თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 19:04
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1307,
კომენტარები: 4
დე ხეას მე-100
დავიდ დე ხეას მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში.
დე ხეას მე-100
ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა. შეხვედრა დავიდ დე ხეასთვის საიუბილეო გამოდგა - ესპანელმა მეკარემ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში მე-100 მშრალი მატჩი ჩაატარა.

ამ მაჩვენებლით 28 წლის ესპანელი მე-15 მეკარე გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია, ხოლო პეტერ შმეიხელის შემდეგ მეორე, რომელმაც ეს "იუნაიტედის" მაისურით შეძლო.

დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011/12 წლის სეზონის შემდეგ ასპარეზობს. ამ დროის მანძილზე ესპანელმა პრემიერ ლიგის ეგიდით 264 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში 28 წლის მეკარემ "იუნაიტედის" მაისურით 348 შეხვედრა ჩაატარა და 128-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" რეკორდი პრემიერ ლიგის მშრალი მატჩების რაოდენობით, პეტერ შმეიხელის ანგარიშზეა, რომელმაც 112 შეხვედრაში მოახერხა გოლის არ გაშვება.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2019 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთადერთი დადებითი რამ იყო ამ თამაშში ეს ამბავი
0
№2
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dexea❤️
0
№3
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2019 20:12
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კიდევ ბევრი მიგემატებინოს ჩუვაკ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე !!!

შმეიხელის რეკორდიც მალე მოიხსნება ეჭვგარეშეა.
0
№4
ავტორი: onlyred
24 თებერვალი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ჩეხია პირველზე როგორც ვიცი და რამდენი აქვს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top