ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით "მანჩესტერ იუნაიტედი და მე "
"მანჩესტერ იუნაიტედი და მე "
" მე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ ვითამაშებდი თუ არა ინგლისში, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება მივიღე 100 % ვიცოდი, რომ ეს გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იქნებოდა.
ეს იყო გუნდი ვისთან ერთადაც მინდოდა, რომ გამებრწყინა. გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მიხდებოდა.
ადამიანმა, რომელმაც არ იცის მანჩესტერის შესახებ მან არც ფეხბურთის გემო იცის და პირიქით ყველამ, ვინც იცის ფეხბურთი, იცის თუ რა გუნდია იუნაიტედი. მე, რა თქმა უნდა, ვუყურებდი მათ თამაშებს. მახსოვს 1999 წელი ბაიერნ მიუნხენის წინააღმდეგ, ყველაზე გიჟური ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ჯერ ტედი შერინგამმა გაიტანა, შემდეგ კი სოლსკიაერმა დააწინაურა და რამდენიმე წუთში ვერცხლის მედლი ოქროდ გადაიქცა და ჩემპიონთა ლიგის თასიც მათ ხელში აღმოჩნდა.
მე ყოველთვის სიმპათიით ვიყავი მანჩესტერის მიმართ. ისინი ტალღისებურად სულ წარმატებას აღწევდნენ. მე მახსოვს სერ ალექს ფერგიუსონის მრავალწლიანი დომინანტობა პრემიერ ლიგაზე.
ისინი ყოველთვის წითელი მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.
გავიფიქრე: მეც შემეძლო ამ მაისურის ტარება, რადგან ის არ იყო მძიმე ჩემთვის.
მანჩესტერში გადასვლა დიდი მოვლენა იყო. ვცდილობდი ჩემი თავის გამხნევებას.
იუნაიტედში გადასვლამდე, მე, არა ერთ დიდ გუნდში მითამაშია და ყოველთვის ამ ზეწოლას ვგრძნობდი. შემსრულებელი უნდა ვყოფილიყავი და გუნდისთვის სარგებელი უნდა მომეტანა.
ასეთ სიტუაციაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე მსიამოვნებს ეს გარემო. ამ დროს თავს მშიერად ვგრძნობ და ნოყიერ ლუკმას თამაშებზე ვეძებ.
მახსოვს პირველი თამაში წითელ ფორმაში. ჩვენ ამხანაგური შეხვედრა გვქონდა შვედეთში გალათასარაის წინააღმდეგ.
- შენ ახლა შემს ქვეყანაში ხარ
ზუსტად 3 წუთში მოვახერხე გოლის გატანა.
იმისდა მიუხედავად, რომ ამახანაგური თამაში იყო. მე ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. ახალ გუნდში, მითუმეტეს მანჩესტერში, მალე უნდა გამოიჩინო თავი. მალე უნდა შეეწყო გუნდს და მწვრთნელის ფილოსოფიას. ეს არ გამჭირვებია იმიტომ, რომ პროფესიონალი ვარ. მე მიყვარს ვარჯიში, ვიღებდი ინსტრუქციებს, ამის პარალელურად ვაკეთბდი იმას, რაც სწორედ მიმაჩნდა. ვიცოდი, რომ საუკეთესოდ გამომგდიოდა და ვცდილობდი სარგებელი მომეტანა გუნდისთვის.
პირველი წელი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ყვლა ლაპარაკობდა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. ესეთი დამოკიდებულება მეტ მოტივაციას და ადრენალინს მძენდა. სამი თვის შემდეგ ყველას უკან მიქონდა თავისი ნათქვამი. მე მჭირდებოდა ახალი კრიტიკა იმიტომ, რომ ადრე ვინც მლანძრავდა ახლა ჩემი ფანები არიან.
იუნაიტედს ყავს საოცარი ფანები. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მანჩესტერში ვთამაშბოდი. ცენზურას ლოკ*ა არ მჭირდება. მახსოვს პირველი თამაში პრემიერ ლიგაში ბორმუთი წინააღმდეგ. გავიტანე გოლი და 45 წუთის განმავლობაში ჩემს სიმღერას მღეროდნენ. 20 წუთის შემდეგ გავიფიქრე : ჩემი თამაში არ არის ჯერ საუკეთესო. მოიცადეთ და მალე მიხილავთ მწვერვალზე. ეს უბრალოდ საოცრება იყო.
ისინი მადლიერები იყვნენ. ფეხბურთელის ნებისმიერ საუკეთესო მომეტს ფანები შესაბამისად პასუხობდნენ. ჩვენი საქმის 50% აკეთებდნენ. წარმოიდგინე თამაშობ ცარიელ მოედანზე... შენ ვერ ითამაშებ. ოლდ ტრაფორდზე კი ყოველთვის სავსე იყო. გასვლით თამაშებზეც სათანადოდ გვამხნევებდნენ.
როდესაც შენ ესეთ მხარდაჭერას გრძნობ. ვალდებული ხარ უფრო მეტად გაახარო და ტიტულები მოუტანო მათ საყვარელ კლუბს.
ლიგის თასის ფინალში უემბლის გასახდელიდან, რომ გამოვედი ირგვლივ სულ მანჩესტერის მაისურები იყო გამოფენილი და წითლების ხამური მესმოდა... საოცრებაა.
იმ დღეს მე ორი გოლი შევაგდე და თასის მფლობელები გავხდით. მე ვალდებული ვიყავი ეს უნდა გამეკეთბინა.
მოგება ჩემ დნმ_შია. მე მჭირდება, რომ მოვიგო. ესაა ჩემი მენტალიტეტი. ვერ ვიტან წაგებას. სწორედ ესე შევძელით ორი დიდი ტიტულის მოგება.
პირველი სეზონი იყო ფანტასტიური. ყველა ბედნიერი იყო. კლუბი ჩემზე ზრუნავდა და ეს ძალიან მეხმარებოდა. მე უბრალოდ ბუცი უნდა ჩამეცვა და ჩემი საქმე გამეკეთბინა.
ბავშვობაში ხედვა მქონდა ჩემ ცხოვრებაზე. შენ არასოდეს იცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ მე მქონდა ოცნება. და ჩემი ცხოვრება და ოცნება ერთმანეთს დაემთხვა. თუ შენ ნამდვილად გინდა, მას გააკეთბ. ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამისთვის თუ არ იშრომე, ვერასდროს მიაღწევ შენს დასახულ მიზანს. ესაა ჩემი მენტალიტეტი. მე წინასწარ ვამბობ, რომ ამას შევძლებ, რადგან მე ამის მჯერა და ნამდვილად ვიცი, რომ გავაკეთბ.
როდესაც ჩავირიცხე მანჩესტერის რიგებში. ჟურნალისტებთან განვაცხადე, რომ ინგლისის დაპყრობა მსურდა. მათ გაიცინეს.
მე კი არ მიხუმრია"
წყარო: manutd.com