თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2019, 14:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1562,
კომენტარები: 9
"ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია ეს მატჩი მანჩესტერული სამყაროსთვის"
ოლე გუნარი "ლივერპულთან" მატჩის წინ.
"იუნაიტედის" გულშემატკივრები არაფერს ელიან ისე, როგორც "ლივერპულთან" დაპირისპირებას. წინა მარცხის შემდეგ მოურინიომ "ოლდ ტრაფორდი" დატოვა. ახლა კი გულშემატკივრები კიდევ უფრო მოუთმენლად ელიან "მერსისაიდელების" სტუმრობას "ოცნების თეატრში". მატჩის წინ აღელვებულია ოლე გუნარიც:

"მათთვის დიდი მატჩია, ჩვენთვისაც დიდი მატჩია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ოთხეულში მოვხვდეთ. ამას გარდა, ეს ჩვეულებრივი პრემიერ ლიგის მატჩი არ არის, ეს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული თამაშია. ეს უდიდესი მატჩია სამუშაო პერსონალისთვის, ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ეს ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა და მოუთმენლად ველით ამ გამოწვევას."

"გვინდა, რომ ავაშენოთ გუნდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის ღირსეული ნაწილი იქნება. თუ ამას სახლშიც შევძლებთ, ჩვენს ისტორიაში კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, რომლითაც იმ დიად მიზანს მივუახლოვდებით. "ტოტენჰემი", "არსენალი", "ჩელსი" - გასვლით მატჩებზე ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გავაკეთეთ და სამი გამარჯვება მოვიპოვეთ ზედიზედ, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ იგივე სახლშიც გავაკეთოთ."

"ეს მხოლოდ სიამაყეზე არ არის. მე ვგრძნობ, რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით გუნდი, რომელიც შიშის ფაქტორს დაიბრუნებს და ლიგაში უფრო და უფრო წინ წაიწევს. ჩვენ ყოველთვის წინ ვიყურებით, წარსული აქ არაფერ შუაშია. მხოლოდ ის მინდა, რომ ფეხბურთელების უკეთ თამაში ვიხილო."

"მე თითქმის არასდროს არ ვაქცევ ყურადღებას რას აკეთებენ სხვა გუნდები. ჩემი მთელი კონცენტრაცია ჩვენს ფეხბურთელებსა და გუნდზეა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ სად გვინდა, რომ ვიყოთ. ოთხეულისთვის ვიბრძვი და ესაა ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანი, მაგრამ ამ მომენტისთვის მთელი ძალები, რა თქმა უნდა "ლივერპულისკენ" არის მიმართული. მსურს, რომ "ტოტენჰემმა" მოიგოს ტიტული? არ ვიცი, ამაში არ ვერევი. ალბათ!"

"ვიცით, რომ ახლა ძალიან რთული მატჩი გველის წინ. ისინი ფანტასტიკურები არიან. ისინიც კარგად გვიცნობენ და დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლა მათთვისაც რთულია. ვფიქრობ, რომ ისინი პატივს გვცემენ, ისევე როგორც ჩვენ. ეს გუნდი ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2019 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ასპეკტში, ველოდები თავდადებას და დადებით შედეგს, თუარადა შეიძლება გავაფრინო... am manunited
1
№2
ავტორი: gaga1987
22 თებერვალი 2019 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან გვჭირდება მოგება.
1
№3
ავტორი: kobinio
22 თებერვალი 2019 17:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კლოპს თუ ჩემპიონთა ლიგის მოგების ოდნავი სურვილი მაინც გააჩნია ვიმედოვნებ რომ მთლიანი თავდადებით გამოსვლას არ მოთხოვს ფეხბურთელებს,ზველაყე მეტად რაც მიხარია მანჩესტერი უხეშ და დაუნდობელ ფეხბურთს დაუბრუნდა და კეთინოსავით არ ეფერებიან მოწინააღმდეგეებს,აგრესიაც გვჭირდება და თავდადებაც.
ტაკტიკურად ასე მგონია კლოპი უფრო ნიჩიისთვის ითამაშებს ვიდრე მოგებისთვის,ამ ეტაპყე სალაჰის ან მანეს დამტვრევა იგივე იქნება რომ ლიგაზეც ჩაისვაროს და შეილება პრემიერლიგაც დაკარგოს.მთავარია რომელყე აკეთებენ აქცენტს.
ოლე აბა შენიცი და შენმა ბიჭებმა
0
№4
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2019 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია პსჟ-სთან თამაში იყო ჩავარდნა რომელიც დიდი ხანი აღარ განმეორდებაა. ლივერპულთან მთელი სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ ყველა ბურთზე უნდა ვიბრძოლოთ, მოედნის ერთი სანტიმეტრი არ უნდა დავუთმოთ მარტივად ლივერპულს. ატლეტიკო მადრიდი მინდა მოვიყვანო მაგალითად, საოცრება ანახეს იუვესთან მე ესეთი ბრძოლა ისევ ატლეტიკო მადრიდისგან თუ მახსოოვს :))) იმედია ჩენი ფეხბურთელებიც ბოლომდე გაიაზრებენ ვისი ფორმა აცვიათ და ყოველგვარი შიშის გარეშე ითამაშებენ
0
№5
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2019 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი რა ოლე ეს თამაში უნდა მოვიგოთ love
0
№6
ავტორი: mishiko1
22 თებერვალი 2019 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
გამარჯვება ძალიან გვჭირდება წინააღმდეგ შემთხვევაში ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება, ყველაფერს თავი რო დავანებოთ ლივერპულია და უნდა მივუგოთ, თან ბიჭები უფრი თავდაჯერებულები გახდებიან მომდევნო თამაშებში. წინ მანიუ!
0
№7
ავტორი: The Special One
22 თებერვალი 2019 19:25
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
"ჩვენ აუცილებლად გავხდებით გუნდი, რომელიც შიშის ფაქტორს დაიბრუნებს"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე ლაპარაკობს როგორც მანჩესტერის მწვრთნელი უნდა ლაპარაკობდეს
0
№9
ავტორი: qamari
23 თებერვალი 2019 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
როგორც პსჟ-სთან აქაც დიდი მოლოდინებია ,მაგრამ უნდა გავითავისოდ ,რომ წელს ლუზერები ჩვენზე სტაბილურები და მოტივირებულები არიან ,მათთან გამარჯვება საამაყო იქნება ,მაგრამ თუ არ წავაგებთ ეგეც კარგი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top