თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2019, 17:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2279,
კომენტარები: 7
მერსონის საინტერესო განცხადება
ექსპერტის აზრით, ნორვეგიელი თანამდებობას ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს.
მერსონის საინტერესო განცხადება
Sky Sports - ექსპერტის პოლ მერსონის აზრით, თუ "მანჩესტერ იუნიტედი" პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ოლდ ტრაფორდზე" იურგენ კლოპის "ლივერპულს" დაამარცხებს, ოლე გუნარ სოლსკიაერი სეზონის ბოლოს გრძელვდიან კონტრაქტს მიიღებს.

"წითელ ეშმაკებმა", ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხის შემდეგ, რეაბილიტირება შეძლეს და სტუმრად ინგლისის თასის გათამაშებაზე ლონდონის "ჩელსი" დამაჯერებლად 0-2 დაამარცხეს.

"მას შემდეგ რაც მათ ამ გამოწვევას უპასუხეს, ვფიქრობ შეუძლიათ ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ლივერპულის" დამარცხება. თუ "მერსისაიდელები" მათგან ცარიელი ხელებით არ დაბრუნდებიან, ეს კლოპის გუნდისთვის კარგი შედეგი იქნება. ეს ყველაფერი თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ ოლეს გზა სწორია.

თუ ისინი "ლივერპულს" დაამარცხებენ, შოკირებული ვიქნები იმით, რომ სოლსკიაერი სეზონის ბოლოს გაანთავისუფლონ.

3 ან 4 თვის უკან, "მანჩესტერ იუნაიტედის" ამბიციები არსაით იყურებოდა. "პსჟ" - ესთან მატჩის შემდეგ მათ დარტყმა მიიღეს, თუმცა 60 - ათასი კაცი ოლეს სახელს ისევ იძახდა. როდესაც გუნდის მფლობელი ხარ, ამ დროს უნდა დაჯდე და დაფიქრდე – რამოდენიმე თვის უკან გუნდის საფეხბურთო ატმოსფერო ტოქსიკური იყო, ხოლო ეხლა ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია.

ორშაბათს ჩატარბული მატჩიდანაც შემიძლია იგივეს თქმა, რომ შოკირებული ვიქნები იმით, თუ ისინი სეზონს ოთხეულში ვერ დაასრულებენ. ინგლისის თასზეც წარმატებული ასაპარეზობის შემთხვევაშიც ეს სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს "იუნაიტედისთვის.

ჩემი გადმოსახედით, ისინი მსოფლიოს უდიდეს კლუბს წარმოადგენენ და აუცილებლად უნდა იასპარეზონ ჩემპიონთა ლიგაზე".
- განაცხადა მერსონმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.



