18-02-2013, 17:40
ნანახია: 1492,
კომენტარები: 9
სერ ალექს ფერგიუსონის ბიოგრაფია (ნაწილი 1)
უდიდესი საფეხბურთო მწრთვნელის ბიოგრაფია...
სერ ალექს ფერგიუსონი ცოცხალი ლეგენდა ფეხბურთის ისტორიაში. დღესდღეობით ყველაზე წარმატებული მწრთვნელი. 1999 წელს დედოფალმა ელისაბედ IIემ რიცარის ტიტული მიანიჭა. ''ითაშე მსაჯის საბოლოო სასტვენამდე, მანამდე არასდროს აღიარო მარცხი'' ეს არის ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და მათი მწრთვნელის დევიზი.
როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი ''ოლდ ტრაფორდზე'' 1986 წელს მოვიდა, ინგლისური ფეხბურთის ქომაგებმა მას შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. მან შოტლანდიის ფეხბურთი გადაატრიალა, კლუბ ''აბერდინს'' ნომერ პირველი გუნდის სტატუსი მიანიჭა, რომელმაც ''რეინჯერსისა'' და ''სელტიკის'' მონოპოლია გაანადგურა.
ალექსანდრე ჩეპმენ ფერგიუსონი დაიბადა 1941 წლის 31 დეკემბერს. როდესაც თავის ბავშვობას იხსენებს, თავს ბედნიერად თვლის, რადგანაც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ გლაზგოში არ იყო კარგი ცხოვრება. ხანდახან უწევს ამის აღიარება: ''ჩემს ბავშვობაში არ იყო საფრთხის ჩრდილი''.
ფერგიუსონი მამამისის საპატივცემულოდ დაარქვეს, ალექსანდრე ბიტონ ფერგიუსონი, რომელიც ქარხანაში მუშაობდა. ალექსის უმცროსი ძმა მარტინი, მამას გაჰყვა ქარხანაში სამუშაოდ, რომელიც ფერფილდში მდებარეობს. ფერგიუსონი ბებიის სახში დაიბადა, შილდჰოლის ქუჩაზე. ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ნომერ 667ში. ფინანსურად ოჯახს უჭირდა, ძმები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, ტუმცა ალექსი თავს კომფორტულად გრძნობდა, რადგანაც ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებდა. იყო ძალიან ჭკვიანი, სწავლობდა ჰოვანას საშუალო სკოლაში. 16 წლის ასაკში მან უკვე იცოდა, რომ ის პროფესიონალი ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო. ის ფეხბურთზე ''ავადმყოფი'' იყო, ეს ავადმყოფობა მას, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პირველად შეეხო ბურთს. მიუხედავად იმისა, რომ მამა ''სელტიკის'' გულშემატკივარი იყო, მარტინი და მისი ძმა ''რეინჯერს'' გულშემატკივრობდნენ. ალექს ფერგიუსონი ჰოვანაში გაიზარდა და ამიტომაც მისი ოცნება ''აიბროქსში'' თამაში იყო. თუმცა ''რეინჯერსშიც'' სურდა თამაში, ალექსი გააკეთებდა ყველაფერს, რათა აეხდინა თავისი ოცნება, მან კარგად იცოდა, რომ უნდა რეალისტი ყოფილიყავი. ამისათვის მას ბევრი მუშაობა სჭირდებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ მას ყველა მონაცემი აქვს იმისა, რათა გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა ის ეზოში, სკოლაში თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა მისი კარიერა 17 წლის ასაკში, 1958 წელს ''ქუიზ პარკ რეინჯერსში'' დაიწყოც სადაც ორი წელი გაატარა და 31 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა ვერ ახერხებდა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას და ამიტომაც მოუწია 1960 წელს ''სენ ჯონსტონში'' გადასვლა.
ენერგიულმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ''მაკდიარმიდ პარკში'' 4 წელი გაატარა, მანამ სანამ პროფესიონალურ ფეხბურთლად ჩამოყალიბდებოდა, 1964 წელს ''რეინჯერსის'' წინააღმდეგ მოუწია თამაში, სადაც ჰეტრიკი გაიფორმა. იმ დღეს ''სენტ ჯონსტონმა'' პირველად მოიგო თასი და პირველად ''რეინჯერსის'' კარის ისტორიაში ფეხბურთლმა შეძლო ჰეტრიკის შესრულება. ''სენტ ჯონსტონში'' ფერგიუსონმა 37 მატჩიდან 19 გოლის გატანა მოახერხა. ''დანფერმლაინში'' მან თავისი შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 89 შეხვედრიდან 66 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა 1964/65 წლებში მას უიმედობის გამოცდა მოუწია, ფინალის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ის სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდეს. მწრთვნელმმა ვილლ კანნინგემმა განმარტა თავისი გადაწყვეტილება, მიზეზი დაასახელა ფერგიუსონის ცუდი თამაში ''სენტ ჯონსტონთან''. ამის გამო ფერგიუსონმა პირველად მიაყენა მწრთვნელს შეურაწყობა... საბოლოო ჯამში ''დანფერმლაინმა'' წააგო ფინალი 2:3, ხოლო მას შემდეგ ვერ შეძლო ჩემპიონატის მოგება, რომელიც 1 ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. შემდეგ სეზონში (1965-66) ფერგიუსონმა ''დანფერმლაინში'' 51 შეხვედრიდან 45 გოლის გატანა, მოახერხა და საუკეთსო ბომბარდირიც გახდა.
