თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 16:29
ავტორი: Samno,
ნანახია: 1431,
კომენტარები: 2
"იგი "იუნაიტედის" ლიდერი არ გახლავთ."
რა თქვა ექს-იუნაიტედელმა პოგბაზე.
ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში მოსვლის შემდეგ „მანჩესტერი“ შესანიშნავად გამოიყურება. „წითელი ეშმაკების“ წარმატებულ სვლაში დიდი წვლილი ფრანგ ფეხბურთელს, პოლ პოგბას, მიუძღვის.

25 წლის ნახევარმცველი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და უკანასკნელ 11 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი. საფეხბურთო სამყარო პოგბას ქება-დიდებაშია, თუმცა „მანჩესტერის“ ყოფილ მოთამაშეს, ანდრეი კანჩელსკისს ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს.

„ყველა პოგბას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვან მატჩებში კარგად თამაშობს. ვნახოთ „ლივერპულთან“ რა მოხდება. პოლს შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა“.

„ამჟამინდელი გადმოსახედიდან იგი "მანჩესტერის" ლიდერი არ გახლავთ. წარსულში „იუნაიტედის“ ღირსებას როი კინი, სტივ ბრიუსი და კანტონა იცავდნენ. ისინი ნამდვილი ლიდერები იყვნენ. დღესდღეობით „მანჩესტერს“ ლიდერი არ ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს „წითელი ეშმაკები“ „ოცნებების თეატრზე“, მოსისხლე მტერს, „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ „მერსისაიდელებმა“ ქულები დაკარგონ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2019 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არ მიყვარს რა ეს სირული კომენტარები
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2019 23:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ფორმაციის გუბდში ლიდერია

ამ ფორმაციის გუბდში ლიდერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top