თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2019, 20:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1454,
კომენტარები: 3
"ჩვენ 75000-ით მეტნი ვიქნებით"
ხუან მატა მატჩის წინ.
ხუან მატა კვირის მატჩს მოუთმენლად ელოდება. მისი აზრით, ეს უდიდესი მატჩია ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.

"ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ თერთმეტმა, არამედ 75000-მა ადამიანმა ითამაშოს "ოლდ ტრაფორდზე" კვირას და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება და გულშემატკივრები ჩვენ გვერდში იქნებიან."

"დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაგვეხმარებიან გამარჯვებაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში "ოლდ ტრაფორდზე" გარემო უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ისინი ბედნიერები არიან. ისინი მოდიან და შედეგებსაც იღებენ. სახლში ბედნიერები ბრუნდებიან და ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ კვირას ზუსტად იგივე მოხდება."

"იუნაიტედში" მოსვლის დღიდან ვიგრძენი, რომ ეს უდიდესი კლუბი იყო. "ლივერპული" - "იუნაიტედი", "იუნაიტედი" - "ლივერპული" - ყველა ელის ხოლმე ამ დერბის, ყველა გრძნობს რაღაც შინაგან ღელვას, სხვანაირ განწყობას, რომელიც მხოლოდ ამ მატჩს სდევს. მთელი კვირა ყველა ამ მატჩზე საუბრობს, ყველა ამ მატჩზე ფიქრობს. ვეცდებით, რომ ყველანაირად განსაკუთრებული დღე იყოს ყველასთვის."

"რა თქმა უნდა, როდესაც იგებ და კარგ შედეგებს დებ, ყველა უფრო ბედნიერია. მეტ თავდაჯერებას გმატებს და უფრო უკეთაც ახერხებ თამაშს."

"ახლა ამისთვის ვცხოვრობთ, ვიბრძვით და ასეც განვაგრძობთ სვლას. ამ პოზიტივს აუცილებლად შევინარჩუნებთ სეზონის ბოლომდე."

"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი "ენფილდზე" გატანილი გოლია. მაშინ მაკრატელა გავიტანე და ეს მომენტი ჩემთვის ყოველთვის დარჩება განსაკუთრებულად ჩემს გულში."

"ეს უდიდესი და უბედნიერესი მოგონებაა "ლივერპულთან" ჩატარებული მატჩებიდან. ძალიან ბევრი მატჩი მახსოვს "ოლდ ტრაფორდზე", ძალიან ბევრი გოლიც, ასისტიც, მაგრამ ეს მომენტი "ენფილდზე" ყოველთვის განსაკუთრებულ მომენტად დარჩება ჩემს ცხოვრებაში."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2019 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
+1 love
0
№2
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2019 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მატა ერთი ესეთი გოლი გვაჩუქე ხვალ თუ ითამაშებ love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 21:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ხვალ მაინც იქნება ოლდ ტრაფორდი გამოცოცხლებული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top