თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2019, 16:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1713,
კომენტარები: 11
"მსიამოვნებდა ის, რომ ხალხს ვძულდი"
ზლატან იბრაგიმოვიჩის "იუნაიტედისეული" მოგონებები.
მე არასდროს არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ინგლისში თამაშს შევძლებდი, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, რომ "იუნაიტედში" ვითამაშებდი, უკვე ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და ვიცოდი კიდეც, რომ ეს ერთადერთი ინგლისური კლუბი იყო, რომლის მაისურსაც მოვირგებდი.

იუნაიტედი.

ეს იყო გუნდი, რომელთან ერთადაც გაბრწყინება მინდოდა. გუნდი, რომელიც მთლიანად ჯდებოდა ჩემში.

რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცნობდი "იუნაიტედს". თუ ადამიანს "იუნაიტედის" შესახებ არ სმენია, ე.ი. ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. ყველა, ვინც ფეხბურთში ერკვევა, იცნობს "იუნაიტედსაც". მახსოვს, როგორ ვუყურებდი მათ. მახსოვს 1999 წლის ფინალიც "ბაიერნის" წინააღმდეგ, შეშლილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მახსოვს შერინგემის გოლიც, ამას მოყოლილი სოლსკიაერის გოლიც და მათ წაგებული თამაში მოატრიალეს და ტიტულის აღმართვა მოახერხეს. ეს გაცილებით უფრო მეტია ვიდრე 1999 წლის ფინალი.

ყოველთვის კარგად ვაკვირდებოდი "იუნაიტედს". ათასობით წარმატება მოიპოვა ამ კლუბმა. ფერგიუსონი პრემიერ ლიგაში ნამდვილ დომინანტად იქცა.

და ისინი ყოველთვის წითელ მაისურებში იყვნენ...

ჩემთვის ვფიქრობდი: მეც შემიძლია ამ მაისურის კარგად მორგება, ჩემთვის ძალიან მძიმე არ იქნება.

"იუნაიტედამდე" ბევრი დიდი კლუბისთვის მითამაშია და ყოველთვის წნეხის ქვეშ ვიყავი. ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა ჩამეტარებინა მატჩები, საოცარი შედეგები დამედო. თუ ასე არ მოხდებოდა, ჩემს ადგილს აუცილებლად სხვა დაიკავებდა.

მაგრამ ეს ძალიან მომწონს. ამ სიტუაციებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მსიამოვნებს და ძალიან მინდა ამ ყველაფრის მიღება. როცა იცი, რომ სათანადოდ უნდა ითამაშო, როცა იცი, რომ შესაძლოა, ადგილი წაგართვან, დამიჯერეთ, საოცარ ადრენალინს გრძნობ და ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ნომერ პირველ არჩევნად დარჩე.

ამ ყველაფერზე ერთობლიობაში უნდა იფიწო. თუ მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდებით, მეორეში გამარჯვებას ვერ მოახერხებთ. ეს მთლიანი პაკეტია და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, სწორედ ამ დროს ვგრძნობ, რომ ჩემს სიმაღლეზე ვდგავარ. როცა სწორედ ამ მომენტში ხარ ნომერ პირველი, შეგრძნება გაცილებით უფრო სასიამოვნოა.

ჩემთვის "იუნაიტედში" გადასვლა დიდებული შეგრძნება იყო. როდესაც კლუბს ვუერთდები, ყოველთვის ვცდილობ, რომ სათანადო შედეგი ვაჩვენო. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ კლუბში დიდი მონდომებით, სურვილებით მიდიხარ, ჩემს შემთხვევაში კი ამას დიდი მოლოდინები და წნეხი დაემატა.

მე ამ მომენტში ვბრწყინავ, სწორედ ეს მომენტები მსიამოვნებს, ეს მომწონს, ეს მიზიდავს.

მახსოვს ჩემი პირველი თამაში "იუნაიტედში." მეგობრული თამაში ჩავატარეთ "გალათასარაის" წინააღმდეგ, შვედეთში.

