თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2019, 13:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1531,
კომენტარები: 4
გუნდის სიახლეები "ლივერპულთან" მატჩის წინ
ვინ იქნება ხელმისაწვდომი შაბათისთვის.
გუნდის სიახლეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდის სიახლეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის ისევ ლინგარდისა და მარსიალის გარეშეა და, სავარაუდოდ, დუეტი "ლივერპულს" "ოლდ ტრაფორდზე" ვერ უმასპინძლებს.

"არამგონია, რომ ისინი შემდეგ ორ მატჩში იხილოთ. ვიმედოვნოთ, რომ ისინი მალევე გამოჯანმრთელდებიან, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი ორი სამი კვირა არ უნდა იყვნენ,"
- განაცხადა ოლემ პარასკევს.

რადგან მარსიალი და ლინგარდი ტრავმირებულები არიან, სოლსკიაერმა "ჩელსისთან" სათამაშოდ მატა, ლუკაკუ და რეშფორდი გამოიყვანა. რაც შეეხება სანჩესს, მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. სანჩესმა თანაგუნდელებისგან შექება დაიმსახურა. მათი განცხადებით, ჩილელი ძალიან ბევრს მუშაობს. ძალიან საინტერესოა, რომელ ფორვარდებზე შეაჩერებს ოლე არჩევანს "ლივერპულთან" მატჩის წინ.

ამასობაში, "ოლდ ტრაფორდზე", ალბათ, დავიდ დე ხეა დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის მატჩი სერხიო რომერომ ჩაატარა. ესპანელმა პრემიერ ლიგაში ყველა წუთი ითამაშა და მოტივირებულია, რომ "ფულემისა" და "ლესტერის" შემდეგ კიდევ ერთხელ შეინახოს კარი მშრალად.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ სოლსკიაერის არჩევანი ფართოა. ნორვეგიელს შეუძლია ლინდელოფი, ბაიი, ჯონსი ან კრის სმოლინგი აირჩიოს. ბოლო სამ მატჩში ერთხელ მაინც დაუწყია ოთხივეს სასტარტო შემადგენლობაში. გარდა ამისა, მარკუს როხო უკვე მეტი დატვირთვით ვარჯიშობს და ის შემადგენლობას სულ მალე დაუბრუნდება.

ეშლი იანგი ინგლისის თასის შემდეგ მატჩში თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლებს. თუმცა პრემიერ ლიგაში მას ხელს არაფერი უშლის და, სავარაუდოდ, "ლივერპულის" წინააღმდეგ მასაც ვიხილავთ.

ჯერ კიდევ არ ვიცით გამოცდილი მცველები, ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი იქნებიან თუ არა ხელმისაწვდომი "ლივერპულთან" მატჩისთვის.

სოლსკიაერი დეტალურ ინფორმაციას, სავარაუდოდ, პარასკევს პრესკონფერენციაზე მოგვაწოდებს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2019 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არაუშავს მიუხედავად დანაკლისისა მაინც მოვიგებთ ამ თამაშს love am
1
№2
ავტორი: 100%Red
21 თებერვალი 2019 13:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ბიჭებო ფინალი გვაქ ლუზერებთან))) უუუსერიუზულესი იგრა იქნება, იმედია გუნდი 100% დადებს და აბაროტს აუღებენ ლუზერებს am
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2019 20:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია სწორ შემადგენლობას შეარჩევს ოლე
0
№4
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2019 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
sanchesi mirchevnia lukakus dayenebas ratomgac ra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top