ამბობენ, რომ მან ''რეინჯერსი'' რელიგიური დისკრიმინაციის გამო დატოვა, რადგან მას კათოლიკოსზე იწორწინა. თუმცა თავის ავტობიოგრაფიაში ამბობს, რომ სანამ კონტრაქს მოვაწერდა, კლუბმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა. მიზეზი კი ფინალი იყო... შემდეგი წლის ოქტომბერში ''ნოტინგემ ფორესტმა'' გადაწყვიტა ფერგიუსონის ყიდვა, თუმცა ამის უარზე მისი ცოლი იყო, რადგანაც არ სურდა ინგლისში გადასვლა, ამიტომაც მან ''ფალკირკთან'' მოაწერა კონტრქატი. ''ფალკირკში'' ის ''მწრთვნელი-მოთამაშე'' იყო, ხოლო როდესაც გუნდის მთავარ მწრთვნელად ჯონ პრენტისი დაასახელეს, ფერგიუსონი სამწრთვნელო მოვალეობებიდან გაანთავისუფლა. ამიტომაც შოტლანდიელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა და 1973 წელს ''ეირ იუნაიტედში'' გადავიდა, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
სამწრთვნელო კარიერა ფერგიუსონმა 1974 წლის 32 წლის ასაკში დაიწყო, ''სტირლინგში'' დაიწყო. მას კვირაში 40 ფუნს უხდიდნენ. გუნდში მკაცრი დისციპლინის დამყარების მეშვეობით, მან მალე სასურველ შედეგს მიაღწია. თავდამსხმელმა ბობი მაკალიმ ფერგიუსონს უთხრა: ''მან ჩვენ შეგვაშინა''. აქამდე არავისი მეშინოდა, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დრო მისთვის უმნიშვნელო იყო. ის არასდროს ატარედა საათს''.
ფიტცპარტიკი ამბობს: შესაძლოა ალექს ფერგიუსონმა ყველაფერი მოკრძალებულად დაიწყო, თუმცა მან გამაოცა. იცის თუ როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს, მიუხედავად ყველაფრისა. ის იყო ძლიერი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია შეყვარებული ფეხბურთზე. 6 თვის შემდეგ ის ''სტირლინგში'' გადავიდა. მრავალი წლის შემდეგ ''სენტ მირენის'' მაშინდელმა კაპიტანმა განაცხადა: მან მე ნამდვილ კაპიტნად გამხადა, როდესაც მე 17 წლის ვიყავი, ყოველთვის ყურადღებით მექცეოდა''.
სანამ ალექს ფერგიუსონი ''იუნაიტედის'' მწრთვნელი გახდებოდა, მას შოტლანდიის ნაკრების წრთვნა მოუწია. ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც ჯო სტეიენი გარდაიცვალა. აღიარებდა, რომ ის შოკირებული იყო მისი გარდაცვალებით. 1985 წლის 10 სექტემბერს საკვალიფიკაციო შეხვედრაში უელსის წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომელიც ფრედ დასრულდა. მაშინ ფერგიუსონი ''სელტიკის'' ყოფილ მწრთვნელს ეხმარებოდა გუნდის ხელმძღვანელობაში.
ფერგიუსონმა თავისი ტკივილი ოცი წლის შემდეგ გამოთქვა: მენატრება ის დრო, როდესაც ის შოტლანდიის მთავარი მწრთვნელი იყო, ხოლო მე მისი თანაშემწე. ჩემთვის მისი მოსენა ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც ჯოს ვეკითხებოდი, ''სელტიკის'' წარმატებაზე, ის არასდროს ამბობდა ეს ჩემი დამსახურებაა.
მას ენატრება დიდი ჯო, გვერდით აკლია მეგობარი და საუკეთესო სპეციალისტი. ფერგიუსონმა შოტლანდიის წრთვნა 1985 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო და დაასრულა 1986 წლის 13 ივნის. მისი ხელმძღვანელობის დროს, 10 შეხვედრიდან გუნდმა 3 ჯერ მოახერხა მოგება, 4 ჯერ ფრედ თამაში, და სამჯერ განიცადეს მარცხი. შესაძლოა მსოფლიო იმედგაცრუებული იყო, მაგრამ როდესაც ის ''აბერდინში'' დაბრუნდა, მან აღმოაჩინა დიდი მოთხოვნა. მას ''ბარსელონა'', ''არსენალი'', ''რეინჯერსი'', ''ტოტენჰემი'' და ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დაუკავშირდნენ. თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდ, ''ტოტენჰემში'' გადასვლა, თუმცა როდესაც მასზე ''მანჩესტერ იუნაიტედი'' იჩენდა ინტერეს, ამის შემდეგ შოტლანდიელმა მხოლოდ ერთი გზა აირჩია.
აქედან დაიწყო ალექს ფერგიუსონის ლეგენდობა ''მანჩესტერ იუნაიტედში''...
გაგრძელება იქნება...