ჰო, ჩემს ქვეყანაში ვყავი.

პირველი მატჩი ჩავატარე იმ წითელი მაისურით და სამი წუთის შემდეგ გოლიც გავიტანე.

მერე რა რომ მეგობრული მატჩი იყო, ეს მაინც უნდა გამეკეთებინა. რაც შეიძლება მალე უნდა მოვრგებოდი ამ კლუბს. როდესაც ამდენად დიდებულ კლუბში გადმოდიხარ დიდხანს და მოთმინებით ვერ დაელოდებიან როდის დალაგდები, როდის მოერგები კლუბს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს. სწორედ ამის გაკეთება ვცადე. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, სხვადასხვა რაღაცებზე ვვარჯიშობდი, კლუბზე მორგებას ვცდილობდი, ვცდილობდი, რომ მალე გავყოლოდი მწრთვნელის ფილოსოფიას და მე არაფერი არ გამჭირვებია, რადგან ნამდვილი პროფესიონალი ვარ. მე მომწონს, როცა ბევრს ვმუშაობ, მომწონს, როცა ინსტრუქციებს ვიღებ, მომწონს როცა ჩემს ინდივიდუალიზმს ვავლენ. ვიცი, რომ ძალიან კარგი ვარ და ვცდილობ, რომ ჩემი სიკარგე მაქსიმალურად გამოვიყენო.

მაგრამ მაინც, ყველა ლაპარაკობდა, ფიქრობდა, რომ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცოდნენ.

დიდი გამოწვევა მელოდა, პატარა აღარ ვიყავი და ამ ასაკში გადავწყვიტე ინგლისში წასვლა. ყველა ამობდა, რომ მე საკმარისად კარგი აღარ ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელე აღმოჩნდა და თქვენ ყველამ დაინახეთ.

არ გავბრაზებულვარ, მომწონდა ეს ყველაფერი, მომწონდა როცა მიწვევდნენ. საოცარ ადრენალინს ვგრძნობდი. სამი თვის შემდეგ თავისივე სიტყვების ჭამა დაიწყეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ახალი მოძულეები მჭირდებოდნენ, რადგან ძველები უკვე ჩემს გულშემატკივრებად იქცნენ.

და ჰო, "იუნაიტედის" გულშემატკივრები. ისინი, უბრალოდ გასაოცარნი იყვნენ. არ ვამბობ იმიტომ, რომ მათ წინ მითამაშია, ან მათი გუნდისთვის მითამაშია. სხვა კლუბშიც ვყოფილვარ, მაგრამ ეს შეგრძნება არსად არ დამუფლებია. მე არ ვაფერისტობ, მაგრამ ისინი უბრალოდ ბრწყინვალენი იყვნენ. მახსოვს ჩემი პირველი თამაში პრემიერ ლიგაში, გავიტანე და გულშემატკივრები ჩემთვის ზუსტად 45 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად მღეროდნენ. 20 წუთის შემდეგ ჩემთვის ვფიქრობდი: ბიჭებო, გთხოვთ, მე არ ვარ ამ დონის, არ ვიმსახურებ. დამელოდეთ, რომ ჩემს ფორმას დავუბრუნდე და მერე ვნახოთ!

შინაგანად ყველაფერმა შემძრა, ვიდექი და ვფიქრობდი: ჯანდაბა! ეს ფანტასტიკურია!

ისინი ყველაფერს აფასებდნენ, რასაც ვაკეთებდი და ძალიან მადლიერებიც იყვნენ. ეს საუკეთესო საჩუქარია ფეხბურთელისთის. როცა რამეს აკეთებ, წვალობ, შრომობ და გულშემატკივრები ამას გიფასებენ.. არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე საოცარი შეგრძნება. ისინი ყველაფერში მონაწილეობას იღებენ, თუ რამე მოუგია "იუნაიტედს", ამ გამარჯვებების 50% წვლილი მათშია, მათ ეკუთნით. წარმოიდგინეთ, ცარიელ სტადიონზე რომ გვეთამაშა, არც ვითამაშებდით. "ოლდ ტრაფორდი" ყოველთვის სავსე იყო. ყოველთვის. ყველა თამაშში საოცარ მხარდაჭერას ვგრძობდით, ეს დაუჯერებელია, მაგრამ მენდეთ, ეს ყველაფერი თავად გამოვცადე.

