ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა მატჩში დომინანტობა და შემტევი ხასიათი უნდა შეინარჩუნოს.
ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ, "იუნაიტედმა" 13 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ოლემ "ლივერპულთან" მატჩში გამოსაყენებელ ტაქტიკაზე ისაუბრა.
"ჩვენ ყოველთვის გვსურს, რომ ინიციატორები ვიყოთ. პსჟ-სთანაც წინიდან დავიწყეთ თამაში, შემდეგ ისინი გახდნენ ინიციატორები და ამ თამაშში ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვსურდა. ამ მატჩში ვეცდებით, რომ დომინანტები ვიყოთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით მათი ძალის შესახებ."
"ვიცით, რომ ისინი ჩვენს შეცდომებს დაელოდებიან და კონტრშეტევებს შემოგვთავაზებენ, მაგრამ თუ უკან დავიხევთ, მაშინ დომინირებას ეცდებიან."
"არ გვინდა, რომ ეს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდეს, ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თამაშისთვის ბიძგის მიმცემნი."
"ყოველთვის ერთი ფიქრი მაქვს - გავიმარჯვო. არასდროს, არასდროს გამოვსულვარ სტადიონზე წასაგებად ან მხოლოდ ერთი ქულის მოსაპოვებლად."
"11 ფეხბურთელის წინაღმდეგ ვთამაშობთ და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის წინააღმდეგ. ასე რომ თუ იმის გაკეთებას შევძლებთ "ლივერპულთან", რაც უკვე რამდენიმე გუნდთან შევძელით, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები."
"თუ სხვაგვარად მოგვიწევს თამაში, მაშინ თამაშის ბედი თავისთავად გადაწყდება, ასე რომ დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია."
"როდესაც სეზონის დასაწყისში ცხრილი ნაწილდება, პირველი მატჩი რომლის თარიღსაც ამოწმებ "ლივერპულთან" ჩასატარებელი მატჩია "ოლდ ტრაფორდზე". ერთხელ ნორვეგიიდან ჩამოვედი და სტუდიაში გარი ნევილსა და კარაგერთან ერთად ვუყურე მატჩს, როცა დავიდ დე ხეა უბრალოდ დაუჯერებელი აღმოჩნდა. მგონი, ექვსი თუ შვიდი სეივი განახორციელა და საბოლოოდ 3-0 ანგარიშით გავიმარჯვეთ. მანჩესტერული სამყარო ამ დღეს დაუჯერებელი იყო. ეს ყველასთვის სამახსოვრო დღე და მატჩია."