თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2019, 10:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1718,
კომენტარები: 7
"ბედნიერები ვართ შავი სამუშაოს შესრულებით"
მატიჩისა და ერერას ინტერვიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები ნემანია მატიჩი და ანდერ ერერა ამბობენ, რომ ბედნიერები არიან გუნდის შავი სამუშაოს შესრულებით. ორივე ნახევარმცველმა "ჩელსის" დამარცხებაში დიდი როლი ითამაშეს.

"მე ვუთხარი კიდევაც მწრთვნელს, რომ ჩვენ ახლა ძალიან ბევრს დავრბივართ, რათა ფორვარდები მაქსიმალურად თავისუფალნი იყვნენ და ისიამოვნოთ თამაშით. ხანდახან ეს რთულია, მაგრამ რადგანაც ეს შედეგად მათ გოლებს იღებს და რადგანაც ისინი გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებენ, ამის კეთებას უპრობლემოდ განვაგრძობთ. მაგრამ არ ვიცი რამდენი ხნით! მე თითქმის 30 წლის ვარ და მატიჩი უკვე 30 წლისაა. მანამ სანამ ისინი გოლების გატანას განაგრძობენ და გუნდი თამაშების მოგებას, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ დიდი დასვენება დაგვჭირდება,"
- განაცხადა ერერამ.

"დიახ, მანამ სანამ ისინი სამ-ოთხ გოლს გაიტანენენ თითოეულ მატჩში, ჩვენ ძალიან კარგად ვიგრძნობთ თავს. კიდევ ათი წელი შევძლებთ თამაშს! ვფიქრობ, რომ ანდერს ყველაფერი აქვს იმისთვის, რაც ნამდვილ ნახევარმცველს სჭირდება - განსაკუთრებით, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს სჭირდება. მართლა ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში."

"ტექნიკურად ყველაფერი აქვს და ტაქტიკურადაც ძალიან კარგია. ის ძალიან ბევრს დარბის. ის ყველას და განსაკუთრებით მე ძალიან გვეხმარება,"
- განაცხადა მატიჩმა.

"მატიჩი კი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. ყოველთვის იცის, როდის შეანელოს ან ააჩქაროს ტემპი. როდესაც გუნდს ბურთის დაჭერა სჭირდება, ის ყოველთვის ინარჩუნებს, ნელ პასებს აკეთებს და ასე აგრძელებს თამაშს. ხოლო როდესაც ტემპის მომატებაა საჭირო, სწრაფად გადადის წინ და მეტოქეს სახიფათო მომენტებს უქმნის. ამას ძალიან თავისუფლად აკეთებს ხოლმე."

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ყველაზე რთული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. მაგალითად, როდესაც გასვლაზე თამაშობ და ატმოსფერო შენ წინააღმდეგაა და მთელი გულშემატკივრები გიყვირიან, ამ დროს ძალიან რთულია კონცენტრირება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა მატიჩი ამას იდეალურად აკეთებს,"
- დაამატა ანდერ ერერამ.

"ყველაზე მნიშნვნელოვანი, რაც მწრთვნელმა ჩვენამდე მოიტანა არის შემდეგი შეტყობინება - ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ."

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ვართ და ყოველთვის მზად ვართ საბრძოლველად, ყოველთვის მზად ვართ ფეხბურთის გამოწვევების მისაღებად. მართალია, რომ ამ მომენტისთვის მე, ნემანია და პოლი ყველაზე მეტს ვთამაშობთ, მაგრამ გუნდში კიდევ დიდი ძალაა - ფრედი, სკოტი, ანდრეასი... ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია ჩვენი წილის გაკეთება. ამ მომენტისთვის ჩვენ მეტი სათამაშო დრო გვეძლევა, მაგრამ სეზონი გრძელია და ყველა დაგვჭირდება."

"განწყობა, ატმოსფერო, ყველაფერი ფანტასტიკურია ამ მომენტისთვის და ვფიქრობ, გულშემატკივრები გრძნობენ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც მათ სურთ."

"ჩვენ ახლა ძალიან კარგ გზას ვადგავართ - ბევრ მატჩს ვიგებთ, მაგრამ კარგ გზაზე დგომაში ვგულისხმობ იმასაც, რომ კარგი სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ. შემტევი თამაში, სადაც ყოველთვის შანსებს ვქმნით და ყოველთვის გვაქვს ძალა იმისა, რომ დომინანტები ვიყოთ."

"ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დღევანდელი ინტერვიუ გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდის გარეშე დავასრულოთ. ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება და ასევე ჩემპიონთა ლიგისთვისაც და ამ რთულ ბრძოლაში ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრები ჩვენ გვერდით გვჭირდებიან,"
- დაასრულა ერერამ.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
20 თებერვალი 2019 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ასე შეუცვლელად ამ ხალხის თამაში არ შეიძლება, ასეთი დატვირთვების შემდეგ ტრამვის მიღების ალბათობა მაღალია, ცოტა უნდა დაასვენოს, თორე მატიჩმა რომ ტრამვა მიიღოს შემცვლელი არ გვყავს.
2
№2
ავტორი: Dato kutaisi
20 თებერვალი 2019 11:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ცენტრში ნამდვილად შეუძლია ამ სამეულს მომენტების შექმნაც და ჩაშლაც.უბრალოდ რიცხობრივ უმცირესობაში ვართ იმიტომ რომ დაცვა ვერ ეხმარება ცენტრს თუნდაც ბურთის დაჭერაში.მაქსიმუმი ჩვენი მცველები უკან დეხეაზე პასს აკეთებენ რაც არის პრობლემა იმისა რომ ბურთი უფრო მეტოქეს აქვს.3-5-2 ეგ იქნება იდეალური ფორმაცია ჩვენთვის დაცვისას და შეტევაში3-4-3.აი ზუსტად დაცვითი და ცენტრზე ორიენტირებული ფეხბურთელები გვყავს 2.სანჩესი და ლინგარდი.
3-1-3-1-2 ამ 3-1-2-2-2.
კიდევ ერთი ვერსია შეიძლება 3-2-3-1-2 ეგეც.
1 კაცი ათიანზე გვინდა და მოკლედ მე ასე ვფიქრობ წყობას:
--------------------------დეხეა-------------------------
ბაი/სმოლინგი------ლინდელოფი-----შოუ/იანგი
-------------------------მატიჩი-------------------------
------------------ერერა-------პოგბა-------------------
--------------ლინგარდი------სანჩესი----------------
--------------------რეში-------მარსო------------------
ამ სიტუაციაში მემგონი ცენტრზე ორიენტირებული 5 ფეხბურთელით ცენტრს არ წავაგებთ.
სანჩესზე შეიძლება იფიქროთ ვეღარ თამაშობს ეს კაციო, მაგრამ რუნის მაგალითს გაგახსენებთ და მემგონი თავადაც უნდა მიხვდეს რომ ასაკი აქვს და როგორც რუნიმ დაიწია უკან ისევე უნდა ქნა თვითონაც.მე ვინ მეკითხება ამ ყველაფერს მაგრამ ჭკუასთან ახლოს ნაღდადაა ეს წყობა.
ფიფა 19-ში ამ წყობით ვაპობ ვორლდ კლასს:)))
0
№3
ავტორი: LASHQARA
20 თებერვალი 2019 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ორი ძალიან საჭირო ფეხბურთელი, ერთი მაგარი დუხის მქონე და გუნდზე შეყვარებული და მეორე გამოცდილი თავის საქმეში, თქვენ განსაჯეთ რომელი რომელია lol love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2019 12:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს რთული მატჩები რო ჩაივლის უნდა დაასვენოს ოლემ მატიჩიც და ერერაც, თუმცა მეორე საკითხია მათ გარეშე რამდენად კარგია ნახევარდაცვა.

ფრედს და პერეირას უნდა მიეცეთ შანსი შედარებით იოლ თამაშებში.
0
№5
ავტორი: OzBeTa
20 თებერვალი 2019 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
წარმოიდგინეთ რა ცუდად გვაქვს საქმე რომ შემცვლელი არ ჰყავს ერერას და მითუმეტეს მატიჩსს. სასწრაფოდ გვინდა ტრანსფერები რა :) 2 ნახევარმცველი გვინდა 2 იც მცველი და ერთი შემტევი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№6
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2019 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Orive umnishvnelovanesi motamashea gundistvis❤️
2
№7
ავტორი: Shota Blues
21 თებერვალი 2019 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
შავი სამუშაო ხარისხიანი თამაშის ყველაზე იდუმალი მუხტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top