თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 19:38
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1999,
კომენტარები: 14
შეფასებები: იუნაიტედი - ლივერპული
"იუნაიტედის" მოთამაშეთა შეფასებები.
შეფასებები: იუნაიტედი - ლივერპული
გთავაზობთ EplInsider-ის შეფასებებს ათბალიანი სისტემით:

დავიდ დე ხეა: ესპანელს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ გუნდი იანგის შეცდომის დროს იხსნა - 6.5

ლინდელოფი: საუცხოო მატჩი. ბრწყინვალედ გაართვა თავი სალაჰის და მანეს მეურვეობას - 7.5

სმოლინგი: გოლის დროს ოფსაიდი მის გამო დაფიქსირდა, მაგრამ სალაჰი კარგად აიყვანა. კარგი მატჩი - 7.5

ეშლი იანგი: სულელური შეცდომა პირველ ტაიმში, თუმცა მთლიანობაში არა უშავდა - 6

ლუკ შოუ: დაცვაში შესანიშნავად იდგა - 7.5

პოგბა: ნათელი წერტილი შეტევაში, რომლისგანაც კრეატივი მოდიოდა - 7

ერერა: რა მატჩი! ერთ-ერთი საუკეთესო იყო ცენტრში სანამ გავიდოდა - 8

მაკტომინაი: ნორმალური შეხვედრა, მატიჩის დანაკლისი ბოლომდე ვერ შეავსო - 6

მატა: პირველ ტაიმში დაიმტვრა, მანამდეც დიდი არაფერი გაუკეთებია - 5

ლუკაკუ: სახიფათო არ ყოფილა, მაგრამ ყველა ეპიზოდში კბილებით იბრძოდა - 6.5

რეშფორდი: ხიფათი მეტოქის კართან არც მას შეუქმნია, მაგრამ ტრავმიანმა ბოლომდე იბრძოლა - 7

შეცვლიდან შემოსულები:

პერეირა: გულით თამაშობდა, ნორმალური იყო - 6.5

სანჩესი: რაც შეეძლო ცდილობდა - 6.5

ლინგარდი: არაფრით გამოირჩეოდა, სახიფათო მომენტიც გაანიავა - 5

ოლე გუნარი: ტაქტიკურად კარგად იმუშავა იმის გათვალისწინებით რომ 3 ფეხბურთელი მალევე დაემტვრა. თუმცა ლინგარდის დაყენება სანჩესის ნაცვლად მთლად მართებული არ იყო. ოლეს არც ტრავმირებული მარსიალის და მატიჩის გამოყენება შეეძლო, თუმცა საბოლოოდ გუნდი ასე თუ ისე სასურველ შედეგამდე მიიყვანა - 8

წყარო: EplInsider.com
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2019 19:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერერაზე რა მოასწრეს საინტერესოა wink
0
№2
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Araferi ar gvaq satqmeli bichebze uaryofiti chatvalet Ro 10 kacit vtamashobdit reshis tramva qonda mteli tamashi titqmis:((( ro ar is mcire tamashgare da jesis Ra momenti....
0
№3
ავტორი: MANUTD1878
24 თებერვალი 2019 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
აუცილებლად არის მოსაყვანი მარჯვენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი და ცენტრში ვინმე ბურთის დამჭერი სქოულზის 10 პროცენტი მაინც რო იყოს ისეთი:{{ რაც შეეხება თამაშს სიტუაციიდან გამომდინარე შედეგი მაქსიმუმი იყო.
1
№4
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2019 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ისეთი თამაში იყო სათქმელი არაფერია, თითქოს არც ჩატარებულა და თითო თითო ქულა მოგვცეს winked am
0
№5
ავტორი: M.Rashford
24 თებერვალი 2019 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ამ სანცესის ამბავი რომ იცის ფრედი უნდა მოესინჯა ჩემი აზრით.... ყველას აძევს შანსს ფრედის გარდა, არადა ამდენია გადახდილი რას ყიდულობდნენ ტყუილად
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2019 21:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: ikeoni
Araferi ar gvaq satqmeli bichebze uaryofiti chatvalet Ro 10 kacit vtamashobdit reshis tramva qonda mteli tamashi titqmis:((( ro ar is mcire tamashgare da jesis Ra momenti....

