თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2019, 19:20
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1433,
კომენტარები: 3
"ეს უნიკალური მატჩია და ჩვენ გამარჯვებას ვუმიზნებთ"
დავიდ დე ხეა მატჩის წინ.
თუ ინგლისის თასის მატჩს დე ხეა სიამაყით ადევნებდა თვალს სათადარიგოთა სკამიდან, "ლივერპულს" კარში მდგომი დახვდება და ყველანაირად ეცდება კარის მშრალად შენარჩუნებას.

"ეს უდიდესი მატჩია ინგლისში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თამაშია გულშემატკივრებისთვის, კლუბისა და ფეხბურთელებისთვის და როცა ეს მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" იმართება ის კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება. ეს უბრალოდ დიდებული და საოცარი თამაშია."

"ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ სიამოვნება მივიღოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ!"

"როდესაც ესპანეთში ვიყავი, ყოველთვის მესმოდა ხმები ამ უდიდესი მატჩის შესახებ. ეს ინგლისში უდიდესი დაპირისპირება იყო, არის და იქნება. ეს ორი უდიდესი კლუბია და ყოველი მათ შორის გამართული მატჩი გადარჩენისთვის ბრძოლას ემსგავსება."

"რამდენიმე მატჩი მითამაშია მათ წინააღმდეგ, ასე რომ ვერ გეტყვით, რომელი იყო განსაკუთრებული ჩემთვის. ალბათ, მაინც 2014 წლის 14 დეკემბრის მატჩს გამოვარჩევდი, სადაც ისინი "ოლდ ტრაფორდზე" 3-0 ანგარიშით დავამარცხეთ. ძალიან კარგი გამოცდილება იყო და ნებისმიერი მატჩი, რომელსაც მათთან ვითამაშებთ განსაკუთრებული და გამორჩეულია."

"არ აქვს მნიშვნელობა, თუ რისთვის იბრძვიან მოცემული მომენტისთვის კლუბები. თითოეული მატჩი მაინც განსხვავებულად გამორჩეული და უნიკალურია. ორივე გუნდი განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ ჩვენ სახლში ვართ და გამარჯვება გვინდა, ძალიან გვინდა შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც."


ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 19:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფრეც მიუღებელი იქნება ამ თამაშში, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, ტოტემაც წააგო და ორმაგი მოტივაციით უნდა გავიდნენ მოედანზე.
0
№2
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2019 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მხოლოდ და მხოლოდ მოგება am
2
№3
ავტორი: kobinio
23 თებერვალი 2019 21:41
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: SANDROGRIGA
ფრეც მიუღებელი იქნება ამ თამაშში, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, ტოტემაც წააგო და ორმაგი მოტივაციით უნდა გავიდნენ მოედანზე.

წინაზე ვ5ქვი და მემგონი ახდეს კიდეც და ტოტე მეოთხეზე გადავაჩოჩოთ.დიდი სანსია თუ ეს თამაში მოვიგეთ.იმედია გაგვინართლებს და სპორტული იღბალი ჩვენსკენ იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top