წყარო: manutd8
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2019 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეგრე რა შე თესლაკო:))დარწმუნებული იყავი რო მოვიგებთ და ოლეც ჩვენთან დარჩება am
2
№2
ავტორი: The Special One
22 თებერვალი 2019 19:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ჩელსის სატრანსფერო ბანი დაადეს და ორი ფანჯარა კიდე ვერავის გადაიყვანენ :) რაც შეეხება ლივერპულს,აუცილებლად მოსაგები თამაშია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Dato kutaisi
22 თებერვალი 2019 19:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
პირველად ვეთანხმები ამ დეგენერატს.რაც შეეხება იმას რომ ლივერთან თამაში უნდა წყვეტდეს ოლეს ბედს სწორად არ მიმაჩნია.ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ნებისმიერი სხვა რომ მოეყვანათ ოლეს ნაცვლად ეს მოგებების სერია არ იქნებოდა.ამას ძაან მარტივი მიზეზი აქვს.შეიძლება ახალი მწვრთნელის მოსვლამ ეიფორია დადებითი მუხტი მოიტანოს მაგრამ ვერ მოიტანს იმ მუხტს რაც ოლემ მოოტანა.მიზეზი:ეს მუხტი მანჩესტერულია და არა კლასიკური გაგებით პოზიტივი.ოლემ ამ მე ვიტყოდი საშუალო დონის სასტავს აგრძნობინა რას ნიშნავს გერქვას მანჩესტერის ფეხბურთელი და გეცვას ეს ფორმა.ამას სხვა არამანჩესტერელი ვერ იზამდა.სამზარეულო რაც უკან აქვს ამ გუნდს იმაზე მეტია ვიდრე გუნდი.ეს მთელი ფილოსოფიაა რისი შეგრძნებაც მხოლოდ შეუძლია იმას ვინც ამ გუბდით ცხოვრობდა მთელი ცხოვრება.შეიძლება ვინმეს ჰგონია რომ პოჩეტინო აქ კარგად გაართმევდა თავს ყველაფერს,ამას მეც არ გამოვრიცხავ მაგრამ შემართებით დამერწმუნეთ ამ საიტზე ნებისმიერი ქომაგი უფრო მეტი იქნებოდა გუნდში ვიდრე პოჩე.მამჩესტერი მუდამ იყო სხვა მენტალობის და სულის,ერთიანობის და ბოლომდე ბრძოლის გარემო შიგნიდან და სტადიონზეც.აი ეს იყო მთავარი მიზეზი იმ მწვრთნელების რომლებიც ფერგის მერე გვყავდა,მათი წარუმატებლობის მიზეზი.მათთვის ეს ყველაფერი ზედაპირულად გასაგები იყო.ისინი ამას ვერ გრძნობდნენ.ყველა ეს ტრენერები სხვადასხვა გუნდებში დებდნენ კარგ შედეგებს,ჩვენთან ვერ შეძლეს.იმიტომ რომ მანჩესტერ იუნაიტედი იმაზე მეტია ვიდრე კლუბი.GGMU
9
№4
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2019 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლივერპულთან მოგების რა გითხრათ მაგრამ წაგება გამორიცხული მგონია :)
0
№5
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2019 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: Dato kutaisi
პირველად ვეთანხმები ამ დეგენერატს.რაც შეეხება იმას რომ ლივერთან თამაში უნდა წყვეტდეს ოლეს ბედს სწორად არ მიმაჩნია.ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ნებისმიერი სხვა რომ მოეყვანათ ოლეს ნაცვლად ეს მოგებების სერია არ იქნებოდა.ამას ძაან მარტივი მიზეზი აქვს.შეიძლება ახალი მწვრთნელის მოსვლამ ეიფორია დადებითი მუხტი მოიტანოს მაგრამ ვერ მოიტანს იმ მუხტს რაც ოლემ მოოტანა.მიზეზი:ეს მუხტი მანჩესტერულია და არა კლასიკური გაგებით პოზიტივი.ოლემ ამ მე ვიტყოდი საშუალო დონის სასტავს აგრძნობინა რას ნიშნავს გერქვას მანჩესტერის ფეხბურთელი და გეცვას ეს ფორმა.ამას სხვა არამანჩესტერელი ვერ იზამდა.სამზარეულო რაც უკან აქვს ამ გუნდს იმაზე მეტია ვიდრე გუნდი.ეს მთელი ფილოსოფიაა რისი შეგრძნებაც მხოლოდ შეუძლია იმას ვინც ამ გუბდით ცხოვრობდა მთელი ცხოვრება.შეიძლება ვინმეს ჰგონია რომ პოჩეტინო აქ კარგად გაართმევდა თავს ყველაფერს,ამას მეც არ გამოვრიცხავ მაგრამ შემართებით დამერწმუნეთ ამ საიტზე ნებისმიერი ქომაგი უფრო მეტი იქნებოდა გუნდში ვიდრე პოჩე.მამჩესტერი მუდამ იყო სხვა მენტალობის და სულის,ერთიანობის და ბოლომდე ბრძოლის გარემო შიგნიდან და სტადიონზეც.აი ეს იყო მთავარი მიზეზი იმ მწვრთნელების რომლებიც ფერგის მერე გვყავდა,მათი წარუმატებლობის მიზეზი.მათთვის ეს ყველაფერი ზედაპირულად გასაგები იყო.ისინი ამას ვერ გრძნობდნენ.ყველა ეს ტრენერები სხვადასხვა გუნდებში დებდნენ კარგ შედეგებს,ჩვენთან ვერ შეძლეს.იმიტომ რომ მანჩესტერ იუნაიტედი იმაზე მეტია ვიდრე კლუბი.GGMU