ლუკაკუმ რა პასი გაუძრო პირი დავაღე.ამ ხემ ბოლო თამაშებში ოღონდ მათამაშონო და გუნდზე თამაშობს მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას გუნდი არ მუშაობს მასზე.3-5-2 ეგაა გასაღები ნახევარდაცვის არ წაგების ან მთლიანად დაცვის ხაზის შეცვლა ტექნიკური და პასიანი მცველებით.მოკლედ ამ აზრზე ვიყავი 2 წელია და ისევ იმ აზრზე ვრჩები.გუნდში სანამ მეორედ მოსვლა არ ჩატარდება და განკითხვა,რუის ურბნისის კრება დააექვით თუ გინდა და სანამ არ გაასხამს აქედან საშუალო დონის ყველა ფეხბურთელი მანამ ძალიან გაუჭირდება ოლეს და ნებისმიერ სხვას.
0
№7
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
Araferi ar gvaq satqmeli bichebze uaryofiti chatvalet Ro 10 kacit vtamashobdit reshis tramva qonda mteli tamashi titqmis:((( ro ar is mcire tamashgare da jesis Ra momenti....

ლუკაკუმ რა პასი გაუძრო პირი დავაღე.ამ ხემ ბოლო თამაშებში ოღონდ მათამაშონო და გუნდზე თამაშობს მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას გუნდი არ მუშაობს მასზე.3-5-2 ეგაა გასაღები ნახევარდაცვის არ წაგების ან მთლიანად დაცვის ხაზის შეცვლა ტექნიკური და პასიანი მცველებით.მოკლედ ამ აზრზე ვიყავი 2 წელია და ისევ იმ აზრზე ვრჩები.გუნდში სანამ მეორედ მოსვლა არ ჩატარდება და განკითხვა,რუის ურბნისის კრება დააექვით თუ გინდა და სანამ არ გაასხამს აქედან საშუალო დონის ყველა ფეხბურთელი მანამ ძალიან გაუჭირდება ოლეს და ნებისმიერ სხვას.

დარწმუნებული ვარ ბევრი ცვლილება იქნება ზაფხულში ძმა
0
№8
ავტორი: kobinio
25 თებერვალი 2019 00:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ოლეგუნარ სოლსკიაერი პიროვნება ვინც დაუბრუნებს გუნდს დიდებს!!!
გგმუ
0
№9
ავტორი: GIOMU
25 თებერვალი 2019 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
1000% გვჭირდება 4 5 ფეხბურთელის დამატება რა. პსჟ-თან ხომ გამოჩნდა და ახლა კიდე ლივერპულთან. ამდენი ფული გვაქვს და ტრანსფერებს...
0
№10
ავტორი: JuanMata
25 თებერვალი 2019 03:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დაცვის ხაზი იანგის გარდა და პოგბა ძაან კარგი იყო, დალშე ბევრი არაფერი.
ერერას 8-იანს ვერ ვხვდები, ნახევარი ტაიმიც არ უთამაშია, მაშინ მატას 7 მაინც ეკუთვნის, ტრავმიანმა კაცმა კუთხურიდან სდია სალაჰს და საჯარიმოში ბურთი წაართვა, 100% მომენტისგან იხსნა გუნდი.

მაკტომი კარგი იყო დაცვაში, შეტევაში ბურთის წაღება ვაფშე არ გამოსდის, მაგრამ ჩაშლაზე ცუდი არ ყოფილა. წინა ხაზმაც კარგად იმუშავა შავ სამუშაოზე.

ერთი გული იმაზე მწყდება, რომ ასეთ მკვდარ ლივერპულთან ამდენი ტრავმა დაემთხვა, მოგების დიდი შანსი გვქონდა, მიუხედვად ყველაფრისა მაინც მანჩესტერი უფრო მწვავე იყო.

საყრდენი ნახევარმცველი გვჭირდება, მატიჩის არ ყოფნა ძალიან სერიოზულად ეტყობა გუნდს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top