მაგრამ როდესაც ასეთ გულშემატკივრობას გრძნობ, მათთან ვალში ხარ. აი, სწორედ ეს მაძლევდა მოტივაციას, მთელი სეზონი, მათთვის მინდოდა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა და არა მხოლოდ ტიტულების მოსაგებად.

მახსოვს, როგორ შევაბიჯე "უემბლიზე" ლიგის თასის ფინალში და ყველგან მხოლოდ "იუნაიტედის" მაისურები იყო და ეს საოცარი ხმაური!

როგორც გითხარით, ეს შინაგანად გაგიჟებს, გამოძრავებს, გაიძულებს, რომ ითამაშო.

სწორედ ამის დამსახურებით იმ დღეს ორი გოლი გავიტანე და ტიტულიც მოვიგეთ.

როგორც გითხარით, ეს მათი წყალობით მოხდა.

გამარჯვება ჩემს დნმ-შია. მე მჭირდება, რომ მოვიგო, ეს ჩემი მენტალიტეტია. მეზიზღება წაგება, ძალიან მეზიზღება. ძალიან ცუდი ვარ, როცა ვაგებ, მეზიზღება წაგება, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს გამარჯვების შეგრძნება. მე ვთქვი, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით და ჩვენ ორი დიდი ტიტული მოვიგეთ - ყველაფერი უკვე ნათქვამია.

"იუნაიტედში" გატარებული მთელი სეზონი ფანტასტიკური იყო. იქ ყველაფერი მქონდა. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ოჯახი ბედნიერი იყო, ყველა ბედნიერი იყო, კლუბი ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა და ჩემთვის ეს საშინლად სასიამოვნო აღმოჩნდა. ერთადერთი რაც მრჩებოდა იყო ის, რომ ფეხზე ჩამეცვა და ჩემი შესაძლებლობები ამ გულშემატკივრებისთვის შემეწირა.

როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, მაშინვე ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში. არასდროს იცი ნამდვილად მოხდება თუ არა, მაგრამ ჩემს ოცნებებში ყოველთვის იყო ის, რაც ახლა ჩემ ირგვლივ ხდება. უბრალოდ ჩემი მიზანი მქონდა და ახლა ჩემი ცხოვრება გახდა ისეთი, როგორსაც უყურებთ. ძალიან ბევრმა რამემ დამიმტკიცა, რომ თუ რაღაც მთელი გულით გინდათ, ნამდვილად გინდათ, ამას აუცილებალდ შეძლებთ. აუცილებლად მიაღწევთ! ყველაფერი თქვენზე. თუ არ იმუშავებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი განზე დარჩება. ეს არის ჩემი მენტალიტეტი, ეს არის ჩემი მთელი ფილოსოფია და მომწონს, როდესაც ხალხი მეუბნება, რომ ვერ შევძლებ, ან როდესაც ჩემგან ძალიან ბევრს ელიან. ამ დროს მარტივ რამეს ვაკეთებ: ვიღიმი და ვამბობ: გავაკეთებ და ამას აუცილებლად შევძლებ, რადგან საკუთარი თავის მჯერა. ვიცი, რომ შემიძლია.

როდესაც "იუნაიტედში" მოვედი, ვთქვი, რომ ინგლისის დაპყრობას შევძლებდი, ხალხმა ამაზე გაიცინა.

მე არ ვხუმრობდი.