ყველა მანჩესტერის ქომაგის სათქმელი თქვი, ყოველ შემთხვევაში ვინც ძირფესვიანად იცნობს გუნდს, მომავალი თაობა გაიზრდება და როცა დაინტერესდება წარსულით, იგივეს აღმოაჩენს რაც შენ აღმოაჩინე და გადმოგვეცი ამ კომენტარით. love am
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 12:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეძლებია თურმე მერსონს :)
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
23 თებერვალი 2019 13:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: LASHQARA
ციტატა: Dato kutaisi
პირველად ვეთანხმები ამ დეგენერატს.რაც შეეხება იმას რომ ლივერთან თამაში უნდა წყვეტდეს ოლეს ბედს სწორად არ მიმაჩნია.ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ნებისმიერი სხვა რომ მოეყვანათ ოლეს ნაცვლად ეს მოგებების სერია არ იქნებოდა.ამას ძაან მარტივი მიზეზი აქვს.შეიძლება ახალი მწვრთნელის მოსვლამ ეიფორია დადებითი მუხტი მოიტანოს მაგრამ ვერ მოიტანს იმ მუხტს რაც ოლემ მოოტანა.მიზეზი:ეს მუხტი მანჩესტერულია და არა კლასიკური გაგებით პოზიტივი.ოლემ ამ მე ვიტყოდი საშუალო დონის სასტავს აგრძნობინა რას ნიშნავს გერქვას მანჩესტერის ფეხბურთელი და გეცვას ეს ფორმა.ამას სხვა არამანჩესტერელი ვერ იზამდა.სამზარეულო რაც უკან აქვს ამ გუნდს იმაზე მეტია ვიდრე გუნდი.ეს მთელი ფილოსოფიაა რისი შეგრძნებაც მხოლოდ შეუძლია იმას ვინც ამ გუბდით ცხოვრობდა მთელი ცხოვრება.შეიძლება ვინმეს ჰგონია რომ პოჩეტინო აქ კარგად გაართმევდა თავს ყველაფერს,ამას მეც არ გამოვრიცხავ მაგრამ შემართებით დამერწმუნეთ ამ საიტზე ნებისმიერი ქომაგი უფრო მეტი იქნებოდა გუნდში ვიდრე პოჩე.მამჩესტერი მუდამ იყო სხვა მენტალობის და სულის,ერთიანობის და ბოლომდე ბრძოლის გარემო შიგნიდან და სტადიონზეც.აი ეს იყო მთავარი მიზეზი იმ მწვრთნელების რომლებიც ფერგის მერე გვყავდა,მათი წარუმატებლობის მიზეზი.მათთვის ეს ყველაფერი ზედაპირულად გასაგები იყო.ისინი ამას ვერ გრძნობდნენ.ყველა ეს ტრენერები სხვადასხვა გუნდებში დებდნენ კარგ შედეგებს,ჩვენთან ვერ შეძლეს.იმიტომ რომ მანჩესტერ იუნაიტედი იმაზე მეტია ვიდრე კლუბი.GGMU

ყველა მანჩესტერის ქომაგის სათქმელი თქვი, ყოველ შემთხვევაში ვინც ძირფესვიანად იცნობს გუნდს, მომავალი თაობა გაიზრდება და როცა დაინტერესდება წარსულით, იგივეს აღმოაჩენს რაც შენ აღმოაჩინე და გადმოგვეცი ამ კომენტარით. love am

გაიხარე ძამიკო
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top