე დროში, ტიპმა ეგრევე გადაიბარა გუნდი, ყოვლად უმოტივაციო ფეხბურთელებით და გუნდი ფეხზე დგას, ყველასთვის ანგარიშ გასაწევი ძალაა რაც დრო გადის, 3 მაგარი ტრანსფერი და შემდეგ სეზონში როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ და მერე გინდა პსჟ შეგვხვდეს, გინდა რეალი, გინდა ბაიერნი და გინდა ბარსელონა, ყველასთან გვექნება ჩვენ ჩვენი პლიუსები, როგორც ფერგის დროს, მე არასდროს მივტირი ძველ დროს და მინდა ამ კაცმაც შექმნას რაღაც მანჩესტერისთვის, იმსახურებს შანსს და ვფიქრობ რომ გაამართლებს... love am

ახალ ისთ სიტუაციაშია მის გაშვება დარჩნის საკითხი ოთხეულში შესვლაზეა დამოკიდებული ამიტომაკეთებს ამას თვიდან არაინტერესებდა რეაიქნებოდა იმხელა სხვაობა იყო და შნასიც დაბალი ოთხეულში მოსახვედრათ ახალკი სულსხვა სიტუაციაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Vaskaa
25 თებერვალი 2019 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ეხლა ეს არის უბრალოდ დროის ამბავი. გაუწელება მაისამდე ან ცოტა იქით კიდე. ბოლოს გაუფორმებენ კონტრაქტს. მინიმუმ 2 წლიანს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top