თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2019, 21:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2078,
კომენტარები: 10
"ვნახოთ, რას იზამენ ჩვენთან"
კლოპი "იუნაიტედისა" და ოლე გუნარის შესახებ.
24 თებერვალს გულშემატკივარს დიდი დაპირისპირება ელის. "ოლდ ტრაფორდი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. იურგენ კლოპმა მატჩის წინ ოპონენტებზე ისაუბრა:

"მე თავადაც მწრთვნელი ვარ და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ჯადოქრები არ ვართ. ისე არ ხდება, თითქოს, კლუბში მოვდივართ და ფეხბურთელებს ვეუბნებით: შენ კარგი არ ხარ, მაგრამ მე საუკეთესოდ გაქცევ!"

"ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს ირგვლივ და ოლე გუნარ სოლსკიაერი საოცარ სამუშაოს ასრულებს."

"ჩვენი მთელი სამუშაო ფეხბურთელების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ხარისხის გაუმჯობესება და გუნდისთვის მოტივაციის შემატებაა. სწორედ ეს შეძლო ოლემ და სწორედ ამიტომაც იქცა ტოპ კლუბის მწრთვნელად."

"აქამდე მე მას არ ვიცნობდი. მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას, მგონი გასულ წელს "ლა მანგას" ტრენინგ ცენტრში. ის ნორვეგიელებს ახლდა და ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ."

"ძალიან სასიამოვნო ყმაწვილი აღმოჩნდა და არის კიდეც და რაც აქამდე შეძლო ეს უბრალოდ ბრწყინვალეა."

"ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ჩვენ წინააღმდეგ. მგონია, რომ ბევრი სხვადასხვა სტილი აქვთ მორგებული და ყველა მათგანს საოცრად ასრულებენ."

"ახლა გაცილებით უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ეს აშკარაა, მაგრამ მათი კონტრშეტევებიც ძალიან საშიშია. და ეს უფრო სახიფათო გახდება განსაკუთრებით მაშინ, თუ ენტონი და ჯესი გამოჯანმრთელდებიან."

"ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ. მათ კითხვებზე მარტივი პასუხები არ აქვთ. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ ძალიან მძიმე და დატვირთული თამაში გველის. ორივე გუნდს მაქსიმუმის გაღება მოუწევთ გამარჯვებისთვის."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
21 თებერვალი 2019 23:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცენტრში უნდა მოვუგოთ და მერე არ გგვიჭირდება მოგება , მარსიალი თუიქნება მაგას რაჯობია, თუარადა ლუკაკუმ სა დანჩესმა უნდა დაამტკიცონ ბოლო ბოლო რამე
1
№2
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2019 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ღჯოლა სახეს გაგაძრობთ კვირას:))
1
№3
ავტორი: onlyred
21 თებერვალი 2019 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მაგარი კაცია რა კლოპო
0
№4
ავტორი: Lalana
22 თებერვალი 2019 01:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მომეწონა კლოპის საუბარი და ნამდვილად კარგად დაახასიათა ის ყვლაფერი რაც დღეს ჩვნ გუნდში ხდება,იმ გულღრძო გვარდიოლას ნამდვილად არ გავს.
0
№5
ავტორი: Venger
22 თებერვალი 2019 02:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
https://upvir.al/ref/US20892160

გადადით ლინკზე და მიიღეთ 50 დან 500მდე ფრი სპინი საჩუქრად კროკობეთისგან მადლობა წინასწარ.
თუ ჯერ არ ხარ კროკობეთის მომხმარებელი დარეგისტრირდით და შემდგომ გადადით მითითებულ ლინკზე მოიგეთ ყველამ მადლობა ყურადღებისთვის და გამოჩენილი ინტერესისთვის❤️
0
№6
ავტორი: LASHQARA
22 თებერვალი 2019 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ლივერპულის მწვრთნელი თუ დამევასებოდა ვერადროს წარმოვიდგენდი, მართალია უკვე დორტმუნდიდან მევასება ეს კაცი, მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ მართლა მაგარი კაცია love am
1
№7
ავტორი: 100%Red
22 თებერვალი 2019 10:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: LASHQARA
ლივერპულის მწვრთნელი თუ დამევასებოდა ვერადროს წარმოვიდგენდი, მართალია უკვე დორტმუნდიდან მევასება ეს კაცი, მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ მართლა მაგარი კაცია love am

ბაზარი არაა კლოპი მაგარია თავისი უცნაური ჩვევებით და პრეს კომფერენციები ხო აქ და აქ მაგარი))
მოუს კიარგავს სულ ჟურნალისტებს რო ლანძღავდა თან ეტყობა პოზიტიური ადამიანია(ნუ ამაში დარწმუნებული ვარ ოლე ჯობია:D)
1
№8
ავტორი: Dato kutaisi
22 თებერვალი 2019 12:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: 100%Red
ციტატა: LASHQARA
ლივერპულის მწვრთნელი თუ დამევასებოდა ვერადროს წარმოვიდგენდი, მართალია უკვე დორტმუნდიდან მევასება ეს კაცი, მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ მართლა მაგარი კაცია love am

ბაზარი არაა კლოპი მაგარია თავისი უცნაური ჩვევებით და პრეს კომფერენციები ხო აქ და აქ მაგარი))
მოუს კიარგავს სულ ჟურნალისტებს რო ლანძღავდა თან ეტყობა პოზიტიური ადამიანია(ნუ ამაში დარწმუნებული ვარ ოლე ჯობია:D)

ყველა მწვრთნელს აქვს თავისი სტილი და ხერხები დამკვიდრების.ზოგი შედეგებით იმკვიდრებს თავს ზპგი ეპატაჟით მაგალითად მოურინიო,ზოგიც ნოვატორია და სიახლეები შემოაქვს ფეხბურთში.მე ვფიქრობ რომ ყველგან სდამიანურობის შენარჩუნება არის მთავარი.გვარდიოლას დიდი მწვრთნელობის არასოდეს მწამდა მაგრამ ადამიანადაც გნიდა ყოფილა.ყველა ნამდვილ ადამიანს ვაფასებ.დღეს ამ გუბდის მწვრთნელი ხარ ხვალ სხვაგან იქნები ყველა ფერგი არაა ერთ ადგილას იყოს სულ.მთავარია მოწინააღმდეგის დაფასება,იმისათვის რომ შენ იყო დაფასებული
1
№9
ავტორი: mishiko1
22 თებერვალი 2019 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
იმედი მაქვს მოვიგებთ, ცოტა დაცვა მაფიქრებს ლივერპულის შემტევებს გაუძლებენ? იმედია გამოფხიზლდებიან და სეზონის საუკეთესო მატჩს ჩავატარებთ.

რაც შეეხება კლოპს ჩემი აზრით ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 12:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top