"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი თავის შანს ელოდება დრეს ინგლისის თასის გათამაშებაზე "რედინგის" წინააღმდეგ.24 წლის ანდერსონი თვლის,რომ გუნდში ყველაზე პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს საშუალება აქვს მიმდინარე სეზონი რამოდენიმე ტიტულის მოგებით დაასრულონ,სწორედ ამის შესახებ ანდერსონმა განაცხადა,რომ გუნდს წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება წარმატების მისაღწევად.FA Cup-ზე თუ დღეს "წითელი ეშმაკები" დაამარცხებენ "რედინგს" მათი შემდეგი მეტოქე "მილდსბრო" ან ლონდონის "ჩელსი" იქნება.
"ხალხი ამბობს,რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს ადვილი მატჩები,მაგრამ ფეხბურთში ადვილი მატჩები და ადვილად დასამარცხებელი მეტოქე არ არსებობს.ყველა ფეხბურთელს აქვს გარკვეული დავალება და ყველა ცდილობს,რომ ეს დავალება კარგად შეასრულოს.დღეს ჩვენ ნამდვილი გამოცდა გველის "რედინგის" სახით." - განაცხადა ანდერსონმა.
"როდესაც ჩვენი მეტოქე "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობს მათ სულ სხვა პოტენციალი და მისიები აქვთ.ყველა გუნდს უჭირს ამ მოედანზე თამაში.ჩვენ არ განვასხვავებთ ძლიერ და სუსტ გუნდს,რადგან როდესაც ჩვენ გავდივართ მოედანზე ვფიქრობ მხოლოდ გამარჯვებაზე და არა მეტოქის სიძლიერეზე."
"მანჩესტერ იუნაიტედის" 24 წლის ნახევარმცველმა ანდერსონმა ასევე გაიხსენა პრემიერ ლიგიში ჩატარებული უჩვეულო მატჩი "რედინგის" წინააღმდეგ,სადაც სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა პირველ ტაიმსი ბრწყივალე 7 გოლი იხილა ხოლო მეორე ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა.საბოლოოდ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 3:4 იმარჯვეს ბრაიან მაკდერმონტის გუნდთან.
"ეს იყო გიჟური თამაში! - პირველი ტაიმის ნახევარში სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ბრწყინვალე 7 გოლი იხილა.საერთოდ ყოველთვის ძნელია გასვლითი მატჩის ჩატარება,მაგრამ ეხლა ჩვენ "რედინგს" სახლში ვმასპინძლობთ და ვფიქრობ დღეს სულ სხვა თამაში იქნება."
ანდერსონს იმედი აქვს,რომ მიმდინარე სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და თავისი კარიერისთვის წარმატებული იქნება.ბრაზილიელმა განაცხადა,რომ გუნდს ყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი,რომლებსაც ენდობა სერ ალექს ფერგიუსონი.
"ჩვენ ბოლო რამოდენიმე კვირაში რთული მატჩები ჩავატარეთ,მაგრამ ჩვენს გუნდს შესწევს იმის ძალა,რომ ყველა დაბრკოლება გადალახოს.სერ ალექს ფერგიუსონი ცდილობს ყველა ფეხბურთელს მისცეს სათამაშო დრო შეძლებისდაგვარად.ფეხბურთელი ყოველთვის უნდა იყოს მზად თავისი შანსის მისაღებად,რადგან არავინ არ იცის თუ როდის შეგიყვანს შენ მოედანზე მთავარი მწვრთნელი.იმედია დღეს ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მოტოქეს და გადავალთ შემდეგ ეტაპზე." - დაასრულა ანდერსონმა.