თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2019, 21:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1570,
კომენტარები: 4
"ამ ემოციას ვერ ავხსნი, ეს უნდა იგრძნოთ"
ოლე გუნარ სოლსკიაერი მატჩის წინ.
კვირას "მანჩესტერულ" სამყაროს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა. ეს არ არის უბრალო ბრძოლა სამი ქულისთვის, ეს "იუნაიტედი" - "ლივერპულია". რა თქმა უნდა, ეს მატჩი თავისი განსაკუთრებულობით ოლე გუნარისთვისაც განსხვავებულად ამაღელვებელია. იხილეთ ნორვეგიელის ინტერვიუ მატჩის წინ.

-რას ნიშნავს "იუნაიტედი"-"ლივერპული" თქვენთვის?
-ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი კარგი და ცუდი მოგონება მაქვს ამ მატჩთან, როგორც ფეხბურთელის და როგორც გულშემატკივრის რანგში. როგორც ფეხბურთელი, მაქსიმალურ კონცენტრაციას მიმართავ შენს თავზე და ცდილობ, რომ საუკეთესოდ ითამაშო. როცა გულშემატკივარი ხარ, მთელი ემოციებით ხარ მოცული და ერთი სული გაქვს, თუ როდის მოვა მატჩი. ახლა მწრთვნელი ვარ და ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ ფეხბურთელებში ტემპერამენტი დავარეგულირო. ვიზრუნო გულშემატკივრებზე, გუნდზე, საერთოდ ყველაფერზე, ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა. ეს დიდებული თამაშია, ყოველ წელს, როდესაც ცხრილი იდება, პირველ რიგში ამ მატჩის თარიღს ამოწმებ. ყველაფერი, უბრალოდ, განსაკუთრებულია, საოცარია.

-როგორი იყო სერ ალექსი ამ მატჩების წინ?
-ამას ვერ ავხსნი, ეს უნდა იგრძნოთ. წლიდან წლამდე ყველაფერი იცვლებოდა, ის შესაძლოა, გაბრაზებული, ან ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა უნდა ეთქვა ჩვენთვის, როგორ უნდა მოვემართეთ, რა ჩარჩოში უნდა მოეცა თავისუფლება. თუ მანამდე ბევრი მატჩი გვქონდა წაგებული, ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, რადგან დიდებულად დავბრუნებულიყავით, ხოლო თუ მანამდეც ბევრი გამარჯვება გვქონდა და მივფრნავდით, კიდევ უფრო მეტად ვემზადებოდით, რადგან არ შეიძლებოდა, რომ "ლივერპულთან" დავმარცხებულიყავით. მისგან ვიცოდით და ვგრძნობდით, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით. "ლივერპული" ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ეს მტრობა ვენებში სისხლად გაგვდიოდა, მწრთვნელი სულ ამას გვიმეორებდა: "ლივერპული" უნდა დაგვემხო". მისი დანახვისთანავე იგრძნობდით, რომ ეს განსაკუთრებული იყო, არ აქვს მნიშვნელობა რეზერვები თამაშობდნენ, 18 წლამდელები, პირველი გუნდი თუ ვინ... ეს დიდებული იყო აბსოლუტურად ყველასთვის და ყველაფრისთვის. ჩვენ ხომ ორი ყველაზე წარმატებული გუნდი ვიყავით ინგლისის ისტორიაში.

-და ის გოლი 1999 წელს?
-იმ მატჩში სამჯერ შევეხე ბურთს, ერთხელ შევაჩერე, ერთხელ გავისწორე და ერთხელ კარაგერის ფეხებს შორის გავაძვრინე. ჩვენ მათ მთელი მატჩის განმავლობაში ჩამოვრჩებოდით. ბევრი შანსი გვქონდა, როი კინს და რაიან გიგზს განსაკუთრებით ბევრი მომენტი ჰქონდათ, საბოლოოდ, იორკა გაიტანა. მეგონა, რომ განმეორებითი მატჩი მოგვიწევდა, მაგრამ შემდგომ სტემმა ბურთი მიიღო, სქოულზმა გააკონტროლა და შემდგომ მე გავიტანე. მხოლოდ სამჯერ შევეხე ბურთს. განსაკუთრებული აღნიშვნები არასდროს მახასიათებდა, მაგრამ ამ მომენტში სუნთქვაც კი შევწყვიტე. ვერ ვაზროვნებდი, ვერ ვსუნთქავი, ჰაერი არ მყოფნიდა. ვეცადე, რომ გერბს შევხებოდი, მაგრამ ყველა ჩემს ზემოთ იყო და ეს ვერ მოვახერხე.

