"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ჟურნალისტებმა "ლივერპულთან" მატჩის წინ ფოტოაპარატებით დააფიქსირეს.
ოლე გუნარ სოლსკიაერი პრემიერ ლიგაში წაუგებელი სერიის შენარჩუნებას შეეცდება კვირას, როცა მის გუნდს სტუმრად მიმდინარე სეზონში ერთადერთხელ დამარცხებული "ლივერპული" ეწვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარმა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ განაცხადა, ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი სამი კვირა იუქმებენო, ორივე მათგანი დღეს ვარჯიშს დაესწრო.
წყვილმა "ჩელსისთან" ორშაბათს "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებული შეხვედრა სწორედ აღნიშნული ტრავმის გამო გამოტოვა. ხოლო იქნებიან თუ არა ისინი ხელმისაწვდომნი კვირის მატჩისთვის, ამას ნორვეგიელი მწვრთნელი ხვალ დილას განაცხადებს.
ახალი ამბები, სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.