თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2013, 19:57
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 2109,
კომენტარები: 19
"მხეცები" და დარბეული "რომა"(ნაწილი მეორე)
გავაგრძელოთ თხრობა....
დაძაბულობა მატულობდა. ნანატრი წუთები დგებოდა. უნდა დაწყებულიყო ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერისა და რომას განმეორებითი დაპირისპირება, რომელიც ყველამ იცოდა, რომ მძიმე თამაშ იქნებოდა.მატჩი დაიწყო. ამ თამაშში ფერგიუსონმა სმიტი და ფლეტჩერი მთავარში დააყენა. ტრამვის გამო მატჩს ლუი საა ტოვებდა. მატჩი მანჩესტერმა შტურმითა და რომაელთა რბევით დაიწყო. სანამ გაუძლებდა მანჩესტერის შეტევებს რომა??? ჯერ რონალდო დარჩა პირისპირ მეკარესთან და დონიმ იხსნა რომაელები, მერე კიდევ რუნის დარტყმული მოხვდა ძელს. ეტყობოდა, რომ გოლი მომწიფებული იყო რომაელთა კართან. და 12 წუთი კერიკის ზუსტი დარტყმა და საოცარი გოლი. ანგარიში 1-0 გახდა. მე ფეხზე წამოვხტი და გახარებული შევხტი კიდეც. ამის შემდეგ სმიტმა კიდევ უფრო წინ გაიყვანა მანჩესტერი. ანგარიში ახლა 2-0 გახდა.
"მხეცები" და დარბეული "რომა"(ნაწილი მეორე)

სახიფათო მომენტები წამდაუწუმ იქმნებოდა რომას კართან. ბურთს 19 წუთზე რუნი შეეხო, ზუსტი დარტყმა და... საოცარი გოლი. ახლა ანგარიში 3-0 გახდა. გაოცებისგან პირი მქონდა დაღებული. მანჩესტერი თითქოს სულ სხვა სიჩქარეებზე გადაერთო და შეტევა შეტევაზე მოდიოდა. რომაელები იდგნენ, მანჩესტერი კი დარბოდა. დონიმ ორჯერ იხსნა სმიტისა და რუნის დარტყმული ბურთებისგან კარი, მაგრამ კუთხურიდან გიგზის ჩამოწოდება და ... მეორე სართულზე შეუდარებელია რონალდო. იგი ზუსტად გზავნის ბურთს შორეულ ცხრიანში და ანგარიში 4-0. გაოცებული გულშემატკივარი გაოცებული რომას მწვრთნელი.
"მხეცები" და დარბეული "რომა"(ნაწილი მეორე)

შესვენებაზე გავიდნენ გუნდები. დაიწყო მეორე ტაიმი და მატჩის დებიუტშივე 49 წუთზე ისევ რონალდო და ანგარიში 5-0. უკვე გათავებული იყო ყველაფერი. კიდევ ერთი კარგად ჩამოწოდებული კუთხური, მაგრამ გოლი არ გადის. უცებ რომას კონტრშეტევა და კივუს თავური. არაფერი საინტერესო. 52 წუთზე ევრა შემოდის მოედანზე ოშის ნაცვლად. მე-60 წუთზე კი გოლი. ისევ კერიკი და მანაც დუბლი გაიფორმა.
"მხეცები" და დარბეული "რომა"(ნაწილი მეორე)

ანგარიშია 6-0. 61 წუთზე სოლსკიაერი გამოვიდა გიგზის ნაცვლად. 69 წუთზე კი დე როსის შორეული დარტყმა და 6-1. რომაელები გონს მოეგნენ. 72 წუთზე რიჩარდსონი გამოჩნდა მანჩესტერის რიგებში კერიკის ნაცვლად. ისევ მათი შეტევა, დე როსი მაგრამ ვან დერ საარი მოწოდების სიმაღლეზეა. ბოლოს ტაიმის მიწურულს პატრის ევრამ წერტილი დასვა ამ მატჩში. ნაგარიში 7-1 გახდა.
"მხეცები" და დარბეული "რომა"(ნაწილი მეორე)

ამის შემდეგ ბევრი აღარაფერი მომხდარა. ანგარიში შენარჩუნდა და აღარ შეცვლილა. ეს იყო 1962 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიში რაც ბარსამ ლევერკუზენთან გაიმეორა მანჩესტერის რეკორდი.
4-1 ველოდი, მაგრამ ამხელა ანგარიშს კი არა. ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესო თამაში იყო მანჩესტერის ისტორიაში.
---
19 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
18 თებერვალი 2013 20:29
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
აჰა მოვრჩი წერას
0
№2
ავტორი: always ReD
18 თებერვალი 2013 20:35
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ფოტოები გაცენტრე და მაგარი იქნება უფრო derpthumb
0
№3
ავტორი: UTD-Rule
18 თებერვალი 2013 20:39
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვიდეოებიც,რომ ჩაგერთო უკეთესი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Amerigo
18 თებერვალი 2013 20:40
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
პმ-ში მომწერე რა ვიდეოები როგორ ისმევა და ფოტოები როგორ გავცენტრო ეგეც
0
№5
ავტორი: love united
18 თებერვალი 2013 20:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სმიტი მაგარი კაცი იყო...საღოლ ავტორ...
0
№6
ავტორი: Amerigo
18 თებერვალი 2013 20:49
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
love united,
გაიხარე
0
№7
ავტორი: Red Hooligan
18 თებერვალი 2013 21:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კაია კაი ყოჩაღ )) აუ სმიტი მართლა მაგრად მევასებოდა :XX
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: Amerigo
18 თებერვალი 2013 21:01
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Red Hooligan,
გაიხარე
0
№9
ავტორი: red devil
18 თებერვალი 2013 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au es magari tamashi iyo meore dges vegaravin machumebda imena mtel italias davasvi im dges:D:D
0
№10
ავტორი: buka oboladze
18 თებერვალი 2013 21:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვიდეოც რომ ჩაგეგდო ბევრად მაგარი იქნებოდა =)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top