თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 11:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1615,
კომენტარები: 8
"მე წასაგებად არასდროს გამოვსულვარ, ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობ"
ოლე გუნარი "ლივერპულთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა მატჩში დომინანტობა და შემტევი ხასიათი უნდა შეინარჩუნოს.

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ, "იუნაიტედმა" 13 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ოლემ "ლივერპულთან" მატჩში გამოსაყენებელ ტაქტიკაზე ისაუბრა.

"ჩვენ ყოველთვის გვსურს, რომ ინიციატორები ვიყოთ. პსჟ-სთანაც წინიდან დავიწყეთ თამაში, შემდეგ ისინი გახდნენ ინიციატორები და ამ თამაშში ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვსურდა. ამ მატჩში ვეცდებით, რომ დომინანტები ვიყოთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით მათი ძალის შესახებ."

"ვიცით, რომ ისინი ჩვენს შეცდომებს დაელოდებიან და კონტრშეტევებს შემოგვთავაზებენ, მაგრამ თუ უკან დავიხევთ, მაშინ დომინირებას ეცდებიან."

"არ გვინდა, რომ ეს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდეს, ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თამაშისთვის ბიძგის მიმცემნი."

"ყოველთვის ერთი ფიქრი მაქვს - გავიმარჯვო. არასდროს, არასდროს გამოვსულვარ სტადიონზე წასაგებად ან მხოლოდ ერთი ქულის მოსაპოვებლად."

"11 ფეხბურთელის წინაღმდეგ ვთამაშობთ და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის წინააღმდეგ. ასე რომ თუ იმის გაკეთებას შევძლებთ "ლივერპულთან", რაც უკვე რამდენიმე გუნდთან შევძელით, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები."

"თუ სხვაგვარად მოგვიწევს თამაში, მაშინ თამაშის ბედი თავისთავად გადაწყდება, ასე რომ დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია."

"როდესაც სეზონის დასაწყისში ცხრილი ნაწილდება, პირველი მატჩი რომლის თარიღსაც ამოწმებ "ლივერპულთან" ჩასატარებელი მატჩია "ოლდ ტრაფორდზე". ერთხელ ნორვეგიიდან ჩამოვედი და სტუდიაში გარი ნევილსა და კარაგერთან ერთად ვუყურე მატჩს, როცა დავიდ დე ხეა უბრალოდ დაუჯერებელი აღმოჩნდა. მგონი, ექვსი თუ შვიდი სეივი განახორციელა და საბოლოოდ 3-0 ანგარიშით გავიმარჯვეთ. მანჩესტერული სამყარო ამ დღეს დაუჯერებელი იყო. ეს ყველასთვის სამახსოვრო დღე და მატჩია."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2019 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
იმიტომაც იგებს თამაშებს, გამარჯვებულის ფსიქოლოგია ეგეთია, სულ მოსაგებად გადის ყველანაირ ბრძოლის ველზე, ამ შემთხვევაშიც ეგრე იქნება, ბოლო წლების საუკეთესო დაპირისპრებას ველოდები, ამ ორი გუნდის შესრულებით, სადაც მხოლოდ ერთ შედეგს ველოდები, ეს ჩვენი გამარჯვებაა, მიდით ბიჭებო დღეს გაახარეთ ჩვენი გულები love am
0
№2
ავტორი: kobinio
24 თებერვალი 2019 11:20
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აი ეს განსხვავებაა ნებისმიერ სხვა მწვრთნელსა და სოლსკიაერს შორის რომ მისთვის იუნაიტედი და მისიტრადიციები სულ სხვა გრძნობა და პასეულობებია ვიდრე ეს მაურინიოსთვის,ზიდანისთვის ან პაჩეტინოსთვის იქნება.
ოლესთვის ეს სხვა თამაშია,სხვა ჟინი და სხვა ბრძოლაა... იმედია მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება და დღევანდელ დღეს სიხარულსაც გვაჩუქებს.
0
№3
ავტორი: pogbboom
24 თებერვალი 2019 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
დღეს მთელი სოფლიო ჩერდება წითელი ეშმაკებისთვის. უეჭველი 3 ქულა გვინდა ბიჭებმა თავი უნდა დადონ სისხლი უნდა გადმოაფრქვიონ ისე უნდა ითამაშონ უნდა ეშინოდეს ლივერპულს და მთლიან მსოფლიოს ოლდ ტრაფორდის ბიჭებო მე თქვენი მჯერა აბა თქვენ იცით თან ტოტენჰემაც წააგო ორმაგად მონდომებით! გგმუ manutd manutd
0
№4
ავტორი: The Special One
24 თებერვალი 2019 12:12
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
"ყოველთვის ერთი ფიქრი მაქვს - გავიმარჯვო. არასდროს, არასდროს გამოვსულვარ სტადიონზე წასაგებად ან მხოლოდ ერთი ქულის მოსაპოვებლად."

აბა თუ მიხვდებით ვისი სიტყვები გამახსენდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: setera
24 თებერვალი 2019 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
მიდი ოლე 2003 წელი გაახსენე ბოლო წერტილი რომ დაასვი და 4-0 დავადეთ. ყველაზე კარგი ანგარიში ეს იყო რაც მე მახსოვს. მე-3 ზე ვართ ოლე მიდი. manutd
0
№6
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
როგორ შეგვაყვარა თავი კიდე უფრო ოლეგამ ძაან მაგარი ხარ love
1
№7
ავტორი: 100%Red
24 თებერვალი 2019 13:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
GGMU დღეს სისხლი უნდა დაღვარონ იმენა არაამქვეყნიურად უნდა ითამაშონ, დარწმუნებული ვარ ყველამ იცის გუნდში რას ნიშნავს ეს თამაში და ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად am
ბოლო-ბოლო უჩვენებს სილკი???? პროგრამაში გუშინ ეწერათ და კიდე არ შეუსწორებიათ, ეს თუ არ აჩვენესდა რავი
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2019 13:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: 100%Red
GGMU დღეს სისხლი უნდა დაღვარონ იმენა არაამქვეყნიურად უნდა ითამაშონ, დარწმუნებული ვარ ყველამ იცის გუნდში რას ნიშნავს ეს თამაში და ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად am
ბოლო-ბოლო უჩვენებს სილკი???? პროგრამაში გუშინ ეწერათ და კიდე არ შეუსწორებიათ, ეს თუ არ აჩვენესდა რავი


უნივერსალზეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top