-რას იტყვით დიეგოს დუბლის შესახებ?
-მახსოვს მისი ორი გოლი. რა თქმა უნდა, მეკარემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ეს მგონი ერთადერთი თამაშია, რომელიც სრულად ვითამაშე "ენფილდზე". კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ მატჩთან.

-ადევნებდით თუ არა "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებებს თვალს ბოლო დროს?
-სამწუხაროდ, ნორვეგიიდან ბევრი მატჩის ყურება ვერ მოვახერხე, მაგრამ 2015 წლის თამაში მახსოვს, სადაც დავიდ დე ხეა ფანტასტიკური იყო. 2014 წლის მატჩიც მახსოვს, მაშინ "კარდიფს" ვწრთვნიდი. "ლივერპული" ტიტულისთვის იბრძოდა და ჩვენი დამარცხება სამი ბურთის სხვაობით შეძლო. ძალიან ცუდად მახსოვს ეს დღე. გასული წლის თამაშსაც ვუყურე სახლში ტელევიზორის წინ. ჩემს გოგონას "იუნაიტედის" მაისური ეცვა, რადგან ის რეშფორდის დიდი გულშემატკივარია და ეს გასაკვირი არც არის, შეუძლებელია, რომ ამ ბიჭს არ გულშემატკივრობდე და ამ ბიჭით არ აღფრთოვანდე. "ლივერპულის" დამხობა ჩვენ შევძელით, 20 18-ის საპირისპიროდ. არასდროს გაქვს იმის სურვილი, რომ შენმა მოსისხლე მტრებმა დაგამარცხონ. გულშემატკივრის რანგში ეს თამაში კიდევ უფრო განსხვავებულია. ახლა მწრთვნელი ვარ და ვალდებული ვარ, რომ განსხვავებულად ვიაზროვნო და ვიმოქმედო. ჩვენ ამას სხვის შესაჩერებლად კი არა, საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. მე ვე გავაკონტროლებ რას იზამს "ლივერპული", "სიტი" ან "ტოტენჰემი", მე მხოლოდ ჩვენს ენერგიაზე შემიძლია კონცენტრირება. მხოლოდ იმაზე შემიძლია ფოკუსირება, რისი კონტროლიც ჩემს ხელთაა და ეს არის განწყობა, გარემო, ტემპერამენტი და შემართება.

-არის "ლივერპული" "იუნაიტედზე" უკეთესი გუნდი?
-"ლივერპული" კლოპის მოსვლის შემდეგ უკეთესი გუნდია, ის თავის საქმეს ფანტასტიკურად აკეთებს. ჩვენ მათზე უკეთ ვარ და მათ საოცარი სტარტი აქვთ აღებული, მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ცხრილში ზემოთ გადავინაცვლოთ, ჩვენს ადგილას დავბრუნდეთ და ჩვენს თავს შიშის ფაქტორი დავუბრუნოთ. მე აქ კიდევ რამდენიმე თვე ვრჩები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ.

-თუ "ლივერპულს" დაამარცხებთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი დავალება შესრულებულია?
-ყველა თამაშის შემდეგ ასე ამბობენ. თუმცა ყველა მატჩი, ყველა კვირა, ყველა წუთი მორიგი გამოცდაა. ყველა დღისგან მაქსიმუმი უნდა მიიღო და განვითარდე. თუ თქვენთბის ერთ დღეს მისაღები ხდება დაბალი სტანდარტები, შემდეგ დღესაც უფრო დადაბლდება და ბოლოს ძალიან შორს აღმოჩნდებით. ჩვენ უკვე ძალიან შორს ვართ, ასე რომ პირადად მე გაჩერებას არ ვაპირებ და არც არასდროს შევწყვეტ გაუმჯობესებას.


SkySports
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 22:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია პესეჟესთან დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდება, გუნდმაც რეაბილიტაცია მოახდინა ჩელსისთან, კარგი განწყობით გავა ამ მატჩზე.

ჩემი აზრით, თავიდანვე მაღალი ტემპი უნდა შეთავაზოს ოლემ ლივერპულს და თამამად უნდა შეუტიოს, ასე უფრო დიდი შანსია გამარჯვების.
0
№2
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2019 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11436
Ramdenime tve ar dagcha aq wlebi dagcha wlebi ole ❤️
0
№3
ავტორი: kobinio
23 თებერვალი 2019 23:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმედია კიდევ დიდიხნით დარჩები...
ასე მონდომრბული ჯერ თამაშს არ დავლოდებივარ.
0
№4
ავტორი: gaga1987
24 თებერვალი 2019 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Mevaseba amis preskonpereciebi. Tipia raaa. Icis sadaa da raunda gaaketos.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top