თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2019, 15:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 5
"პოლისნაირი შესაძლებლობები არავის აქვს"
სოლსკიაერი პოლ პოგბასა და ანდერ ერერას შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერის ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, პოლ პოგბას მსგავსი კლასი არავის არ გააჩნია. ჟურნალისტებმა პრესკონფერენციის დროს ახსენებს, რომ ფრანგმა წინა მატჩი "ლივერპულის" წინააღმდეგ არ ჩაატარა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს:

"ახლა აუცილებლად ითამაშებს! ის ტოპ კლასის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის მომწონდა, მაშინაც კი როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო."

"მან მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო, გასახდელში ყოველთვის ლიდერია, ისევე როგორც მოედანზე. სულ სურს, რომ ბურთს ფლობდეს."

"ჩემი მთელი იდეა ყოველთვის მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება იყო. ვფიქრობდი, რომ ის შემტევი ნახევარმცველია."

"თქვენ ყველამ დაინახეთ, რომ პსჟ-ს მთელი კონცენტრაცია პოგბასკენ იყო მიმართული. სხვა გუნდებიც ასე მოიქცევიან. არ ვიცი რას იზამს "ლივერპული". თუ ასე იზამენ, შესაძლოა, რომ სივრცეები სხვა ფეხბურთელებს დარჩეთ - ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."

"სხვადასხვა დონის ნახევარმცველები არსებობენ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, არ მგონია, რომ ვინმე პოგბას მსგავსია. მას საოცარი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს, გოლების გატანა შეუძლია, მისი ტექნიკა საოცარია."

"საოცარ პასებსაც აკეთებს, როცა ნახევარდაცვის ცენტრში უწევს ყოფნა - არ ვფიქრობ, რომ ეს მისი საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ ესეც შეუძლია."

"მარკუსი და პოგბა ორივე ძალიან ახალგაზრდები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ აქ ძალიან ბევრი წელი დარჩებიან."

"მაგრამ ნემანია და ანდერი ძალიან ეხმარებიან პოგბას. შეუძლებელია, რომ 11 რონალდუ ან მესი გამოიყვანო მოედანზე და იფიქრო, რომ მატჩს აუცილებლად მოიგებ."

"აუცილებელია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს ავსებდნენ. ვფიქრობ, აქამდე ძალიან კარგი ბალანსი გვაქვს ნაპოვნი."

"არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ერერა მოედნის ყველა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ. ის ყველგანაა, სადაც საჭიროა. მაგალითად "ჩელსის" წინააღმდეგ, ის უბრალოდ საოცარი იყო."

"ჩვენთვის ვისხედით და ვფიქრობდით, როგორ ახერხებს ამას? როგორ შეძლო მარცხენა ფრთაზე აღმოჩენა? ვიდეო უნდა ვიხილოთ!"

"მას ძალიან დიდი ვნება, ენერგია და ენთუზიაზმი აქვს. ის ყველას ავსებს პოზიტივით, ყველას მატებს მოტივაციას და არც მიკვირს, რადგან "ბილბაოს" სკოლის გაზრდილია."

"მას შეუძლია დარჩეს მოედნის ცენტრში, ან ირბინოს მთლიან მოედანზე, არჩევანი კი ფართო გვაქვს. როგორც გადავწყვეტთ, ისე დაეხმარება გუნდს."


წყარო: SkySports.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2019 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
იმხელა სიამოვნებას ვიღებ ოლეს ინტერვიუს წაკითხვიდან რო ვერ ავხწერ ... პოგბა და ერერაა რავი მართლა საოცრად ათამაშდნენ love
3
№2
ავტორი: The Special One
22 თებერვალი 2019 19:34
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პოგბას პასები იმენა სხვა გალაქტიკაშია ვაფშე :)
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2019 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უმაღლესი კლასიაქ ამაზე დიდი კლასი ვერ ექნება ვერავის. თვით ფანტაზიის სფეროა ტიპი
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ასეთი შესაძლებლობები არცერთ ნახევარმცველს არ აქვს, ცალკე საკითხია რამდენად სტაბილურად ამჟღავნებს მის საფეხბურთო სკილებს
0
№5
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2019 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
აი ამიტომ გაუმჯობესდა გუნდი, რომ ფეხბურთელებმა იგრძნეს თავისუფება და გაილაღეს მოედანზე, "ფრთები გაშალეს" აქ ყველა გამოავლენს თავის მაქსიმუმს და შედეგებიც სახეზეა, არ ვიცი ძმაო ეს კაცი ჯადოქარია, რაც მან შეძლო მხოლოდ დაფასებას იმსახურებს love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top