წყარო: ManUtd.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2019 16:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7927
ცოტა ადრე რო მოსულიყო კარგი იქნებოდა :))

ზლატანი ფეხბურთს უხდებოდა თავისი თამაშით და არაორდინალური ფრაზებით, რომელიც უფრო ხუმრობა იყო, ვიდრე ცინიზმი.
1
№2
ავტორი: dybbuk
20 თებერვალი 2019 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1263
ზლატანი არის მაგალითი თუ რამდენს ნიშნავს მებრძოლი ხასიათი და მენტალიტეტი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა რომ უფრო ადრე არ გადმოვიდა და უფრო მეტი ხანი არ დარჩა გუნდში. რთულია უყურო თუ როგორ ამთავრებენ ესეთი დიდებული ფეხბურთელები კარიერას, მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის, ის ნამდვილი ცოცხალი ფეხბურთის ლეგენდაა
0
№3
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7833
ალბათ ყველას ეგ აზრი გვიტრიალებს თავში რო ცოტა ადრე მოსულიყო ჩვენთან
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
20 თებერვალი 2019 17:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2310
ციტატა: dybbuk
ზლატანი არის მაგალითი თუ რამდენს ნიშნავს მებრძოლი ხასიათი და მენტალიტეტი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა რომ უფრო ადრე არ გადმოვიდა და უფრო მეტი ხანი არ დარჩა გუნდში. რთულია უყურო თუ როგორ ამთავრებენ ესეთი დიდებული ფეხბურთელები კარიერას, მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის, ის ნამდვილი ცოცხალი ფეხბურთის ლეგენდაა

ნამდვილი ლეგენდაა.მისი გატანილი გოლების 70 პროცენტი მაინც ისეთებია მარტო იბრას რო შეეძლო გაეტანა.მაგრამ ყველაზე მეტად აიაქსში მევასებოდა რას შვებოდა ტიპი სიგიჟეებს სჩადიოდა
1
№5
ავტორი: giorgiginturi
20 თებერვალი 2019 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რა ვთქვა აღარ ვიცი, აფამიანურად ცრემლი მომადგა და რატომ?
იმიტო რომ კიდევ ერთხელ ხვდები ადამიანი, თუ რა დონის კლუბს ქომაგობ, რა გიყვარს და რა გაბეხნიერებს, იუნაიტედი ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია, არა მხოლოდ ფეხბურთი, მეტი ვიდრე სიყვარულიც .
რა ბედნიერებაა ამის კითხვა.. დაე ნახოს ყველამ წაიკითხოს რა ხდება ააქ.
ვის არ ყოლია ლეგენდა ვის სად არ უთამაშია მარა ამხელა გრძნობები გაფმოსცე? ეს ფანტასტიურია... მადლობა ზლატან.. და მადლობა უფალს, რომ სწირ გზაზე დავდექი სწორად აღვიზარდე და მე იუნაიტედის სიყვარულში ვცხოვრობ..
3
№6
ავტორი: dybbuk
20 თებერვალი 2019 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1263
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
ზლატანი არის მაგალითი თუ რამდენს ნიშნავს მებრძოლი ხასიათი და მენტალიტეტი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა რომ უფრო ადრე არ გადმოვიდა და უფრო მეტი ხანი არ დარჩა გუნდში. რთულია უყურო თუ როგორ ამთავრებენ ესეთი დიდებული ფეხბურთელები კარიერას, მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის, ის ნამდვილი ცოცხალი ფეხბურთის ლეგენდაა

ნამდვილი ლეგენდაა.მისი გატანილი გოლების 70 პროცენტი მაინც ისეთებია მარტო იბრას რო შეეძლო გაეტანა.მაგრამ ყველაზე მეტად აიაქსში მევასებოდა რას შვებოდა ტიპი სიგიჟეებს სჩადიოდა

