თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2019, 15:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1509,
კომენტარები: 6
"მოხარულნი ვიქნებით, თუ ფერგი მატჩის წინ გვეწვევა"
ოლე გუნარის განცხადებით, ის წინამორბედების მიბაძვას არ აპირებს.
სოლსკიაერმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა უამრავი კითხვა დაუსვეს. ერთ-ერთა ჟურნალისტმა ჰკითხე ხომ არ აპირებდა სოლსკიაერი ფერგიუსონის მეთოდების გამოყენებას "ლივერპულთან" მატჩისთვის და ასევე ხომ არ შეცვლიდა მეთოდებს კლოპის პრესკონფერენციის შემდეგ, რაზეც ჟურნალისტებმა შემდეგი პასუხი მიიღეს:

"არა, არამგონია, რომ კლოპი წაიკითხავს იმას, რასაც ვამბობ და არც მე ვაპირებ მისი პრესკონფერენციის წაკითხვას. ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა."

"რაც შეეხება ფერგიუსონს, ძალიან გამიხარდება, თუ ფეხბურთელებს მატჩის წინ ეწვევა, რა თქმა უნდა, თუ მას სურს. რადგან ყველამ ვიცით, რას ნიშნავდა მისთვის "ლივერპულის" დამარცხება."

"ვფიქრობ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, თუ რას ნიშნავს ეს გამარჯვება მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედისთვის."

"რამდენიმე მატჩი მე თავად მითამაშია და ვიცი, რა განწყობა ტრიალებს ამ დროს ჩვენში, გულშემატკივრებში, ყველაში ვინც აქ მუშაობს."

"ყველა კომენტარს აკეთებს ამ მატჩის შესახებ, "ეს დიდებული მატჩია", "შემდეგი თამაში ნამდვილი გამოცდაა" და ა.შ. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მთელი კონცენტრირება იმაზე, თუ რაც მოხდება კვირას, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ."

"ეს მხოლოდ ემოციებზე არაა. მესმის, რომ ემოცია ამ ყველაფერს თან ახლავს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ და თამაში ვაკონტროლოთ, ასევე ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
22 თებერვალი 2019 16:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პატარა გენიოსი ხარ ოლეგუნარ,იმედია ამერიკელი სირები დარწმუნდებიან რომ შენზე უკეთესი აქ ვერავინ მოვა.ამ მატჩზე კი იღბალს უსურვებ ჩვენ გუნდს
1
№2
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2019 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
დარწმუნებული ვარ მივა კიდეც ფერგი love
1
№3
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2019 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ოლეეე დიდი იმედი მაქ შენიიი love
1
№4
ავტორი: giorgisamnidze99
22 თებერვალი 2019 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ დაითქეშება 100% ყლიზერპული და დაეშვიდობებიან წელს ჩემპიონობას
0
№5
ავტორი: 100%Red
22 თებერვალი 2019 18:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: giorgisamnidze99
ხვალ დაითქეშება 100% ყლიზერპული და დაეშვიდობებიან წელს ჩემპიონობას

ზეგ)))
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 12:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აქამდეც შედიოდა როგორც ჩანს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top