კი, აიაქსში მართლაც საოცრება იყო, ახალგაზრდა, მონდომებული და ტიტულებზე დაგეშილი. ყველაზე საინტერესო ამ ინტერვიუში მაინც ის ნაწილი ჩემთვის სადაც იძახის მანიუს დონის გუნდში როცა გადადიხარ თავიდანვე უნდა დადო შედეგი და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოო რადგან ესეთი დონის გუნდებში არავინ დაგელოდება როდის გაიხსნები და როდის შეეჩვევი ეპლსო, მარტო ეს სიტყვები მეტყველებს მის კლასზე და დონეზე, დიდ პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი. მე პირველი მაინც ის გოლი მახსენდება 2002ში იტალიას რომ გაუტანა:))) ბევრი მაგარი გოლი აქვს გატანილი მაგრამ ის მაინც სხვა განზომილება იყო, ჩვენი თაობის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება 2 მეტრის სიმაღლიდან ქუსლით რო გოლი გაუტანა მაკარონებს:)))
1
№7
ავტორი: ana maniu
20 თებერვალი 2019 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
დღევანდელ იუნაიტედთან ერთად უფრო მეტს გააკეთებდა ჩემი არით
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
20 თებერვალი 2019 20:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2310
ციტატა: dybbuk
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
ზლატანი არის მაგალითი თუ რამდენს ნიშნავს მებრძოლი ხასიათი და მენტალიტეტი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა რომ უფრო ადრე არ გადმოვიდა და უფრო მეტი ხანი არ დარჩა გუნდში. რთულია უყურო თუ როგორ ამთავრებენ ესეთი დიდებული ფეხბურთელები კარიერას, მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის, ის ნამდვილი ცოცხალი ფეხბურთის ლეგენდაა

ნამდვილი ლეგენდაა.მისი გატანილი გოლების 70 პროცენტი მაინც ისეთებია მარტო იბრას რო შეეძლო გაეტანა.მაგრამ ყველაზე მეტად აიაქსში მევასებოდა რას შვებოდა ტიპი სიგიჟეებს სჩადიოდა

კი, აიაქსში მართლაც საოცრება იყო, ახალგაზრდა, მონდომებული და ტიტულებზე დაგეშილი. ყველაზე საინტერესო ამ ინტერვიუში მაინც ის ნაწილი ჩემთვის სადაც იძახის მანიუს დონის გუნდში როცა გადადიხარ თავიდანვე უნდა დადო შედეგი და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოო რადგან ესეთი დონის გუნდებში არავინ დაგელოდება როდის გაიხსნები და როდის შეეჩვევი ეპლსო, მარტო ეს სიტყვები მეტყველებს მის კლასზე და დონეზე, დიდ პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი. მე პირველი მაინც ის გოლი მახსენდება 2002ში იტალიას რომ გაუტანა:))) ბევრი მაგარი გოლი აქვს გატანილი მაგრამ ის მაინც სხვა განზომილება იყო, ჩვენი თაობის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება 2 მეტრის სიმაღლიდან ქუსლით რო გოლი გაუტანა მაკარონებს:)))

ძაან მაგარი იყო ეგ მაგრამ ინგლისს რო გაუტანა მაკრატელა "ტყვარჩელიდან" ის საოცრება იყო.იმ გოლზე მერე ინტერვიუში თქვა რო შევხედე ბურთს უნდა დავარტყა უეჭველიო გავიფიქრე და კიდეც ვქენი მაგრამ რომ დავეცი ვუყურებდი როგორ მირბოდა მცველი ბურთის მოსაგერიებლად და ვემუდარებოდი ოღონდ ეს არ ქნაო:))
1
№9
ავტორი: giorgi_mg
20 თებერვალი 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1425
ზლატანი ჩვენც გვემახსოვრება ყოველთვის და ეს არის მთავარი მისთვის. პროფესიონალიზმი ქვია ამ კაცს, საოცარი ადამიანია. ველოდები მის სამწვრთნელო წარმატებულ კარიერას, თუ დაიწყო მწვრთნელობა რათქმაუნდა.
1
№10
ავტორი: giorgisamnidze99
21 თებერვალი 2019 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1047
ივენტუსი ცუდ დღეშია სავარაუდოთ გამოვარდა ლიგიდან რო ეგონათ რონალდო იხსნიდა ფაქტი სახეზეა დაბერებული როა ეგ კაცი და მაგაზე დაიმედებამ აწყობილმა სქმემამ არ გაამართლა დავსიდანია იუვე ატლეტიკომ პირნათპად და პირდაპირი მნიშვნელობით გააპო შვაზე
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top